ტირუნელველი
ტირუნელველი (ასევე ცნობილი როგორც ნელაი; ისტორიულად (ბრიტანეთის ინდოეთის დროს) — ტინეველი) — ინდოეთის შტატ ტამილნადუს ქალაქი. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მეექვსე უდიდესი მუნიციპალური კორპორაცია (ჩენაის, კოიამპუტურის, მადურაის, ტირუჩირაპალისა და სალემის შემდეგ). ტირუნელველი ჩენაიდან 624 კმ-ით სამხრეთ-დასვლეთით მდებარეობს, ტუტიკორუნიდან — 58 კმ-ის, ხოლო კანიაკუმარიდან — 73 კმ-ის დაშორებით. ტირუნელველი მდინარე თამირაბარანის დასავლეთ ნაპირზე და მდინარე პალაიმკოტაის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. პალაიამკოტაის სამხრეთ ინდოეთის ოქსფორდს უწოდებენ. ქალაქში ბევრი სამთავრობო ოფისია განლაგებული.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტირუნელველი ინგლ. Tirunelveli ტამილ. திருநெல்வேலி | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 8°43′44″ ჩ. გ. 77°42′29″ ა. გ. / 8.72889° ჩ. გ. 77.70806° ა. გ. |
ფართობი | 189.9 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 47±1 მეტრი |
მოსახლეობა | 411 298 (2001) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 462 |
საფოსტო ინდექსი | 627001 |
ოფიციალური საიტი | http://tirunelvelicorp.tn.gov.in/ |
ტირუნელველი ანტიკური ქალაქია და ორ ათასწლეულზე დიდი ხნის წინ დაარსდა. სხვადასხვა დროს შედიოდა ადრეული პანდიების, ჩერას, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, გვიანი პანდიების, ვიჯაიანაგარის იმპერიისა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში.
1994 წლის 1-ელი აპრილიდან ტირუნელველი მუნიციპალური კორპორაციაა. მისი ფართობი 189.9 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 473 637 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტების ჩათვლით, მოსახლეობა 968 984 ადამიანს შეადგენს. უახლოესი შიდა აეროპორტი ტუტიკორუნის აეროპორტია. უახლოესი საერთაშორისო აეროპორტებია: მადურაის საერთაშორისო აეროპორტი და თირუვანანთაპურამის საერთაშორისო აეროპორტი. უახლოესი საზღვაო პორტი ტუტიკორუნის პორტია.
ტირუნელველში განვითარებულია ადმინისტრაციული სერვისები, სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობა, ტურიზმი, საბანკო სფერო, სოფლის მეურნეობის მანქანა-დანადგარები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და საგანმანათლებლო სერვისები. ქალაქი სამხრეთ ინდოეთის საგანმანათლებლო კერაა. ტირუნელველში მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორებიცაა: ანის უნივერსიტეტის რეგიონული კამპუსი, ტირუნელველის სამედიცინო კოლეჯი, ტირუნელველის სავეტერინარო საქმის კოლეჯი და კვლევითი ინსტიტუტი, ტირუნელველის იურიდიული კოლეჯი, ინჟინერიის სამთავრობო კოლეჯი და სხვ.
ტირუნელველის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ნელაიაპარის ტაძარია. შტატის მასშტაბით ქალაქი ცნობილია ტკბილეულით, რომელსაც ირუტუ კადაი ჰალვა ეწოდება.
გეოგრაფია
რედაქტირებატირუნელველის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ. გ. 8°43′41.82″ და აღ. გ. 77°41′43.94″.[1] საშუალო სიმაღლე 47 მეტრია. მდებარეობს დეკანის ზეგნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე ტამირაბარანი. მდინარე (და მისი შენაკადები, როგორიცაა ჩიტარი) ირიგაციის მთავარი წყაროა და ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მუსონებით საზრდოობს.[2] ქალაქში ბევრი პატარა ტბა და გუბურაა, რომელთაც კულამებს უწოდებენ. მათ შორისაა: ნაინარი, ვეინთანი, ელანთა და უდაიარპეტი. მდინარე ტამირაბარანისა და ჩიტარის ირგვლივ ტერიტორიაზე ხუთი ნაკადია: კოდაგანი, პალაიანი, ტირუნელველი, აღმოსავლეთი მარუდური და დასავლეთი მარუდური. ჩიტარი 15 არხს კვებავს. ნიადაგი წითელი, ქვიშიანი და ფხვიერია.[3]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტირუნელველი ცხელი ნახევრად უდაბნოს ზონაშია (BSh) მოქცეული და ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელს (კიოპენის მიხედვით, As) ესაზღვრება.
ტირუნელველის კლიმატი ცხელი და ტენიანია. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში (მარტიდნა ივნისამდე) 25 °C-დან (77 °F) 41 °C-მდე (106 °F) იცვლება, ხოლო წელიწადის დანარჩენ დროს — 18 °C-დან (64 °F) 29 °C-მდე (84 °F). საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 680 მმ-ია. ნალექიანობის მაქსიმუმი ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს (ოქტომბერი-დეკემბერი) მოდის. რადგანაც ქალაქის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი უკავია, მდინარე ტამარაბარანის წყალდიდობა ან მუსონებში ცვლილებები ადგილობრივ ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. რეგიონში მოჰყავთ ბრინჯი და ბამბა. XVI საუკუნეში ტირუნელველში ანანასი შეიტანეს, ამავე საუკუნის ბოლოს — წიწაკა და თამბაქო, ხოლო XVII საუკუნეში — კარტოფილი. ყველაზე გავრცელებული ხეა Borassus, რომელიც კოტეჯების მშენებლობისთვის ნედლ მასალას წარმოადგენს. რეგიონში ასევე იზრდება: ტექის ხე, ბამბუკი, anjakadambu, venteak, vengai, pillaimaruthu, karimaruthu და სხვ. მეცხოველეობაში წამყვანია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, კამეჩები, თხები, ცხვრები და მცირე რაოდენობით სხვა შინაური ცხოველებიც.[4]
ჰავის მონაცემები — ტირუნელველი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 36.0 | 39.0 | 41.7 | 42.0 | 42.8 | 44.9 | 41.9 | 39.5 | 40.5 | 41.0 | 38.9 | 37.0 | 44.9 |
საშუალო მაღალი °C | 31.4 | 33.5 | 35.5 | 36.7 | 37.7 | 36.1 | 35.2 | 35.2 | 35.8 | 34.0 | 31.3 | 30.5 | 34.4 |
საშუალო დაბალი °C | 22.4 | 23.0 | 24.3 | 25.9 | 26.7 | 26.7 | 26.4 | 26.2 | 25.8 | 24.8 | 23.7 | 22.8 | 24.9 |
რეკორდულად დაბალი °C | 18.0 | 18.0 | 18.4 | 20.3 | 16.3 | 20.4 | 19.3 | 21.6 | 19.5 | 17.9 | 16.9 | 17.6 | 16.9 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 24.5 | 26.0 | 44.0 | 59.5 | 52.2 | 6.6 | 13.3 | 30.0 | 40.3 | 156.0 | 188.0 | 79.9 | 720.2 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 1.8 | 1.8 | 2.1 | 3.6 | 2.7 | 0.9 | 0.9 | 1.5 | 2.7 | 7.6 | 10.2 | 4.8 | 40.5 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 65 | 59 | 55 | 57 | 56 | 55 | 54 | 54 | 54 | 64 | 71 | 70 | 60 |
წყარო: India Meteorological Department[5][6] |
ბიოგრაფია
რედაქტირება- Ayyar, P. V. Jagadisa (1991). South Indian shrines: illustrated. New Delhi: Asian Educational Services. ISBN 81-206-0151-3. .
- Caldwell, Robert (1989). The History of Tinnevelly From The Earliest Period to the Cession to the English Government in 1801, Reprinted, Asian Educational Services. ISBN 81-206-0161-0.
- Daughrity, Dyron B. (2005). Hinduisms, Christian Missions, and the Tinnevelly Shanars: A Study of Colonial Missions in 19th Century India. Alberta: University of Calgary, გვ. 1–5.
- Daughrity, Dyron B. (2007). A Brief History of Missions in Tirunelveli1 (Part One): From the Beginnings to its Creation as a Diocese in 1896. Mission Studies. დაარქივებული 28 September 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Forbes, Geraldine (1996). Women in Modern India, Volume 4. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-65377-0.
- Harman, William P. (1992). The sacred marriage of a Hindu goddess. Motilal Banarsidass, გვ. 30–36. ISBN 978-81-208-0810-2.
- Hardgrave, Robert L. (1969). The Nadars of Tamilnad: The Political Culture of a Community in Change, University of California, Berkeley. Center for South and Southeast Asia Studies, Los Angeles: University of California Press, გვ. 285. „tinnevelly history.“
- Hunter, Sir William Wilson (1908). Imperial Gazetteer of India Vol. XXII Singbhum to Trashi-Chod-Zong. Oxford: Clarendon Press.
- Kapadia, Karin (2002). The Violence of Development: The Political Economy of Gender. Kali for Women 2002. ISBN 1842772074.
- Kanmony, Jebagnanam Cyril (2010). Human rights violation. ISBN 978-81-8324-347-6.
- Kumar, Raj (2003). 5. Essays on Indian Economy. Discovery Publishing House. ISBN 81-7141-700-0.
- Kumar, Sehdev (2001). A thousand petalled lotus: Jain temples of Rajasthan : architecture & iconography. New Delhi: Indra Gandhi National Centre of Arts. ISBN 81-7017-348-5. .
- Lewis, Donald M. (2004). Christianity Reborn: The Global Expansion of Evangelicalism in the Twentieth Century. Wm. B. Eerdmans Publishing Co.. ISBN 0-8028-2483-8.
- Manohar, Dr. Murali (2007). Indian English Women's FictionA Study of Marriage, Career And Divorce. Atlantic Publishers and Distributors (P) Ltd.. ISBN 978-81-269-0683-3.
- O'Connor, Daniel (2000). Three Centuries of Mission: The United Society for the Propagation of the. Daniel O'Connor and the contributors. ISBN 0-8264-4989-1.
- P., Kannappan (2008). Scheduled Caste Welfare. New Delhi: A P H Publishing Corporation. ISBN 978-81-313-0370-2.
- Raman, Bhavani (2012). Document Raj: Writing and Scribes in Early Colonial South India. Chicago: The University of Chicago Press. ISBN 978-0-226-70329-9.
- Ramchandani, Indu (2000). Student's Britannica: India (Set of 7 Vols.) 39. New Delhi: Encyclopaedia Britannica (India) Private Limited. ISBN 0-85229-760-2.
- Reddy, G.Venkatramana (2013). Alayam – The Hindu temple – An epitome of Hindu Culture. Mylapore, Chennai: Sri Ramakrishna Math. ISBN 978-81-7823-542-4.
- Salma Ahmed, Farooqui (2011). A Comprehensive History of Medieval India: From Twelfth to the Mid Eighteenth century. New Delhi: Dorling Kindersley (India) Pvt. Ltd., გვ. 26. ISBN 9788131732021.
- Smith, David (1996). The Dance of Siva: Religion, Art and Poetry in South India By David. United Kingdom: Press Syndicate of the University of Cambridge. ISBN 0-521-48234-8. .
- Soundarapandian, Mookkiah (2002). Small Scale Industries, Volume 1. New Delhi: Concept Publishing Company. ISBN 8170229901. .
- Soundara Rajan, Kodayanallur Vanamamalai (2001). Concise classified dictionary of Hinduism By Kodayanallur Vanamamalai Soundara Rajan. New Delhi: Concept Publishing Company. ISBN 81-7022-857-3. .
- Stein, Burton; Johnson, Gordon; Bayly, Christopher; Richards, John F. (1989) New Cambridge History of India. New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-26693-9.
- Subrahmanyam, Sanjay (1990). The Political Economy of Commerce: Southern India 1500–1650. New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-37180-5.
- W., Francis (2002). Gazetteer of South India, Volume 1. Mittal Publications.
- „New tax on wind turbines by local panchayats may make wind power costlier by Rs 8–10 lakh per MW“. The Economic Times. 26 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
- „Suryan FM gets ready to turn the radios on“. Business Line. 26 February 2003. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
- „Court says 'no' to use of 'Iruttukadai'“. The Hindu. 21 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 April 2011. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
- „In search of Srivilliputtur Palgova“. The Hindu. 23 June 2012. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
- „Six lakh passports issued in five years“. The Hindu. 8 December 2012. ციტირების თარიღი: 17 January 2007.
- „Fun science gallery inaugurated in Tirunelveli“. The Hindu. 17 January 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2007. ციტირების თარიღი: 17 January 2007.
- „Tamil Nadu / Tirunelveli News : Anna Stadium to get floodlight facility“. The Hindu. 10 January 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2012. ციტირების თარიღი: 2012-10-19.
- „Government expo to begin on June 29“. The Hindu. 24 June 2012. ციტირების თარიღი: 29 December 2012.
- „Karunanidhi puts Tata project on hold – Indian Express“. The Indian Express. 31 July 2007. ციტირების თარიღი: 18 December 2012.
- „400 years sugar cane press“. The Hindu]. 19 May 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2013. ციტირების თარიღი: 18 December 2012.
- M., Aruloli (9 September 2014). „AIADMK's Bhuvaneswari set to become Tirunelveli mayor“. Deccan Chronicle. ციტირების თარიღი: 28 October 2014.
- Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Falling Rain Genomics.
- ↑ Hunter 1908, p. 215.
- ↑ Hunter 1908, pp. 379–380.
- ↑ Soundarapandian 2002, p. 48.
- ↑ Station: Palayamkottai Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 579–580. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 29 March 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 29 March 2020