თებულოსმთა

მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და ჩეჩნეთში
(გადამისამართდა გვერდიდან ტებულოსმთა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თებულო (მრავალმნიშვნელოვანი).

თებულოსმთა, დაქუეხიმწვერვალი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლეს წერტილს. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების ანდის ყოისუსა და ხომისწყლის სათავეებს შორის, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4498 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით.[2]

თებულოსმთა
თებულოსმთა
თებულოსმთა
კოორდინატები: 42°34′24″ ჩ. გ. 45°18′43″ ა. გ. / 42.57333° ჩ. გ. 45.31194° ა. გ. / 42.57333; 45.31194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ჩეჩნეთი
სიმაღლე 4498 
ქედი პირიქითი ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
თებულოსმთა — საქართველო
თებულოსმთა
თებულოსმთა — კახეთის მხარე
თებულოსმთა
სურათები ვიკისაწყობში

მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3 კმ² საერთო ფართობით. თებულოსმთა წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ეგრეთ წოდებულ კარლინგს. თებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდილი, ხეობის ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს.[3]

მისი თოვლის საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან არღუნის მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და ანდის ყოისუს მთავარი მდგენელი მდინარე ქვახიდისწყალი. თებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის ქედის საშუალებით.[3]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 79.
  2. ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 640.
  3. 3.0 3.1 ლევან მარუაშვილი., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.