გარსევან კურდღელაიძე

გარსევან კურდღელაიძე (დ. 11 ნოემბერი, 1920, ქვემო ალვანი, ახმეტის რაიონი — გ. 12 ოქტომბერი, 1983) — ქართველი გეოგრაფი. ანტარქტიდის მკვლევარი პირველი ქართველი მეცნიერი. იყო თვითმოქმედ ხელოვანთა რამდენიმე გამოფენის მონაწილე.

გარსევან კურდღელაიძე
დაბ. თარიღი 11 ნოემბერი, 1920(1920-11-11)
გარდ. თარიღი 12 ოქტომბერი, 1983(1983-10-12) (62 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გარსევან კურდღელაიძემ სა­შუ­ალო გა­ნათ­ლე­ბა მი­იღო ახმეტის რაიონის სოფელ ქვე­მო ალ­ვან­ში, რო­მე­ლიც 1938 წელს და­ამ­თავ­რა და მუ­შა­ობა და­იწყო მშობ­ლი­ურ რაიონში. მეორე მსოფლიო ომის პერი­ოდ­ში იგი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ბა­ტა­ლი­ონ­ის წევ­რი იყო თელავის რაიონში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თუ­შეთს და­უბ­რუნდა, სა­დაც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰიდ­რო­მე­ტე­ორ­ოლოგი­ური სად­გუ­რის უფ­რო­სი იყო.[1]

1957 წელს გარსევან კურდღელაიძე მიიწვიეს ანტრაქტიდის მე-3 საბჭოთა ექსპედიციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ორი წელი დაჰყო. შემდეგ ანტრაქტიდის სამეცნიერო-კვლევით სადგურ „კომსომოლსკაიაზე“. აღნიშნული მუშაობის შედეგად გამოაქვეყნა წიგნი „ანტრაქტიდის დღიური“. 1970 და 1971 წლებში ორჯერ იყო მიწვეული სსრკ ჰიდრომეტსამსახურის ოკეანოლოგიურ ექსპედიციებში გემ „მუსონზე“, რომელიც ატლანტის ოკეანეს იკვლევდა. მისი უშუალო მონაწილეობით სრულდებოდა ბათიმეტრიული და ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებანი.[2]

1959 წლი­დან გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძ­ემ მუ­შა­ობა და­იწყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ეროვნული აკ­ად­ემი­ის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტ­ში, სა­დაც პრო­ფე­სორ და­ვით წე­რეთ­ლის თა­ოს­ნო­ბით იწყე­ბო­და გლა­ცი­ოლ­ოგი­ური გამოკვლევები კავკასიონის მყინ­ვა­რებ­ზე. გა­მოც­დი­ლი მკვლე­ვა­რი გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ქარ­თველ გლაციოლოგთა ექ­სპე­დი­ცი­ებს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­და მთის მყინ­ვა­რებ­ზე და მდინარეებზე. ამ სა­მუ­შა­ოთა სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნა 50-ზე მე­ტი ნაშ­რო­მი, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო საქართველოს მყინვართა კა­ტა­ლო­გის შედ­გე­ნა­ში, რო­მე­ლიც 1975 წელს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მო­იცა.[1]

სწავლობდა აგრეთვე აფხაზეთ-სამეგრელოს მღვიმეებს. მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტის სიონის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში, სადაც აწარმოებდა კომპლექსურ დაკვირვებებს, რის საფუძველზეც გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი. გარდა ამისა, იგი საინტერესო წერილებს ბეჭდავდა ჟურნალ-გაზეთებში.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ანტარქტიდის დღიური. თბილისი, ნაკადული, 1962;
  • თუშეთი : მეურნეობა, ბუნება, ტოპონიმიკა. თბილისი, მეცნიერება, 1983.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003
  2. ანტარქტიდის მკვლევარი პირველი ქართველი მეცნიერი