თებულო

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და ჩეჩნეთში
(გადამისამართდა გვერდიდან ტებულოს უღელტეხილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თებულო (მრავალმნიშვნელოვანი).

თებულოუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთი) საზღვარზე, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, პირიქითი ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3342 მ. თებულოს მიდამოები აგებულია იურული თიხაფიქლებით. თხემური ნაწილი კლდოვანია, მოკლებულია მცენარეულ საფარს, ქვემოთ ალპური საძოვრებია. უღელტეხილი მდინარე პირიქითის ალაზნის სათავეს (ქვახიდისწყალი) აკავშირებს ჩრდილოეთით მდებარე თებულოს ხეობასთან (ქისტეთი).[2]

თებულო
კოორდინატები: 42°31′20″ ჩ. გ. 45°20′48″ ა. გ. / 42.5222333° ჩ. გ. 45.34688500° ა. გ. / 42.5222333; 45.34688500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ჩეჩნეთი
სიმაღლე 3342 
ქედი პირიქითი ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
თებულო — საქართველო
თებულო
თებულო — კახეთის მხარე
თებულო
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 79.
  2. გარსევან კურდღელაიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 640.