პენინის მთები
პენინის მთები (ინგლ. Pennines) — მთები დიდი ბრიტანეთის კუნძულზე. სიგრძე დაახლოებით 250 კმ, სიმაღლე 893 მ-მდე (მთა კროს-ფელი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით. თხემი პლატოსებრია, დასავლეთი კალთები — ციცაბო, აღმოსავლეთი — უფრო დამრეცი. პენინის მთებს ზოგჯერ არასწორად უწოდებენ მთათა ჯაჭვს. ბორცვები დაყოფილია მრავალრიცხოვანი წვრილი ხეობებით. ფაქტობრივად ქმნის ჩრდილოეთ და სამხრეთ წყალგამყოფს. მდინარეების ერისა და რაიბლის მეშვეობით პენინის მთები იყოფა ორ ძირითად ნაწილად. ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ნაწილთან შედარებით უფრო განიერია და მაღალი. გავრცელებულია მანანიანი, ტორფნარი და მდელო. ქვედა სარტყელში მეჩხერი ტყეა. განვითარებულია ტურიზმი. პენინის მთების გარკვეული ნაწილი უკავია პიკ-დისტრიქტის ეროვნულ პარკს. არის იორკშირის ქვანახშირის აუზი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ხეობებში არის პატარა დასახლებული პუნქტები. 1965 წელს პენინის მთებში გაიხსნა „პენინის გზა“, რომელიც 429 კმ-ზეა გადაჭიმული.
პენინის მთები | |
---|---|
პენინის მთების ტიპური ლანდშაფტი | |
კოორდინატები: 54°42′ ჩ. გ. 2°29′ დ. გ. / 54.700° ჩ. გ. 2.483° დ. გ. | |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
უმაღლესი წერტილი | კროს-ფელი |
სიმაღლე | 893 მ |
სიგრძე | 250 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პენინის მთები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- პენინის მთები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)