დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი

დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი (ფრანგ. Col du Grand-Saint-Bernard, იტალ. Colle del Gran San Bernardo) — უღელტეხილი ალპებში, შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე. სიმაღლე 2469 მ. მდებარეობს პენინის ალპების დასავლეთ ნაწილში, მონბლანიდან აღმოსავლეთით. გადადის საავტომობილო გზა დორა-ბალტეის ხეობიდან (ქალაქი აოსტა იტალიაში) რონის ხეობაში (ქალაქი მარტინი შვეიცარიაში). რომის იმპერიის დროს აქ გადადიოდა მთავარი გზა, რომელიც ერთანეთთან აკავშირებდა ჩრდილოეთ იტალიას ცენტრალურ ევროპასთან. 1800 წელს ნაპოლეონის არმიამ უღელტეხილის გავლით მოახერხა გადასვლა იტალიაში. გადასასვლელთან, ზღვის დონიდან 1900 მ სიმაღლეზე არის 5.8 კმ-ის სიგრძის საავტომობილო გზა, რომელსაც დიდი სენ-ბერნარის გვირაბი ეწოდება.

დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი
კოორდინატები: 45°52′08″ ჩ. გ. 7°10′14″ ა. გ. / 45.86889° ჩ. გ. 7.17056° ა. გ. / 45.86889; 7.17056
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 2469 
ქედი პენინის ალპები
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი — შვეიცარია
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი — იტალია
დიდი სენ-ბერნარის უღელტეხილი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება