ტარკუ
ტარკუ, ასევე ტურგუ, ტორკი (სომხ. Տարքու) — სომხურ მითოლოგიაში მცენარეულისა და ნაყოფიერების ღმერთი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩევს, რომ ტარკუ ხეთური წარმომავლობისაა.
კულტი
რედაქტირებატარკუს კულტი გავრცელებული იყო ვანის ტბის აუზის მიდამოში. დროთა მანძილზე მისი სახელი ტრანსფორმირდა „ტორკად“. ამ ღვთაების გავრცელების რაიონი დაემთხვა იმ ტერიტორიას, სადაც ეთაყვანებოდნენ ძვლესომხურ ღმერთს ანგეჰს. იმის გამო, რომ ორივე ღმერთის თაყვანცემის ტერიტორია ერთმანეთს ემთხვეოდა, ტორკი გაუიგივდა ანგეჰს ან მის ჩამომავალად განიხილებოდა. ტორკის ეპითეტი გახდა „ანგეჰეა“ — თარგმანში „ანგეჰის მადლი“. მოგვიანებით ეპითეტი ანგეჰეა გაიაზრეს როგორც „უგვანი“ (տգեղ ტგეღ „ულამაზო“) და ასე წარმოიშვა ახალი პერსონაჟი — ტორკ ანგეჰი, რომელსაც ჰაიკის შვილიშვილად თვლიდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Мифологический словарь/Гл. ред. Мелетинский Е. М. — М.: Советская энциклопедия, 1990 г.- 672 с.
- Мифы народов мира/под ред. Токарева С. А. — М., Советская энциклопедия, 1992 г. — т.2 — 719 с.