დიუფურის პიკი (გერმ. Dufourspitze; ფრანგ. Pointe Dufour) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლით ალპებში მეორე ადგილზეა მონბლანის შემდეგ. სიმაღლე 4634 მ. ალპებისა და დასავლეთი ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი.[1][2] გორნერის მყინვარი ეშვება მთის დასავლეთი კალთებიდან და მიემართება ცერმატისაკენ. უმთავრესად აგებულია მეტამორფული ქანებით, გრანიტებითა და გნაისებით. მონტე-როზას მასივი უმაღლესი მწვერვალი. XIX საუკუნიდან დაწყებული არაერთხელ ცდილობდნენ დიუფურის დაპყრობას. 1855 წელს ცერმატის მხრიდან მოახდინეს პირველი ასვლა ინგლისელებმა.

დიუფურის პიკი
კოორდინატები: 45°56′12″ ჩ. გ. 7°52′01″ ა. გ. / 45.936833° ჩ. გ. 7.867056° ა. გ. / 45.936833; 7.867056
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 4634 
ქედი პენინის ალპები
დიუფურის პიკი — შვეიცარია
დიუფურის პიკი

შვეიცარიის ეროვნული რუკა დიუფურის სიმაღლეს განსაზღვრავს 4,633.9 მეტრით.[3] შვეიცარიის ყველაზე დაბლა მდებარე ლაგო-მაჯორეს ტბასა და დიუფურის პიკს შორის სიმაღლეთა სხვაობა უდრის — 4441 მ-ს. იტალიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებისა და კარტოგრაფიული დაწესებულებების ძალისხმევით მოხდა მთის სიმაღლის ხელახალი გაზომვა; შედეგი უდრიდა 4,635.25 მეტრს, ამათგან იტალიის მხრიდან სიმაღლე 4,635.25 მეტრია, ხოლო შვეიცარიის მხრიდან 4,634.97 მეტრი. შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ადგილია. ჰაერის ტემპერატურა უდრის -40°C-ს.[4] განვითარებულია ძლიერი ქარები. თოვლის ხაზის სიმაღლე გადის დაახლოებით 3000 მ სიმაღლეზე. დიუფურის გრანიტების დეფორმაცია სუბდუქციის სიღრმეს მიუთითებს დაახლოებით 60 კილომეტრზე. იგი ზედაპირზე ამოიზიდა ტექტონიკური მოძრაობების შედეგად, რომელიც თანადროულ დროშიც გრძელდება.

მთას სახელი ეწოდა შვეიცარიელი ინჟინერის, ტოპოგრაფისა და შვეიცარიის არმიის ოფიცერის — გიიომ-ანრი დიუფურის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Reinhold Messner, The big walls: from the North Face of the Eiger to the South Face of Dhaulagiri, p. 23
  2. The Caucasus mountains, which include higher peaks than the Alps, are included on political maps of Europe, although the case can be made that they are geographically and culturally more Asian than European. Excluding the Caucasus, Monte Rosa is the second highest summit in Europe after Mont Blanc.
  3. Swisstopo/TYDAC
  4. There is no weather station on the summit but there is one on the nearby Signalkuppe (see Capanna Margherita დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine. meteogiornale.it)