ვაისჰორნი
ვაისჰორნი (გერმ. Weisshorn) — მწვერვალი პენინის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 4506 მ, რითაც ქმნის ალპების ერთ-ერთ უმაღლეს წერტილს.[1] აქვს წაწვეტილი თხემი, რომელიც იდეალურად პირამიდისებურია. მდებარეობს ვალეს კანტონში, მდინარე რონიდან სამხრეთით დაახლოებით 25 კილომეტრში. უმეტესწილად აგებულია გნაისებით. მწვერვალის დასავლეთ მონაკვეთში არის ცარცული ასაკის დანალექი ქანები. პირველად ასვლა განხორციელდა 1861 წლის 19 აგვისტოს.
ვაისჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°06′06″ ჩ. გ. 7°42′58″ ა. გ. / 46.10167° ჩ. გ. 7.71611° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 4506 მ მ |
ქედი | პენინის ალპები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მწვერვალი ვაისჰორნი (ინგლისური)
- მწვერვალი ვაისჰორნი დაარქივებული 2014-04-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Considering peak with at least 300 metres prominence, the Weisshorn is the fifth highest.