დავით წერეთელი

ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი

დავით ბესარიონის ძე წერეთელი (დ. 1 მაისი [ძვ. სტ. 17 აპრილი], 1905, ჯვარისა, ონის მაზრა ― გ. 30 ივლისი, 1976, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1965).

დავით წერეთელი
დაბ. თარიღი 17 (30) აპრილი, 1905
დაბ. ადგილი ჯვარისა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 ივლისი, 1976(1976-07-30) (71 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და ალპინისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გეოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1936–1942 წლებში განყოფილების გამგეა. 1942–1945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წლიდან ისევ მუზეუმში განაგრძობს მუშაობას. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1947 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა მეოთხეული გეოლოგიის, გლაციოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის სალექციო კურსს. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1933–1934 წლებში პამირის 7000 მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისათვის სსრკ-ში ერთ პირველთაგანს მიენიჭა ალპინიზმის ოსტატის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1952), მრავალი მედლითა და სიგელით.

ლიტერატურა

რედაქტირება