ეს სტატია პენინის ალპებს ეხება. პენინის მთების შესახებ იხილეთ პენინის მთები.

პენინის ალპები (იტალ. Alpi Pennine; გერმ. Walliser Alpen) — ქედების სისტემა დასავლეთ ალპებში, იტალიასა და შვეიცარიაში, მონბლანის აღმოსავლეთით. ვრცელდება დიდი სენ-ბერნარისა და სიმპლონის უღელტეხილებს შორის. ჩრდილოეთით წყდება მდინარე რონას ხეობასთან, სამხრეთით მდინარე დორა-ბალტეას სიახლოვეს. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. ყველაზე მაღალი მწვერვალის სიმაღლეა 4634 მ (დიუფურის პიკი). სხვა მწვერვალებიდან აღსანიშნავია: დომი (4545 მ), მატერჰორნი (4477 მ), ვაისჰორნი (4506 მ), დან-ბლანში (4356 მ), გრან-კომბენი (4314 მ), რიმპფიშჰორნი (4199 მ), ობერ-გაბელჰორნი (4063 მ), ლაგინჰორნი (4010 მ). მყინვარების უმეტესობა თავმოყრილია ჩრდილოეთ კალთებზე; აღსანიშნავია გორნერის მყინვარი.

პენინის ალპები
პენინის ალპები, გრან-კომბენი
პენინის ალპები, გრან-კომბენი
კოორდინატები: 46°05′ ჩ. გ. 7°50′ ა. გ. / 46.083° ჩ. გ. 7.833° ა. გ. / 46.083; 7.833
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
უმაღლესი წერტილი დიუფურის პიკი
სიმაღლე 4634 
პენინის ალპები — იტალია
პენინის ალპები

უმთავრესად აგებულია გნაისებითა და ფიქლებით. პენინის ალპები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად მისადგომი რაიონია ალპებში. კლასიკურადაა გამოხატული მთის მყინვარული ლანდშაფტი. 2800-3000 მ-ზე დაბლა სუბალპური და ალპური მდელოებია, 2200-2300 მ ქვემოთ შემოსილია ტყით. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი და სამთო-სათხილამური სპორტი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება