კარლინგი
კარლინგი (გერმ. Karling) — მწვერვალი, რომელსაც ახასიათებს პირამიდისებური, ძირითადად, სამწახნაგოვანი ფორმა, სუსტად ჩაზნექილი კიდეებით. კარლინგი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც რამდენიმე მყინვარული ცირკის უკანა კედლები ერთმანეთს კვეთენ, რომლებიც მწვერვალს სხვადასხვა მხრიდან ეჯახებიან.[1] გავრცელებულია ალპური რელიეფის მხარეებში. კარლინგის კლასიკური მაგალითია პენინის ალპებში მდებარე მწვერვალი მატერჰორნი. მნიშვნელოვანია აგრეთვე კოტის ალპების მწვერვალი მონტე-ვიზო და ბერნის ალპების მწვერვალი ფინსტერაარჰორნი. კარლინგი გავრცელებულია აგრეთვე აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ჩილეში და სხვა. გამოკვეთილი კარლინგები ახასიათებს ტიან-შანის მთათა სისტემას. კარლინგი გვხვდება კავკასიონზეც. ამ მხრივ გამოსაყოფია სვანეთის კავკასიონზე მდებარე ორთავიანი მწვერვალი უშბა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Карлинг // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2020-12-03.
- ↑ გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996