ტბის კალმახი
ტბის კალმახი, რომანოვის კალმახი (ლათ. Salvelinus namaycush) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. უფრო მეტად კუმჟას წააგავს, ვიდრე ორაგულს.[1] დიდი თავი და ფართო პირი აქვს. თვალები საშუალო ზომისაა. ზოგადად, სხვადასხვა შეფერილობა აქვს, ჩვეულებრივ, კი მუქი ფერისაა. ზურგი მოშავო და მუქი-ყავისფერია, გვერდები ყავისფერი და მუქი-ვერცხლისფერი, მუცელი ღია ჩალისფერი ან მუქი-მოყვითალო. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წელი.[2]
ტბის კალმახი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ტბის კალმახი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Salvelinus namaycush | |||||||||||||||
|
ზოოლოგიური თვალსაზრისით, ტბის კალმახის გავრცელების არეალი შედარებით მცირეა. ადგილობრივად გვხვდება ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო ნაწილში, უმთავრესად, კანადაში, აგრეთვე ალასკაში და რამდენადმე აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ტბის კალმახი ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის არაადგილობრივ და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილშიც, მათ შორის, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიის ზოგიერთ რაიონში.[3]
აღწერილია ტბის კალმახის სხეულის მაქსიმალური სარეკორდო სიგრძე 130 სმ და წონა 46 კგ. ჩვეულებრივ, მისი წონა 6,8–18,1 კგ-ს აღწევს. მისი სხეულის საშუალო სიგრძეა 61–91 სმ. ცხოვრობს ცივ, გამჭვირვალე, ჟანგბადით მდიდარ წყალში. ტოფობს სწრაფ, ჭორომიან მდინარეებში. ამერზეეში და შესაძლოა სხვა ტბებში ტოფობს საკუთრივ ტბაში. დიმიქტიკურ ტბებში არსებული სტრატიფიკაციისას იგი პელაგიურია და ხშირად გაბატონებულია 20–60 მ სიღრმეზე. ნელმზარდი თევზია.[4]
ტბის კალმახი გვხვდება საქართველოშიც, მოიპოვება რიწისა და ფარავნის ტბებში,[5] თუმცა, აღსანისნავია, რომ ბოლო 20-25 წლის მანძილზე ტბის კალმახი საქართველოში არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, იგი ჩვენში გადაშენებულად მიიჩნეოდა. 2015 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად ტბის კალმახი აღმოაჩინეს და მოპოვებული თევზი ცოცხალ მდგომარეობაში კვლავ გარემოში დააბრუნეს.[6] საქართველოში ტბის კალმახის ბინადრობის შესახებ ინფორმაცია 1896 წელს რუსმა იქთიოლოგმა თედორე კავრაისკიმ გამოაქვეყნა, რომელმაც ტაბაწყურში მობინადრე კალმახი ცალკე ფორმის სახით აღწერა და რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად Salmo lacustris var. Romanov უწოდა.[2] ტბის კალმახი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში[7] და მისი ჭერა მთელი წლის განმავლობაშია აკრძალული.[8]
სქოლიორედაქტირება
- ↑ Озерная форель — РГАУ-МСХА. Зооинженерный факультет
- ↑ 2.0 2.1 ცისარტყელა კალმახი წარმოების ტექნოლოგია
- ↑ NAS - Nonindigenous Aquatic Species Lake Trout
- ↑ International Game Fish Association-Lake Trout
- ↑ Расс Т.С. Жизнь животных. Том 4, часть 1. Рыбы. Под ред. проф. Т. С. Расса. - М.: Просвещение, 1971.
- ↑ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თევზის უიშვიათესი სახეობა „ტბის კალმახი“ აღმოაჩინეს
- ↑ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
- ↑ ფარავნის კალმახი — საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება