ანგეჰი (სომხ. Անգեղ) — ღვთაება სომხურ მითოლოგიაში, მამა ტორკ ანგეჰისა.

ძველსომხურ ღმერთს, ანგეჰს ვანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეთაყვენებოდნენ. საფიქრებელია, რომ ამავე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული ტარკუს ან ტარგუს კულტი (სავარაუდოდ, მითანიურ-ხეთური წარმომავლობისა), რომელიც ნაყოფიერებისა და მცენარეულის ღმერთი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით წარმოიშვა სხვა ფორმა სახელისა, ტურკი (სომხ. Տուրք Անգեղ), ან ტორკი (სომხ. Տորք Անգեղ) (ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით, ტურკ „მადლი“). თაყვანცემის საერთო ადგილის გამო დროთა მანძილზე ტურკი გაუიგივდა ანგეჰს ან მის შთამომავლად განიხილებოდა. დამკვიდრდა მისი სახელი ტურკ ანგეჰი („ანგეჰის მადლი“). მოგვიანებით ანგეჰის ეპითეტი გაგებულ იქნა როგორც „უგვანი“ (ტგეჰ, სომხ. Տգեղ „ულამაზო“), ტორკ ანგეჰი კი დაუკავშირეს არა ანგეჰს, არამედ გოლიათ ჰაიკს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мифологический словарь/Гл.ред. Е. М. Мелетинский — М.:'Советская энциклопедия', 1990 г.- 672 с.
  • Мифы народов мира/под ред. Токарева С. А. — М., Советская энциклопедия, 1992 г. — т.2 — 719 с.