პალავა — პალავების სახელმწიფო მდებარეობდა ინდოეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ტამილნადში IV –IX ს.ს. პალავების გვარი ჩნდება III ს. ბოლოს პრაკრიტულ წყაროებში, როგორც სატავაჰანების დინასტიის ვასალები. თანდათანობით მათ შექმნეს საკუთარი სახელმწიფო ანანდადეშა დედაქალაქით კანჩიპურამში.

VII ს. პალავური არქიტექტურის ძეგლი

პალავების სისხლისმიერი ნათესაური კავშირების შესახებ არსებული ცნობები და ქრონოლოგია ძალზედ ურთიერთგამომრიცხავია. დიდი კამათია მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებაც. რამდენადაც პალავების ქვედა ფენის წარმომადგენლები მიეკუთვნებოდნენ დრავიდულ ტომებს, იმდენად მმართველმა პალავებმა საკმაოდ ადრე მიიღეს თამილური ტრადიციები და კულტურა.

VII ს. მმართველ ნარასიმჰა I პალავების სახელმწიფომ მიაღწია განვითარების ზენიტს. აქედან მიედინებოდა ექსპედიციები სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის კოლონიზაციისათვის, რომლებმაც იმ შორეულ მხარეებში შეიტანეს ჯაინიზმი, ბუდიზმი და ინდუიზმი. განხორციელდა წარმატებული შეჭრა კუნძულ ცეილონზე.

მიუხედავად პალავების ფართო საერთაშორისო კავშირებისა (მმართველ სიმხავიშნუს დედა სავარაუდოდ, ქრისტიანი იყო), მათ ძირითად საფრთხეს წარმოადგენდნენ უახლოესი მეზობლები — თავდაპირველად დასავლეთი ჩალუკია ვატაპიდან, ხოლო შემდეგ ჩოლას დინასტია დაახლ. 880 წელს ჩოლები დაეუფლნენ პალავების მთელ ტერიტორიას, რომელსაც XIII ს.–მდე მართავდნენ.

პალავების დინასტია

რედაქტირება
 
პალავების ტერიტორიები

ძველი პალავები

რედაქტირება
  • სიმხავარმან I, ანანდადეშის მაჰარაჯა 315—345
  • სკანდავარმან I, ანანდადეშის მაჰარაჯა 345—350

შუა პალავები

რედაქტირება
  • ვიშნუგუპტავარმან, სკანდავარმან I–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 350—355
  • კუმარუვიშნუ I, ანანდადეშის მაჰარაჯა 355—370
  • სკანდავარმან II, ანანდადეშის მაჰარაჯა 370—385
  • ვირავარმან, ანანდადეშის მაჰარაჯა 385—400
  • სკანდავარმან III, ვირავარმანის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 400—436
  • სიმხავარმან II, სკანდავარმან III–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 436—458
  • ტრილოჩანა სკანდავარმან IV, სიმხავარმან II–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 458—488
  • ნანდივარმან I, სკანდავარმან III–ის შვილიშვილი, ანანდადეშის მაჰარაჯა 488—500
  • კუმარუვიშნუ II, ნანდივარმან I–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 500—520
  • ვიჯაია ბუდჰავარმან, ანანდადეშის მაჰარაჯა 520—540
  • კუმარუვიშნუ III, ანანდადეშის მაჰარაჯა 540—550
  • სიმხავარმან III, კუმარუვიშნუ III–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 550—574

გვიანდელი პალავები

რედაქტირება
  • სიმხავიშნუვარმან, სიმხავარმან III–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 574—600
  • მაჰინდრავარმან I, სიმხავიშნუვარმანის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 600—630
  • მაჰამალა ნარასიმხავარმან I, მაჰინდრავარმან I–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯა 630—642, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 642—668
  • მაჰინდრავარმან II, ნარასიმხავარმან I–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 668—670
  • პარამეშვარავარმან I, მაჰინდრავარმან II–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 670—695
  • ნარასიმხავარმან II, პარამეშვარავარმან I–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 695—722
  • პარამეშვარავარმან II, ნარასიმხავარმან II–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 722—733
  • მაჰინდრავარმან III, ნარასიმხავარმან II–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 733
  • პალავამალა ნანდივარმან II, ჰირანიას ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 733—795
  • დანტივარმან, ნანდივარმან II–ის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 795—830
  • ნანდივარმან III, დანტივარმანის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 830—854
  • ნრიპატუნგავარმან, ნანდივარმან IIIის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 854—879
  • აპარაჯიტავარმან, ნანდივარმან IIIის ვაჟი, ანანდადეშის მაჰარაჯადჰირაჯა 879—898

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Avari, Burjor (2007). India: The Ancient Past. New York: Routledge.
  • Hermann, Kulke; Rothermund D (2001) [2000]. A History of India. Routledge. ISBN 0-415-32920-5.
  • Minakshi, Cadambi (1938). Administration and Social Life Under the Pallavas. Madras: University of Madras.
  • Prasad, Durga (1988). History of the Andhras up to 1565 A.D. Guntur, India: P.G. Publishers.
  • Raghava Iyengar, R (1949). Perumbanarruppatai, a commentary. Chidambaram, India: Annamalai University Press.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება