შაროარღუნი (რუს. Шароаргун) — მდინარე რუსეთში, ჩეჩნეთში. წარმოადგენს მდინარე არღუნის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს პირიქითის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3050 მ სიმაღლეზე. სიგრძე — 86 კმ, აუზის ფართობი —1150 კმ². საკმაოდ დიდი და სწრაფი მთის მდინარეა. შაროარღუნის სიგანე ადგილ-ადგილ 40 მეტრამდეა. მარჯვნიდან იერთებს რამდენიმე მთის მდინარეს. ქვემო დინებაში შაროარღუნსა და არღუნს ყოფს დარგენდუკის მთა, რომლის ფერდობები დაფარულია ტყით, ხოლო თხემი მთის მდელოებით.

შაროარღუნი
Sharoargun.jpg
შაროარღუნი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე პირიქითის ქედი
42°34′04″ ჩ. გ. 45°29′25″ ა. გ. / 42.56778° ჩ. გ. 45.49028° ა. გ. / 42.56778; 45.49028
სათავის სიმაღლე 3050 მ
შესართავი არღუნი
43°01′25″ ჩ. გ. 45°42′57″ ა. გ. / 43.02361° ჩ. გ. 45.71583° ა. გ. / 43.02361; 45.71583
სიგრძე 86 კმ
აუზის ფართობი 1150 კმ²
შაროარღუნი — ჩეჩნეთი
შაროარღუნი
შაროარღუნი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg შაროარღუნი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება