სალემი (ადგილობრივები წარმოთქვამენ როგორც სელამს) — სალემის რაიონის მთავარი ქალაქი. მდებარეობს მდინარე თირუმანიმუთარუს ნაპირებზე, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. სიდიდის მიხედვით, სალემი შტატის მეხუთე უდიდესი ურბანული აგლომერაციაა (ჩენაის, კოიამპუტურის, მადურაისა და ტირუჩირაპალის შემდეგ) და მესამე უდიდესი მეტროპოლიური რეგიონია (ჩენაისა და კოიამპუტურის მეტროპოლიური რეგიონების შემდეგ). ქალაქის ფართობი 124 კმ²-ია.[1] სალემის მთავარ პროდუქტებს შორისაა: ვერცხლის სამკაულები, საგო, მანგო, ლითონი და ტექსტილი.

დასახლებული პუნქტი
სალემი
ინგლ. Salem
ტამილ. சேலம்
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 11°39′00″ ჩ. გ. 78°10′00″ ა. გ. / 11.65000° ჩ. გ. 78.16667° ა. გ. / 11.65000; 78.16667
ფართობი 102 კმ²
ცენტრის სიმაღლე 278±1 მეტრი
მოსახლეობა 693 236 (2001)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 427
საფოსტო ინდექსი 636001
საავტომობილო კოდი TN-27, TN-30 და TN-54
ოფიციალური საიტი http://www.salemcorporation.com/
სალემი (ტამილნადუ) — ინდოეთი
სალემი (ტამილნადუ)

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მოოკანერის ტბა

სალემის კოორდინატებია ჩრ. გ. 11.67° და აღ. გ. 78.14°.[2] საშუალო სიმაღლე 278 მეტრის ტოლია. ქლააქის გარშემორტყმულია მთებით: ჩრდილოეთიდან — ნაგარამალაით, სამხრეთიდან — ჯარუგუმალაით, დასავლეთიდან — კანჯამალაით, აღმოსავლეთიდან — გოდუმალაით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — შევაროის მთებით. სალემის სამხრეთ-დასავლეთით კარიაპერუმალი მდებარეობს.[3] ქალაქი მდინარე თირუმანიმუთარუზეა გაშენებული, რომელიც სალემს ორ ნაწილად ჰყოფს.[4] ქალაქის უძველესი ნაწილი ფორტია.[5]

სალემი შევაროის მთების მთისწინეთებზეა გაშლილი. ქალაქში მდებარეობს ცნობილი სამთო სადგური იერკაუდი. ქალაქი ტირუჩირაპალიდან 140 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, კოიამპუტურიდან 170 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბანგალორიდან 206 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩენაიდან დაახლოებით 340 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

სალემის რაიონისთვის წყლის მთავარი რესურსი მეტურის კაშხალია.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, სალემი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (ტროპიკული კლიმატი ცივი ზამთრითა და წვიმიანი ზაფხულით, Aw) მოქცეული. იანვარი და თებერვალი მეტწილად რბილია. ცხელი ზაფხული მარტში იწყება. წელიწადის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აპრილში ფიქსირდება. წინამუსონური ჭექა-ქუხილი აპრლი-მაისში ხდება. სამხრეთ-დასავლეთის მუსონების სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ოქტომბრიდან დეკემბრამდე გრძელდება.[6][7]

ჰავის მონაცემები — სალემი (ტამილნადუ)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 37.2 39.4 41.7 42.8 42.8 42.8 40.6 39.9 38.9 37.9 35.6 35.6 42.8
საშუალო მაღალი °C 32.1 34.7 37.0 37.8 37.2 35.0 34.0 33.4 33.2 32.1 31.0 30.7 34.0
საშუალო დაბალი °C 19.2 20.4 22.5 25.0 25.0 24.1 23.4 23.0 22.8 22.4 21.1 19.6 22.4
რეკორდულად დაბალი °C 12.8 11.1 14.4 16.5 18.3 19.3 18.9 18.1 18.5 15.5 12.8 12.8 11.1
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 4.4 3.4 17.3 55.5 109.7 72.4 108.0 140.6 176.5 185.5 110.2 35.0 1 018,5
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.3 0.3 0.8 3.2 6.3 4.8 6.3 8.1 8.6 9.9 6.4 2.6 57.6
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 45 36 33 40 49 55 57 58 61 69 66 56 52
წყარო: India Meteorological Department[8][9]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
left'სალემის ხედი იერკაუდის მთებიდან

2011 წლის აღწერის მიხედვით, სალემის მოსახლეობა 826 267 ადამიანს შეადგენს. ყოველ 1 000 კაცზე 987 ქალი მოდის, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (929) აღემატება. მოსახლეობის უმრავლესობა ტამილურ ენაზე საუბრობს. დევაიანგას თემი კანადაზე საუბრობს.[10] 79 067 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონე 76.37%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (72.99%) აღემატება. 2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 89.79%-ს ინდუიზმის მიმდევრები შეადგენენ, 7.48%-ს — მუსლიმები, 2.36%-ს — ქრისტიანები, 0.11%-ს — ჯაინისტები, 0.02%-ს — სიქები, 0.01%-ს — ბუდისტები, 0.2%-ს — სხვა რელიგიების მიმდევრები, ხოლო 0.02%- არარელიგიურია ან რომელიმე რელიგიას არ მიაკუთვნებს თავს.[11]

პოლიტიკა

რედაქტირება

სალემი ამავე სახელის მქონე რაიონის ცენტრია. მუნიციპალიტეტად 1867 წელს გამოცხადდა და სპეციალური სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტის სტატუსი 1979 წელს მიენიჭა. 1994 წლის 1-ელ აპრილს სალემი მუნიციპალური კორპორაცია გახდა. სალემის მუნიციპალური კორპორაცია 72 ვარდად იყოფა.[12] ყოველი მათგანიდან მრჩეველს ირჩევენ.[13] მუნიციპალური კორპორაციის ფუნქციები ექვს განყოფილებაში იყოფა: ზოგადი ადმინისტრაცია და პერსონალი, ინჟინერია, შემოსავლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ქალაქის დაგეგმარება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ექვსივე განყოფილებას მუნიციპალური კომისარი მართავს.[14] საკანონმდებლო ძალაუფლება 60 წევრიანი საბჭოს ხელშია,[15] რომელსაც თავმჯდომარე და მისი მოადგილე ხელმძრვანელობენ.[16]

2008 წლისთვის სალემი სამ საარჩევნო ოლქს მოიცავს: ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ სალემს.[17] ქალაქი ტამილნადუს საკანონმდებლო ასამბლეაში ხუთი წლის ვადით 3 წევრს ირჩევს.[18]

ეკონომიკა

რედაქტირება

სალემი ტექსტილის წარმოების ცენტრია ტამილნადუში. 1960-იანი წლებიდან სალემში საქსოვ დაზგაზე კერძოდ ნაქსოვი პროდუქციის წარმოება გაიზარდა. ქალაქში საგოს ბევრი ქარხანაა, სადაც სახამებელს ამზადებენ. სალემის რაიონში 34 000 ჰექტარი მიწა [[მანიოკი]ს მოსაყვანად გამოიყენება. 650 სამრეწველო ერთეული ტაპიოკას წარმოებაშია ჩართული. 1981 წელს საგოს მრეწველობის წასახალისებლად სალემის სახამებლისა და საგოს მრეწველთა მომსახურების სამრეწველო კოოპერატიული საზოგადოება ჩამოყალიბდა. საგოსა და სახამებელზე ეროვნული მოთხოვნის თითქმის 80% სწორედ ამ საზოგადოებაზე მოდის. სალემში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 25-30 ტონა მანიოკი მოდის, რაც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებლია. საშუალო ეროვნული მაჩვენებელი 19 ტონაა ერთ ჰექტარზე, ხოლო საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი — 10 ტონა.[19]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:
  1. About Corporation. salemcorporation.gov.in. ციტირების თარიღი: 27 June 2015
  2. Falling Rain Genomic s, Inc – Salem. Fallingrain.com. ციტირების თარიღი: 10 April 2012
  3. Syed Muthahar Saqaf (18 იანვარი 2015). „People throng tourist spots on 'Kaanum Pongal'. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2018.
  4. SS.P. Saravanan (26 ოქტომბერი 2015). „River Thirumanimuthar cries for attention“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2018.
  5. ABOUT SALEM CITY. sonatech.in. ციტირების თარიღი: February 5, 2018
  6. DISTRICT GROUNDWATER BROCHURE SALEM DISTRICT, TAMIL NADU. Central Ground Water Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: February 5, 2018
  7. Ground Water Augmentation Of Kannankuruchi Lake, Salem, TamilNadu Using GIS. International Journal of Emerging Trends & Technology in Computer Science (IJETTCS). ციტირების თარიღი: February 5, 2018
  8. Station: Salem Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 679–680. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 29 March 2020
  9. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 29 March 2020
  10. Census Info 2011 Final population totals. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2013). ციტირების თარიღი: 26 January 2014
  11. Population By Religious Community - Tamil Nadu (XLS). Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India (2011). ციტირების თარიღი: 13 September 2015
  12. „Salem Corporation to increase number of wards“. The Hindu. 1 June 2016. ციტირების თარიღი: 5 February 2018.
  13. About the municipal corporation. Salem municipal corporation (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 29 December 2012
  14. Commissioner of Municipal Administration. Commissionerate of Municipal Administration (2006). ციტირების თარიღი: 29 December 2012
  15. Councillors of municipal corporation. Salem municipal corporation (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 29 December 2012
  16. „Economic and political weekly, Volume 30“. Sameeksha Trust. 1995: 2396. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  17. New Constituencies, Post-Delimitation 2008. Chief Electoral Officer, Tamil Nadu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2023.
  18. List of Assembly Constituencies. Tamil Nadu. Tamil Nadu state government (2010). ციტირების თარიღი: 28 December 2012
  19. Sagoserve profile. Sagoserve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 10 May 2016