ტირუჩირაპალი
ტირუჩირაპალი (ტამილ.௫ ச்சிராப்பள்ளி) —ქალაქი სამხრეთ ინდოეთის ტამილნადუს შტატში. ტირუჩირაპალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სიდიდით მეოთხე ქალაქია ტამილნადუში. ტირუჩირაპალი შტატის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს, ჩენაიდან სამხრეთით 332 კმ-ზე და კანკუმარიდან ჩრდილოეთით 379 კმ-ზე ტერიტორიის ფართობია 167,23 კმ², მოსახლეობა (2011) - 916 674 [1].
ქალაქის პირველად მოხსენიებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნიდან, როდესაც ის შედიოდა ჩოლას სახელმწიფოს შემადგენლობაში. ქალაქი ასევე იყო პანდიას, პალავას, ვიჯიანაგარის, ნიაკების, კარნატაკასა და ბრიტანეთის იმპერიის სახელმწიფოების ნაწილი.
ტირუჩირაპალი ტამილნადუს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრია: აქ მდებარეობს ანას უნივერსიტეტის, ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (IIM), ეროვნული ტექნოლოგიური ინსტიტუტის (NIT) ფილიალები. ქალაქი ცნობილია საზღვარგარეთ ადგილობრივი ჩერუთის ბრენდის სიგარების წარმოებით, რომლის ექსპორტი ხდებოდა დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნიდან.
ტირუჩირაპალის ერთ – ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა მაღალ კლდოვან მასივზე მდებარე განეშასადმი მიძღვნილი უჩხიპილარის ტაძარი.[2].
ტირუჩირაპალის მეზობლად მდინარე კავერის შუაგულში კუნძულზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი მოქმედი ინდუისტური ვიშნუს სახელობის რანგანათას ტაძარი და მნიშვნელოვანი ადგილი ვაიშნავიზმის მიმდევართათვის.
ცნობილი მეცნიერ-ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჩანდრასეხკარა ვენკატა რამანი წარმოშობით ტირუჩირაპალიდან იყო. სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, ახლა მუზეუმია.
ისტორია
რედაქტირებატირუჩირაპალი ტამილინადუს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. პირველი დასახლებები თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე ძვ.წ. II ათასწლეულში გამოჩნდა. [3] ურაიური, ადრეული ჩოლას სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელიც არსებობდა 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. III საუკუნიდან. [4]- თანამედროვე ტირუჩირაპალის გარეუბანია [5].[6] ქალაქი ორთჰოურას სახელწოდებით მოიხსენია პტოლემეოსმა თავის ცნობილ "გეოგრაფიაში" [7] მდინარე კავერზე შემორჩენილია უძველესი კაშხალი, რომელიც მდებარეობს ურეურიდან დაახლოებით 18 კილომეტრში. კაშხალი ააგო მეფე კარიკალა ჩოლამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. [8]
შუა საუკუნეების პერიოდი ტირუჩირაპალის ისტორიაში დაიწყო მაჰენდრავარმან I- ის მეფობით, რომელიც სამხრეთ ინდოეთს მართავდა ახ. წ. მე -6 საუკუნეში.[9] [10] მე -8 საუკუნეში, პალავას სამეფოს დაცემის შემდეგ, ქალაქი დაიპყრო შუა საუკუნეების ჩოლას სახელმწიფომ, რომელიც ტერიტორიას განაფებდა XIII საუკუნემდე.
1801 წლის ივლისში ბრიტანელებმა მოახდინეს კარნატაკის ანექსია.ტირუჩირაპალის შედიოდა მადრასის საპრეზიდენტო მმართველობაში.იმავე წელს შეიქმნა ტირუჩირაპალის რაიონი [11]. ინდოეთის 1871 წლის აღწერის მონაცემებით, ტირუჩირაპალი იყო სიდიდით მეორე ქალაქი მადრასის საპრეზიდენტოში 76,530 მოსახლეობით.[12] ქალაქმა ბრიტანეთის ინდოეთში სახელი გაითქვა ადგილობრივი წარმოების "ჩერუთის" სიგარების წყალობით [13] 1874 წელს ტირუჩირაპალიში განთავსდა სამხრეთ ინდოეთის რკინიგზის პირველი შტაბ-ბინა.
თანამედროვე ეპოქა
რედაქტირებატირუჩირაპალი იყო ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი. 1928 წელს მოეწყო სამხრეთ ინდოეთის რკინიგზის მუშათა გაფიცვა [14]. 1937-40 წლებში ქალაქი ანტიჰინდის მოძრაობის ცენტრი გახდა. აქ1965 წელს ჩატარდა მადრასის შტატის კონფერენცია ჰინდის წინააღმდეგ.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქში ტროპიკული სავანის კლიმატია. ტირუჩირაპალი არ განიცდის მნიშვნელოვან ტემპერატურულ განსხვავებებს ზაფხულსა და ზამთარს შორის იგი ხასიათდება ჰაერის მაღალი ტემპერატურით და დაბალი ტენიანობით . საშუალო წლიური ტემპერატურა 28.9 ° C და საშუალო თვიური ტემპერატურა 25 ° C- დან 32 ° C- მდე , ტირუჩირაპალი შტატის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ქალაქია. აპრილიდან ივნისამდე აღინიშნება ყველაზე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა და მტვრის ქარიშხლები .[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Census of India: Search Details
- ↑ India By Sarina Singh, Joe Bindloss, Paul Clammer, Janine Eberle
- ↑ Thani Nayagam, Xavier S. Tamil Culture — Academy of Tamil culture, 1957. — Т. 6.
- ↑ Sastri, K. A. Nilakanta .. The Cōlas . — University of Madras, 1935.
- ↑ Beck, Elisabeth. Pallava Rock Architecture And Sculpture — Sri Aurobindo Institute of Research in Social Sciences, East West Books (India) Limited, 2006. — ISBN 978-81-88661-46-6.[მკვდარი ბმული]
- ↑ Benn's press directory — Benn's Publications Limited, 1978.Vol.2
- ↑ Caldwell, Robert . A Political and General History of the District of Tinnevelly, in the Presidency of Madras: From the Earliest Period to Its Cession to the English Government in A.D. 1801 . — E. Keys, at the Government Press, 1881.
- ↑ Pujari, R. M.; Kolhe, Pradeep & Kumar, N. R. (2006), Pride of India: A Glimpse into India's scientific heritage, Samskrita Bharathi,ISBN 978-81-87276-27-2
- ↑ Qādirī, Abdullāh Valī Bak̲h̲sh & Siddiqui, Mohd. Akhtar (1998), Education and Muslims in India since Independence, Institute of Objective Studies, ISBN 978-81-85220-52-9
- ↑ Radhakrishnan, P. Cad/cam/cim . — New Age International, 2008. — ISBN 978-81-224-1248-2.[მკვდარი ბმული]
- ↑ Radhakrishnan, P. Cad/cam/cim — New Age International, 2008. — ISBN 978-81-224-1248-2.[მკვდარი ბმული]
- ↑ Burn, R. & Cotton, J. S. (1908), Imperial Gazetteer of India, vol. 24, Clarendon Press
- ↑ Yule, Sir Henry & Burnell, Arthur Coke (1903), Trichinopoly, დაარქივებული 2012-12-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Hobson-Jobson: A glossary of colloquial Anglo-Indian words and phrases, J. Murray დაარქივებულია 15 დეკემბერი 2012 .
- ↑ South Indian Railway Strike // Labour Monthly . — Communist Party of Great Britain, 1928. — October (т. 10,№ 6).
- ↑ India. Director of Census Operations, Tamil Nadu. Census of India, 1991: Tamil Nadu — Controller of Publications, 1991.