არღუნი (მდინარე)

მდინარე საქართველოსა და რუსეთში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არღუნი (მრავალმნიშვნელოვანი).

არღუნი[1] (ჩეჩ. Чӏаьнтий-Орг) — მდინარე საქართველოში და ჩეჩნეთში, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 148 კმ, აუზის ფართობი 3,4 ათასი კმ². იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად. ზემო დინებაში არღუნი მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში არღუნის ხეობა განიერდება, ქვემო დინებაში ვაკეზე გამოდის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე მარადიული თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის, წყალმცირობაზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (საქართველოს ფარგლებში) და შაროარღუნი.

არღუნი
(ჩეჩ. Чӏаьнтий-Орг)
Shatili valley.jpg
შატილის ხეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები მცხეთა-მთიანეთის მხარე (საქართველო)
ჩეჩნეთი (რუსეთი)
სათავე დათვისჯვარი
42°30′22″ ჩ. გ. 45°04′20″ ა. გ. / 42.50611° ჩ. გ. 45.07222° ა. გ. / 42.50611; 45.07222
შესართავი სუნჯა
43°21′12″ ჩ. გ. 45°56′47″ ა. გ. / 43.35333° ჩ. გ. 45.94639° ა. გ. / 43.35333; 45.94639
სიგრძე 148 კმ
აუზის ფართობი 3400 კმ²
არღუნი (მდინარე) — კავკასია
არღუნი (მდინარე)
არღუნი (მდინარე)
არღუნი (მდინარე) — ჩეჩნეთი
არღუნი (მდინარე)
არღუნი (მდინარე)
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg არღუნი ვიკისაწყობში

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება