უხრავი
უხრავი (ლათ. Ostrya) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 10-მდე სახეობას,[1] რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათგან კავკასიასა და საქართველოში შერეულ ტყეებში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ რცხილაფოთოლა უხრავი (Ostrya carpinifolia); მისი სიმაღლე 15-20 მ, ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს. დახეთქილი ქერქი და ორმაგხერხკბილა მოკლეყუნწიანი ფოთოლი აქვს. საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარასა და აფხაზეთში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ჩვენში ბაღ-პარკებში მოშენებულია ვირჯინიული უხრავი (Ostrya virginiana), რომლის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.[2]
უხრავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ostrya carpinifolia | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ostrya Scop., 1760 | ||||||||||||||
სინონიმები | ||||||||||||||
| ||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ostrya. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-27. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021
- ↑ მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 202.