იაკობ ტრიპოლსკი

(გადამისამართდა გვერდიდან ტრიპოლსკი, იაკობ)

იაკობ (იაშა) ვლადიმერის ძე ტრიპოლსკი (დ. 31 დეკემბერი, 1919, ახლანდელი დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი — გ. 4 მარტი, 1988, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).

იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი

იაკობ ტრიპოლსკი
დაბადების სახელი იაკობ ტრიპოლსკი
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1919
დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი, 1988 (68 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის მანუჩა (ვალერიან კანდელაკი ს „მაია წყნეთელი“), იასონი (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა.

კინოში იღებენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), პროფესორი („ჭრიჭინა“), ი. სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1950: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1966: საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება