მაიკლ ფარადეი
მაიკლ ფარადეი (ინგლ. Michael Faraday, FRS; დ. 22 სექტემბერი, 1791 – გ.25 აგვისტო, 1867) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (ან ნატურფილოსოფოსი, იმდროინდელი ტერმინოლოგიით).
მაიკლ ფარადეი | |
---|---|
ინგლ. Michael Faraday | |
დაბ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1791[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] |
დაბ. ადგილი | ნიუინგტონ-ბატსი[16] |
გარდ. თარიღი | 25 აგვისტო, 1867[15] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [16] [17] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი[12] |
დასაფლავებულია | ჰაიგეიტის სასაფლაო[18] |
მოქალაქეობა |
დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მწერალი[19] |
მუშაობის ადგილი | სამეფო ინსტიტუტი |
განთქმული მოსწავლეები | ჩარლზ ჯოზეფ ჰიულმანდელი |
სამეცნიერო ხარისხი | honoris causa[1] |
მეუღლე | სარა ბარნარდი[18] [16] |
მამა | ჯეიმზ ფარადეი[1] [16] |
დედა | Margaret Hastwell[20] |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[21] , კოპლის მედალი[21] , სამეფო მედალი, რუმფორდის მედალი[22] , ალბერტის მედალი[23] , ბეიკერის სახელობის ლექცია და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირება1791 წლის 22 სექტემბერს, ლონდონელი მჭედლის, ჯეიმზ ფარადეის ოჯახში მესამე შვილი, მაიკლი დაიბადა. მომავალში გამოჩენილმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლა ვერ დაამთავრა. ოჯახის დუხჭირი ცხოვრების გამო მაიკლი იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლა და წიგნების მკინძავის შეგირდი გამხდარიყო. მან ეს ხელობა ბრწყინვალედ აითვისა, მაგრამ წიგნები უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე მათი კინძვა. ბევრს კითხულობდა, ამავე დროს ხშირად ესწრებოდა საჯარო ლექციებს, რაშიც მას ახალისებდა უფროსი ძმა რობერტი, რომელიც ფულს აძლევდა ლექციებზე შესასვლელი ბილეთებისათვის.
ფარადეი და ჰემფრი დევი
რედაქტირება1812 წელს ფარადეიმ მოისმინა ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჰემფრი დევის ლექციების კურსი. დეივისა და ფარადეის ურთიერთობების შედეგად, რაც ერთი წელი გაგრძელდა, დევიმ ფარადეი ლაბორანტად აიყვანა და ორწლიან მოგზაურობაში თან წაიყვანა. მოგზაურობის დროს მან გაიცნო გამოჩენილი ფიზიკოსები და ქიმიკოსები – ამპერი, გეი-ლუსაკი და სხვები.
პარველ ხანებში ფარადეი ქიმიაში მუშაობდა და მან 1824 წელს ქლორი გაათხევადა. ეს იყო პირველი თხევადი გაზი მსოფლიოში. ერთი წლის შემდეგ ფარადეიმ ბენზოლი მიიღო.
1824 წელს ფარადეი სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო 1827 წელს პროფესორის კათედრა მიიღო.
1821 წელს ერსტედის აღმოჩენის გავლენით ფარადეიმ თავის დღიურში ჩაწერა „გადავაქციოთ მაგნეტიზმი ელექტრობად“. ეს ფრაზა გახდა მისი კვლევის მეცნიერული პროგრამა ათი წლის განმავლობაში და 1831 წელს აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა.
1833 წელი ფარადეის მეცნიერულ შემოქმედებაში აღსანიშნავია იმით, რომ მან დაიწყო შესანიშნავი ნაშრომი „ექსპერიმენტული გამოკვლევები ელექტრობაში“, რომელიც ოცდამეათეჯერ 1855 წელს გამოიცა.
მაიკლ ფარადეი გარდაიცვალა 1867 წლის 25 აგვისტოს. მაიკლ ფარადეის პატივსაცემად, ელექტროტევადობის ერთეულს ფარადა უწოდეს.
მაიკლის წვლილი
რედაქტირებაფარადეის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში. მან აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქცია, დიამაგნეტიზმი და ელექტროლიზი. მანვე დაადგინა რომ მაგნეტიზმს შეეძლო სინათლის სხივებზე ზემოქმედება და რომ ამ ორ ფენომენს შორის ურთიერთქმედება არსებობდა. როგორც ქიმიკოსმა ფარადეიმ აღმოაჩინა ბენზინი, პოპულარიზაცია გაუწია ისეთ ტერმინებს როგორიცაა ანოდი, კათოდი, ელექტროდი და იონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Cantor, Geoffrey (1991). Michael Faraday, Sandemanian and Scientist. Macmillan. ISBN 0-333-58802-9.
- Hamilton, James (2004). A Life of Discovery: Michael Faraday, Giant of the Scientific Revolution. New York: Random House. ISBN 1-4000-6016-8.
- Thomas, J.M. (1991). Michael Faraday and The Royal Institution: The Genius of Man and Place (PBK). CRC Press. ISBN 978-0-7503-0145-9.
- Thompson, Silvanus (1901). Michael Faraday, His Life and Work. Cassell and Company. ISBN 1-4179-7036-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography at The Royal Institution of Great Britain დაარქივებული 2004-03-12 საიტზე Wayback Machine.
- Faraday as a Discoverer by John Tyndall, Project Gutenberg
- The Christian Character of Michael Faraday
- Michael Faraday on the British twenty-pound banknote დაარქივებული 2011-12-13 საიტზე Wayback Machine.
- The Life and Discoveries of Michael Faraday
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Гершун А. Л. Фарадей, Михаил // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1902. — Т. XXXV. — С. 299–301.
- ↑ 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ 4.0 4.1 Michael Faraday — 2009.
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Find a Grave — 1996.
- ↑ 8.0 8.1 KNAW Past Members
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 12.2 www.accademiadellescienze.it
- ↑ 13.0 13.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 14.0 14.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 15.0 15.1 Faraday, Michael // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 J. T-l. Faraday, Michael // Dictionary of National Biography / L. Stephen, S. Lee — London: Smith, Elder & Co., 1885. — Vol. 18. — P. 190–202.
- ↑ 17.0 17.1 Académie nationale de médecine
- ↑ 18.0 18.1 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ 21.0 21.1 Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
- ↑ https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
- ↑ 24.0 24.1 Biodiversity Heritage Library — 2006.