ტიმოთესუბანი
სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ტიმოთესუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი))
ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი[4]) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, კლუბი.
სოფელი | |
---|---|
ტიმოთესუბანი | |
სოფელი ტიმოთესუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | წაღვერი |
კოორდინატები | 41°48′12″ ჩ. გ. 43°30′51″ ა. გ. / 41.80333° ჩ. გ. 43.51417° ა. გ. |
ადრეული სახელები | კიმოთესუბანი |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 235[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | 367[2] |
საფოსტო ინდექსი | 1212[3] |
ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფლის შესახებ წერს:
„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“
|
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 254[5] |
2014 | 235 |
ტიმოთესუბნის მონასტერი
რედაქტირებასოფელში დგას XII-XIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, შალვა ახალციხელის ხელშეწყობით აშენებული ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული თავად შალვა ახალციხელიც. აქვე არის მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 719.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა, თბ. 1957 წ. გვ. 22
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.