მაჩვზღარბასებრნი (ლათ. Hystricidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 38-71 სმ, მასა 27 კგ აღწევს. ზურგი, გვერდები და კუდი დაფარული აქვთ გრძელი და მსხვილი რქოვანი ეკლებით, დანარჩენი ნაწილები — ჯაგრით. გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, წინა, შუა და სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ უდაბნოებში, სავანებში ტყეებში. ხმელეთის ან ნახევრად მეხეური ცხოველებია. იკვებებიან მცენარეული საკვებით. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, სამხრეთში — 2-ჯერ. ამიერკავკასიაში გავრცელებულია ინდური მაჩვზღარბა (Hystrix indica), რომელიც საქართველოშიც გვხვდება.[1][2] აზიანებს ბაღჩეულ კულტურებს, ბაღებს, ნათესებს. ზოგან მის ხორცს ჭამენ.

მაჩვზღარბასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  მაჩვზღარბასებრნი
ლათინური სახელი
Hystricidae

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება