ფაეტონისებრნი (ლათ. Phaethontidae ან Phaetonidae) — ფრინველთა ოჯახი ფაეტონისნაირთა რიგისა.[1][2] ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი შედის ვარხვისნაირთა რიგში. მოიცავს ერთ გვარს (ფაეტონი) და 3 სახეობას. გავრცელებულია წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეების სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. მათი სხეულის სიგრძე 30—45 სმ, საჭის ბუმბულისა — 16 სმ აღწევს. აქვთ გრძელი, ვიწრო ფრთები, მოკლე ფეხები (მიწაზე ცუდად დადიან). ფერად თეთრ-მოვარდისფრო-მონარინჯისფროა, შავი ლაქები აყრია ან გარდიგარდმო ზოლები დასდევს; ბუდობენ კოლონიებად კუნძულებზე. დებენ 1 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 41—45 დღე-ღამე. იკვებებიან თევზებით, კალმარებითა და კიბოსნაირებით. ბუდობის პერიოდის გარდა ნონადობენ ღია ოკეანეებში.

ფაეტონისებრნი
(Phaethon aethereus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phaethontidae (Brandt, 1840)

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Haaramo, Mikko. (2007)Pelecaniformes – Tropicbirds, pelicans, frigate birds, boobies, anhingas and cormorants. ციტირების თარიღი: 30 December 2017.
  2. Taxonomic lists- Aves. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2016. ციტირების თარიღი: 30 December 2015.