მადურაი
მადურაი (ტამილ. மதுரை) — ქალაქი ინდოეთში, ტამილნადუს შტატის მესამე უდიდესი ქალაქი[2][3] დაახლოებით 1,7 მლნ მცხოვრებით. მდინარე ვაიგაის ნაპირებზე გაშენებული მადურაი ორი ათასწლეულის მანძილზე მთავარი დასახლება იყო. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია.[4] წარმოადგენს მადურაის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი | |
---|---|
მადურაი ტამილ. மதுரை | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ტამილნადუ |
კოორდინატები | 9°55′11″ ჩ. გ. 78°07′10″ ა. გ. / 9.91972° ჩ. გ. 78.11944° ა. გ. |
ფართობი | 248 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 101 მ |
მოსახლეობა | 1 730 015 [1] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 6 976 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 452 |
საფოსტო ინდექსი | 625001 |
ოფიციალური საიტი | 203.101.40.168/newmducorp/ |
მადურაი ცნობილია პანდიისა და მადურაი ნაიაკის მეფეთა მიერ აგებული დრავიდული არქიტექტურის სტილის ტაძრებით. ამავე დროს ის ინდოეთში ინდუს პილიგრიმთა გამორჩეული სამომლოცველო ადგილია.
მადურაის ხშირად უწოდებენ „გზაჯვარედინების ქალაქს“, „ჟასმინის ქალაქს“, „ქალაქ-ტაძარს“, „ქალაქს, რომელსაც არასოდეს სძინავს“ და „ოთხი გზაჯვარედინის ქალაქს“.
მადურაის ჩანაწერებში დაფიქსირებული ისტორია ძვ. წ. III საუკუნეში იწყება და ის მოხსენიებულია ბერძენი ელჩის ინდოეთსა და ჩანაკიაში — მეგასთენეს მიერ, რომელიც ამავე დროს მავრ იმპერატორ ჩანდრაგუპტა მაურიას მინისტრიც იყო. ქალაქი ძირითადი ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო პანდიის დინასტიისთვის, რომელიც ტამილნადუსა და კერალის შტატების სამხრეთ ნაწილებზე ახ. წ. XIV საუკუნემდე ბატონობდა. 1311 წელს, პანდიის დინასტია დელის სასულთნომ დაამხო, რომელმაც მაბარის პროვინცია დააარსა, ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით დამოუკიდებელი მაბარის სულთანატი გახდა. როდესაც XIV საუკუნის ბოლო წლებში მაბარის სულთანატი დასუსტდა, მადურაი ვიჯაიანაგარის იმპერიამ მიიერთა. ამ იმპერიის ვიცე-მეფეებმა მადურაი ნაიაკის სამეფო შექმნეს და მას 1559-1736 წლებში მართავდნენ როგორც დამოუკიდებელი მეფეები. ჩანდა-საჰიბისა და კარნატიკის სამეფოების მცირეხნიანი ბატონობის შემდეგ, 1801 წელს მადურაის ანექსია ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ მოახდინა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Cities having population 1 lakh and above. censusindia. The Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 17 October 2011.
- ↑ Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces - Statistics & Map. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 2009-09-23.
- ↑ Largest Urban areas. CityMayor.de.
- ↑ Madurai Districts. Dinamalar.