კოიამპუტური
კოიამპუტური (ტამილ. கோயம்புத்தூர்), აგრეთვე ცნობილი როგორც კოვაი — მეორე უმსხვილესი ქალაქი[1][2][3] ინდოეთის ტამილნადუს შტატში, რომლის აგლომერაციის მოსახლეობა 2 მლნ-ს შეადგენს. იგი მთავარი კომერციული ცენტრია და ხშირად „სამხრეთ ინდოეთის მანჩესტერსაც“ უწოდებენ.
ქალაქი | |
---|---|
კოიამპუტური ტამილ. கோயம்புத்தூர் | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ტამილნადუ |
კოორდინატები | 11°01′06″ ჩ. გ. 76°58′29″ ა. გ. / 11.01833° ჩ. გ. 76.97472° ა. გ. |
მმართველი | Ganapathi P. Rajkumar, S. M. Velusamy და T. Malaravan |
ფართობი | 246,75 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 411,2 მ |
ოფიციალური ენა | ტამილური ენა |
მოსახლეობა | 1 250 446 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 10 052 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91-(0)422 |
საფოსტო ინდექსი | 641004 |
ოფიციალური საიტი | ccmc.gov.in/ccmc/ |
ვიჯაიანაგარისა და მადურაი-ნაიაკის იმპერიების დროს კოიამპუტურის რეგიონს ჩერას, ჩოლას და პანდიას დინასტიები მართავდნენ და მიჩნეულია, რომ სახელი ტომის მეთაურ კოიანის პატივსაცემად ეწოდა. XVII საუკუნეში, ქალაქი მაისურის სამეფოს ნაწილი გახდა და ასე რჩებოდა სანამ 1799 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია დაიპყრობდა. ქალაქის თანამედროვე ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მისი სწრაფი ზრდა დაიწყო ტექსტილის ბუმის შედეგად. ამის შემდეგ, იგი მტკიცედ იზრდებოდა ნაყოფიერი მიწის, კლიმატისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების წყალობით.
ქალაქი გაშენებულია მდინარე ნოიალის ნაპირებზე, ტამილნადუს შტატის დასავლეთ ნაწილში და გარსშემორტყმულია დასავლეთ გჰატის ქედით. ინდოეთის სხვა ძირითად ქალაქებთან კარგადაა დაკავშირებული საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მაგისტრალებით.
კოიამპუტური ტამილნადუს ტექსტილისა და მანუფაქტურის კვანძია. სხვა მნიშვნელოვანი ინდუსტრიები მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს. ინდოეთის ინვსეტირების კონფედერაციის (CII) მიერ,[4] კოიამპუტური საინვესტიციო გარემოს მხრივ ინდოეთის ქალაქებს შორის მე-4 ადგილზეა დასახელებული.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Coimbatore, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Coimbatore Municipal Corporation website დაარქივებული 2012-04-04 საიტზე Wayback Machine.
- Coimbatore at the Open Directory Project. დაარქივებული 2009-12-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces. censusindia.gov.in. ციტირების თარიღი: 2011-07-27.
- ↑ Tamil Nādu - City Population - Cities, Towns & Provinces - Statistics & Map. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 2009-09-23.
- ↑ Tamil Nādu - Bill to expand madurai and kovai. Deccan Chronicle.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-10. ციტირების თარიღი: 2011-05-04.
- ↑ Powered by Google Docs. Docs.google.com. ციტირების თარიღი: 2011-08-30.