ტეუკერი

(გადამისამართდა გვერდიდან ტეუკრუსი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტეუკერი — ასევე ცნობილი როგორც ტეუკრუსი, ტეუკროსი ან ტეუკრისი, არის სალამინის კუნძულის მეფე ტელამონისა და მისი მეორე ცოლის ჰესიონეს ვაჟი. ის იბრძოდა თავის ნახევარ ძმასთან, აიაქსთან ერთად, ტროის ომში და არის კვიპროსზე ქალაქ სალამინის ლეგენდარული დამაარსებელი. დედის მეშვეობით ტეუკერი იყო ტროას მეფის პრიამოს ძმისშვილი და ჰექტორისა და პარისის ბიძაშვილი, რომაელთა წინააღმდეგაც იგი იბრძოდა ტროის ომში.

ტროის ომის დროს, ტეუკერი იყო მშვილდოსანი, რომელიც თავისი ნახევარძმის აიაქსის ფარის უკან იდგა და მის მოწინააღმდეგებს ესროდა. როდესაც ჰექტორს აქაველები თავიანთი გემებისკენ მიჰყავდა, ტეუკერმა არგოსებს გარკვეული წარმატება მოუტანა, მოკლა მრავალი დამპყრობელი ტროელი, მათ შორის ჰექტორის ეტლი. როცა ტაუკერი ჰექტორს ისარს ესროდა, ტროას მფარველი აპოლონი დაიცავდა მას.[1] ერთხელაც ტეუკერის წარმატების გამო ჰექტორი გაბრაზდა და მას დიდი ქვის ლოდი ესროლა. ლოდმა ტეუკერს ზიანი მიაყენა ამიტომ მან ცოტა ხნით ბრძოლის დატოვება გადაწყვიტა.[2] მან აიღო შუბი ომში საბრძოლველად მას შემდეგ, რაც მისი მშვილდი ზევსმა გატეხა.[3] მან კიდევ ერთხელ გამოიწვია ჰექტორი. ბრძოლის დროს მან ძლივს აიცილა ჰექტორის მიერ ნასროლი ჯაველინი. ის ასევე იყო ტროას ცხენში შესული აქაველებთან ერთად. საერთო ჯამში, ტეუკერმა ომის დროს ოცდაათი ტროელი მოკლა;

აიაქსის სუიციდის შემდეგ იგი იცავდა სხეულს სანამ არ დარწმუნდა, რომ იგი ნამდვილად დაკრძალეს, შეურაცხყოფა მიაყენა მენელაოსს და აგამემნონს, როდესაც ისინი ცდილობდნენ დაკრძალვის შეჩერებას. ბოლოს ოდისევსმა დაარწმუნა აგამემნონი აიაქსის დაკრძალვაზე.[4] მისი ნახევარძმის სუიციდის გამო, იგი წარსდგა სასამართლოზე მამამისის წინაშე, სადაც იგი დამნაშავედ ცნეს დაუდევრობის გამო, რომ მან სასამართლოზე არ მიიტანა მისი ძმის ცხედარი ან მისი ხელები. იგი მამამ აღარ ჩათვალა საკუთარ შვილად, არ მისცა სალამინის კუნძულზე დაბრუნების ნება, ამიტომ წარემართა ახალი სახლის ძიებისთვის. მისი წასვლის სიტყვები არის ნახსენები ჰორაციუსის წიგნში სადაც ის მოუწოდებს თავის თანამოაზრეებს: "nil desperandum", "არ დაიდარდოთ" და აცხადებს "cras ingens iterabimus aequor", "ხვალ ჩვენ დავიძრებით უკიდეგანო ოკეანისკენ”.[5]

ტეუკერი საბოლოოდ შეუერთდა ტვიროსის მეფე ბელუსს კვიპროსის წინააღმდეგ მის ლაშქრობაში და როდესაც კუნძული დაიპყრო, ბელუსმა იგი გადასცა მას, დახმარებისთვის ჯილდოდ. ტეუკერმა დააარსა ქალაქი სალამინი კვიპროსზე, რომელსაც თავისი სამშობლოს სახელი უწოდა. შემდგომში მან ცოლად შეირთო კვიპროსის მეფის ცინირასის ასულ ევნეზე და შეეძინა ქალიშვილი ასტერია.

ითვლება, რომ სახელი ტეუკერი დაკავშირებულია დასავლეთ ხეთების ღმერთის ტარკუს - ინდოევროპული ქარიშხლის ღმერთის სახელთან - როლი, რომელიც ხსნის მის ურთიერთობას ბელუსთან, რომელიც არის სემიტური ქარიშხლის ღმერთი ბაალი.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Euripides, Euripides II: The Cyclops and Heracles, Iphigenia in Tauris, Helen (The Complete Greek Tragedies) (Vol 4), University Of Chicago Press; 1 edition (April 15, 2002). ISBN 978-0-226-30781-7.
  1. Homer, Iliad 8. 265 ff., 12.329 ff., 364 ff., 15. 442 ff. & 478 ff.
  2. Homer, Iliad 8.320–330
  3. Homer, Iliad 15.460–480
  4. Ajax (Sophocles)
  5. Horace, Odes 1.7.21 ff.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტეუკერი“-დან