ფედერიკო ხულიან ფასიო (ესპ. Federico Julián Fazio; დ. 17 მარტი 1987, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სალერნიტანას“ ცენტრალური მცველი და კაპიტანი

ფედერიკო ფასიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფედერიკო ხულიან ფასიო
დაბადების
თარიღი
(27 წლის)17 მარტი, 1987 (1987-03-17) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 195 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სალერნიტანა
ნომერი 17
ახალგაზრდული კარიერა
2003-2005 ფეროკარილ ოესტე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005-2006 ფეროკარილ ოესტე 48 (3)
2007-2008 სევილია ატლეტიკო 20 (2)
2007–2014 სევილია 148 (12)
2014–2017 ტოტენჰემ ჰოტსპური 20 (0)
2016   სევილია 4 (0)
2016–2017   რომა 37 (2)
2017–2022 რომა 90 (9)
2022– სალერნიტანა 38 (3)
ეროვნული ნაკრები
2006–2007 არგენტინა 20-წლ. 13 (1)
2008 არგენტინა 23-წლ. 2 (0)
2011–2018 არგენტინა 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 დეკემბერი, 2023

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

„ფეროკარილ ოესტე“

რედაქტირება

ფედერიკო დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში და თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ფეროკარილ ოესტეში“. მის კარიერაში დიდ როლს თამაშობს მისი სიმაღლე, რაც ეხმარება მას საჰაერო ორთაბრძოლებში. ფასიო თავს კლუბში კარგად გრძნობდა, თუმცა ეს კლუბი არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, ამიტომ ახალგაზრდა ამბიციურმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.

„სევილია“

რედაქტირება

2007 წლის იანვარში ფასიო გადავიდა ესპანურ „სევილიაში“, მაგრამ მისი კარიერა ისე არ გაგრძელდა როგორც თავის ყოფილ კლუბში, თავიდან ის ვერ ხვდებოდა სისტემატიურად ძირითად შემადგენლობაში. უეფა-ს თასის ფინალში, სადაც „სევილიას“ ტრავმირებული ჰყავდა ძირითადის მცველები (ხავი ნავაროს ჰქონდა პრობლემები მუხლზე, ასევე ჟულიან ესკუდესაც არ შეეძლო თამაში), ამიტომ ფედერიკო ძირითადში მოხვდა. „სევილიამ“ კი შეძლო და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფას თასი.

მისი დებიუტი ესპანურ პრიმერაში 2007 წლის 25 აგვისტოს შედგა. ახალი სეზონის გახსნით მატჩში. მისმა კლუბმა „ხეტაფეს“ სძლია 4–1. ფასიო ასევე დაეხმარა კლუბს მადრიდის „რეალის“ ძლევაში, 2007 წელს, ესპანეთის სუპერთასზე.

2008 წლის 7 მაისს არგენტინელმა გაიტანა თავისი პირველი გოლი „სევილიას“ შემადგენლობაში. ამ მატჩში „სევილიამ“ სანტანდერის „რასინგი“ დაამარცხა 3–0. ერთი კვირის შემდეგ მან გაიტანა თავისი მეორე გოლი, ამჯერად „ბეტისის“ კარში. შეხვედრა 2–0 დასრულდა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში ფასიომ ჩაატარა სულ 2 შეხვედრა, თუმცა მან დიდ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდული ნაკრების რიგებში. მის აქტივში არის ორი უდიდესი გამარჯვება საერთაშორისო დონეზე იგი არის 2007 წლის ფიფა-ს ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატისა და 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.

მიღწევები

რედაქტირება
  სევილია ატლეტიკო
  • სეგუნდა დივიზიონი: 2006–07[1]
  სევილია
  არგენტინა 23-წლ.
  არგენტინა 20-წლ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება