სიმპლონის უღელტეხილი
სიმპლონის უღელტეხილი (ფრანგ. Col du Simplon, გერმ. Simplonpass, იტალ. Passo del Sempione) — უღელტეხილი ალპებში, პენინისა და ლეპონტის ალპების შესაყარზე, შვეიცარიაში. სიმაღლე 2005 მ. გადასასვლელი ერთანეთთან აკავშირებს შვეიცარიის ქალაქ ბრიგს იტალიის ქალაქ დომოდოსოლასთან. XX საუკუნის დასაწყისში უღელტეხილის სიახლოვეს გაიხსნა სიმპლონის გვირაბი, რომელიც ემსახურება სარკინიგზო მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის (შვეიცარია—იტალია). დასავლეთით 500 მეტრის მოშორებით მდებარეობს უსახელო უღელტეხილი (სიმაღლე 1994 მ). უნაგირის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2028 მ სიმაღლეზე მდებარეობს ტბა როტელზეე.
სიმპლონის უღელტეხილი | |
---|---|
სიმპლონის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 46°15′06″ ჩ. გ. 8°02′00″ ა. გ. / 46.25167° ჩ. გ. 8.03333° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ტერიტორიული ერთეული | ვალეს კანტონი |
სიმაღლე | 2005 მ |
ქედი | პენინის ალპები ლეპონტის ალპები |
სიმპლონის უღელტეხილი ცნობილი იყო რამდენიმე ასწლეულის მანძილზე, თუმცა ჰქონდა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა. საერთაშორისო მნიშვნელობა მოიპოვა ნაპოლეონის ომების შემდეგ. 1801 წლიდან 1805 წლამდე ნაპოლეონ 1-ის ბრძანებით უღელტეხილის გავლით გაიხსნა გზა, რომელიც ემსახურებოდა არტილერიის ტრანსპორტირებას. მოგვიანებით ამ გზაზე განვითარდა საფოსტო ეტლის მიმოსვლა, რომელიც შემდგომ შეიცვალა საფოსტო ავტობუსებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სიმპლონის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.
- სიმპლონის უღელტეხილი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)