კანჩიპურამი
კანჩიპურამი (ასევე ცნობილი როგორც კონჯეევარამი) ― ქალაქი ინდოეთის შტატ ტამილნადუში, ტონდაიმანდალამის რეგიონში, ჩენაიდან 72 კმ-ის დაშორებით. ცნობილია როგორც „ათასი ტაძრის ქალაქი“. გამორჩეულია ტაძრების არქიტექტურით, მრავალსვეტიანი დარბაზებით, ტაძრების დიდი კოშკებითა და აბრეშუმის სარებით. კანჩიპურამის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია და უცხოელი ტურისტების მიზიდვის ერთ-ერთი ცენტრია. ქალაქის ფართობი 36.14 კმ²-ია. 2021 წელს მოსახლეობა მიახლოებით 300 000 ადამიანს შეადგენდა.[1] ქალაქი კანჩიპურამის რაიონის ცენტრია.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კანჩიპურამი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 12°49′51″ ჩ. გ. 79°42′28″ ა. გ. / 12.83083° ჩ. გ. 79.70778° ა. გ. |
ფართობი | 11.72 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 88±1 მეტრი |
მოსახლეობა | 164 384 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 44 |
საფოსტო ინდექსი | 631501 |
ოფიციალური საიტი | http://kanchi.tn.nic.in |
კანჩიპურამი სანსკრიტული სიტყვაა და ორი ნაწილისგან შედგება: კანჩი და პურამი, რაც შესაბამისად „ბრაჰმას თაყვანისცემას“ და „საცხოვრებელ ადგილს“ ნიშნავს. კანჩიპურამი შედიოდა პალავის, შუა საუკუნეების ჩოლას, გვიანი ჩოლას, გვიანი პანდიას, ვიჯაიანაგარის იმპერიის, კარნატიკის სასულთნოსა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში.[2] ქალაქის ისტორიულ ძეგლებს შორისაა: კაილასანათარის ტაძარი და ვაიკუნტა პერუმალის ტაძარი. ისტორიულად, კანჩიპურამი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა და ცნობილი იყო როგორც „სწავლების ადგილი“ (ghatikasthanam).[3] I-V საუკუნეებში ქალაქი ჯაიანიზმისა და ბუდიზმის რელიგიური საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებდა.[4]
გეოგრაფია
რედაქტირებაკანჩიპურამის კოორდინატებია ჩ. გ. 12.8387° და ა. გ. 79.7016°. ქალაქი ჩენაიდან 72 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე პალარის შენაკადის, ვეგავათის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქის ფართობი 11.6 კმ²-ია და ზღვის დონიდან 83.2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კანჩიპურამის ირგვლივ ტერიტორია დაბლობებს მოიცავს, ხოლო სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ დაფერდებულია.[5] ნიადაგი მეტწილად თიხისგან შედგება. თიხნარი, თიხა და ქვიშა მშენებლობაში გამოიყენება.[6] ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ვარადარაჯა პერუმალის ტაძრის მშენებლობაში გამოყენებული გრანიტი სივარამის ბორცვებზე მოიპოვეს, რომელიც კანჩიპურამიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს. ტერიტორია სეისმური ზონის II რეგიონს მიეკუთვნება და რიხტერის შკალით 6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრებია მოსალოდნელი. კანჩიპურამი ორ დანაყოფს მოიცავს: დიდი კანჩი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შივა კანჩი და ქალაქის დასავლეთ ნაწილს მოიცავს; პატარა კანჩი, რომელსაც ვიშნუ კანჩიც ეწოდება და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავს.[5][7]
შივას ტაძრების დიდი ნაწილი დიდ კანჩიპურამშია, ხოლო ვიშნუს ტაძრების უმრავლესობა ― პატარა კანჩიპურამში.[5]
ქალაქისთვის წყლის მიწოდების მთავარ წყაროს მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს, რომელიც ირიგაციისთვის გამოიყენება. კანჩიპურამის ბლოკს 24 არხი, 2 809 ავზი, 1 878 ჭაბურღილის მილსა და 3 206 ჩვეულებრივ ჭაბურღილს მოიცავს.[8] ტერიტორია მდიდარია სამედიცინო მცენარეებითა და სამედიცინო ღირებულების მქონე ისტორიული წარწერებით.[9]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კანჩიპურამი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი 37.5 °C (99.5 °F) აპრილ-ივლისშია, ხოლო საშუალო მინიმუმი 16 °C (60.8 °F) დეკემბერ-თებერვალში.[10][10] წლის განმავლობაში ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 58-84%-ს შორის მერყეობს.[10] ტენიანობის მაქსიმუმი დილითაა, ხოლო მინიმუმი ― საღამოს. ფარდობითი ტენიანობა მაღალია ნოემბერ-იანვარში, ხოლო ყველაზე დაბალია ― ივნისში.[10]
ჰავის მონაცემები — კანჩიპურამი (ტამილნადუ) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 29.1 | 31.2 | 33.4 | 35.6 | 38.2 | 37.2 | 35.2 | 34.7 | 34.1 | 32.1 | 29.3 | 28.5 | 33.2 |
საშუალო დაბალი °C | 19.2 | 19.8 | 22.0 | 25.4 | 27.3 | 27.0 | 25.9 | 25.4 | 24.8 | 23.7 | 21.6 | 19.9 | 23.5 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 25 | 6 | 4 | 19 | 59 | 77 | 108 | 173 | 132 | 185 | 209 | 107 | 1 104 |
წყარო: Climate-Data.org[11] |
დემოგრაფია
რედაქტირებაVII საუკუნეში მეფე ნარასიმა ვარმას მმართველობის დროს ქალაქის ფართობი 10 კმ² იყო და მოსახლეობა 10 000 ადამიანს შეადგენდა. მომდევნო წლებში მოსახლეობის რაოდენობა 13 000-მდე გაიზარდა.[12]
ჩოლის ხანაში კანჩიპურამი დედაქალაქი არ იყო, მაგრამ მეფეებს ქალაქში სასახლე ჰქონდათ და ქალაქი აღმოსავლეთით გააფართოვეს.[12] ვიჯაიანაგარის ხანაში ქალაქის მოსახლეობა 25 000 ადამიანამდე გაიზარდა.[12] ბრიტანეთის ინდოეთის ხანაში ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.[12] 1901 წელს ბრიტანელების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, კანჩიპურამის მოსახლეობა 46 164 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 44 684 ინდუსი იყო, 1 313 ― მუსლიმი, 49 ― ქრისტიანი, ხოლო 119 ― ჯაინიზმის მიმდევარი.[13]
ეკონომიკა
რედაქტირებაკანჩიპურამის ეკონომიკაში წამყვანი დარგი აბრეშუმის სარის დამზადება და სოფლის მეურნეობაა.[13] 2008 წლისთვის 5 000-მდე ოჯახი სარის წარმოებაში იყო ჩართული.[14] წამყვანი დარგებია: ბამბის წარმოება, ელექტრონული საქონლისა და სურსათის წარმოება.[15] კიდევ ერთი წამყვანი დარგია ტურიზმი და მომსახურების სექტორი, როგორებიცაა: სასტუმროები, რესტორნები და ადგილობრივი ტრანსპორტი.[16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kanchipuram : Census 2011.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 6 (11th ed.). Cambridge University Press. p. 943.
- ↑ K.V. 1975, p. 80.
- ↑ Thapar 2001, pp. 344–345.
- ↑ 5.0 5.1 5.2 K.V. 1975, pp. 1–4.
- ↑ Srinivasan 1979, p. 6.
- ↑ Browne 1843, p. 228.
- ↑ Ministry of Water Resources, Government of India 2007, p. 5.
- ↑ The Hindu & 19 May 2012.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 Ministry of Water Resources, Government of India 2007, p. 6.
- ↑ CLIMATE: KANCHEEPURAM. ციტირების თარიღი: 19 February 2016
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Rao 2008, p. 143.
- ↑ 13.0 13.1 Imperial Gazetteer of India 1908, pp. 544–546.
- ↑ Rao 2008, pp. 134–135.
- ↑ Husain 2011, p. 11.K.4.
- ↑ Industries in Kanchipuram 2011.