დრავიდები — ძირითადად სამხრეთ ინდოეთში მცხოვრები, დრავიდულ ენებზე მოსაუბრე ხალხები. დრავიდებს მიეკუთვნებიან ტელუგუ, ტამილები, მალაიალი, კანადა, ტულუ, აგრეთვე მცირერიცხვოვანი ხალხები რომლებსაც ჯერ კიდევ შემონახული აქვთ გვაროვნულ-ტომობრივი წყობა და უპირატესად მთიან და ტყით დაფარულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ცენტრალური ინდოეთის დრავიდებს წარმოადგენენ ორაონები ანუ კურუქები, კანდჰები და გონდები. დრავიდულ ენაზე ასევე ლაპარაკობს პაკისტანის განაპირა რაიონებში მცხოვრები ხალხი — ბრაჰუი. დრავიდთა უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია, ნაწილი კი ქრისტიანი ან მუსლიმია. ვარაუდობენ, რომ დრავიდები შედიოდნენ ინდოეთის უძველესი მოსახლეობის, წინაარიელების, შემადგენლობაში. მეცნიერთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, ჰარაპის ცივილიზაცია შექმნილია დრავიდების წინაპართა მიერ ძვ. წ. III-II ათასწლეულებში. ძვ. წ. I ათასწლეულში დრავიდებს სამხრეთ ინდოეთში უკვე ჰქონდათ თავისი სახელმწიფოები (ანდჰრა, ჰანდია, ჩოლა, ჩერა). განვითარების პროცესში მათ შექმნეს მაღალი კულტურა. XVII-XVIII საუკუნეებში, ინგლისელმა კოლონიზატორებმა ხელთ იგდეს დრავიდების განსახლების რაიონები, დაიწყეს მათი მიწების ფადანაწილება და დრავიდული ხალხების ეთნიკური ტერიტორიების დაქუცმაცება. ინდოეთის სხვა მსხვილი ხალხების მსგავსად ეროვნული თვითგამორკვევისათვის ბრძოლის დროს დრავიდები მოითხოვდნენ თავიანთი ეთნოგრაფიული ტერიტორიების ცალკე შტატებად გამოყოფას. შტატები საზღვრები საბოლოოდ 1956 წელს დადგინდა.

ტერიტორია სადაც დღეისთვის დრავიდულზე საუბრობენ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: