პანდია — ინდუსური სახელმწიფო, იმავე გვარის მქონე დინასტიით სათავეში. პანდიას გვარი საუკუნეების განმავლობაში მართავდა სამხრეთ ინდოეთის ოლქებს სამხრეთ ტამილნადუს ტერიტორიაზე წმ. ქალაქ მადურაის შემოგარენში. მისი არსებობის შესახებ ცნობები მოიპოვება ჯერ კიდევ ძველ ბერძენ მოგზაურთა გადმოცემებში. კერძოდ, მოგზაურ მეგასფენთან, რომელიც მიეკუთვნებოდა ჰერაკლეს ქალიშვილის ძირითად შტოს.

პანდიას ეპოქის ვიშნუს ქანდაკება

პანდია თავისი არსებობის თითქმის 2 ათასი წლის მანძილზე გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდა ინდოეთის ოკეანის პორტებში და ქვეშევრდომობაში ჰყავდა სამხრეთ ქერალის მრავალი სათავადო. პანდიასთან მტრულ განწყობილებაში იმყოფებოდნენ ცეილონის მმართველები. პანდიელები იძულებული იყვნენ, ასევე, მუდმივად მოეგერიებინათ ჩრდილოეთის ძლიერ სახელმწიფოთა (პალავების, ჩალუკიას და რაშტრაკუტების) თავდასხმები. X-XI ს.ს. მიჯნაზე პანდიამ დროებით ცნო ჩოლას იმპერიის უზენაესობა. ჯატავარმან სუნდარა პანდიას მეფობისას 1251-1268 წლებში მან შეძლო ძველი დიდების აღდგენა და ცეილონზე თავისი გავლენის გავრცელებაც კი.

მადურაის მმართველთა „ოქროს საუკუნე“ დასრულდა მე-XVI ს. დელის სასულთნოდან მუსულმანთა არმიის შემოჭრის შედეგად, რომელთაც მეთაურობდა სპარსელი მალიკ კაფური. მან 1311 წელს აიღო მადურაი. მუსულმანთა მომდევნო ლაშქრობებმა დაასუსტა პანდია და მის ნანგრევებზე აღმოცენდა მადურაის სასულთნო. მე–XVII ს. დასწაყისამდე პანდიას გვარის ცალკეულ სულთნებს მოიხსენიებენ წყაროები მცირე რაჯების ხარისხში.