სიმპლონის გვირაბი
სიმპლონის გვირაბი (გერმ. Simplontunnel; იტალ. Traforo del Sempione) — მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი სარკინიგზო გვირაბი ალპებში, შვეიცარიასა და იტალიაში. მდებარეობს სიმპლონის უღელტეხილის მახლობლად, 700 მ სიმაღლეზე. პირველი მილის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1898 წელს. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის და შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ლუდვიგ ფორერის ძალისხმევით გვირაბი გაიხსნა ბრიგში 1906 წლის 10 მაისს. მეორე მილზე მუშაობა დაიწყო 1912 წელს და გაიხსნა იგი 1921 წელს. ფაქტობრივად შედგება ორი ერთლიანდაგიანი გვირაბისაგან. პირველი 19,7 კმ, ხოლო მეორე 19,8 კმ სიგრძისაა. გვირაბის მშენებლები იყვნენ ჰერმან ჰეუსტლერი და ჰიუგო ფონ კაგერი.
მიმოხილვა | |
---|---|
ადგილმდებარეობა | შვეიცარია იტალია |
ინფორმაცია | |
სამუშაოს დაწყება | 1898 წელი |
ოპერატორი | შვეიცარიის ფედერალური რკინიგზა |
ტექნიკური მხარე | |
გვირაბის სიგრძე | 19803 მ (I გვირაბი) 19823 მ (II გვირაბი) |