ტანგანიიკა (ინგლ. Lake Tanganyika, ფრანგ. Lac Tanganyika, სუაჰ. ziwa Tanganyika) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი — 34 ათასი კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ (ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ². ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი; მდინარე ლუკუგის საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე ლუალაბას.

ტანგანიიკა
ინგლ. Lake Tanganyika
ფრანგ. Lac Tanganyika
სუაჰ. ziwa Tanganyika
ტანგანიიკა კოსმოსიდან
ტანგანიიკა კოსმოსიდან
კოორდინატები: 6°30′ ს. გ. 29°50′ ა. გ. / 6.500° ს. გ. 29.833° ა. გ. / -6.500; 29.833
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ტანზანიის დროშა ტანზანია
ზამბიის დროშა ზამბია
ბურუნდის დროშა ბურუნდი
სიმაღლე ზღვის დონიდან 773 
სიგრძე 650 კმ
სიგანე 40-80 კმ
ფართობი 34 ათ. კმ²
მოცულობა 18 900 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 1828 კმ
საშუალო სიღრმე 570 
მაქსიმალური სიღრმე 1470 
აუზის ფართობი 224 000 კმ²
ჩამდინარე მდინარეები მალაგარასი
რუზიზი
გამომდინარე მდინარე ლუკუგა
ტანგანიიკა — აფრიკა
ტანგანიიკა

ტანგანიიკა წელიწადში საშუალოდ 64,8 კმ³ წყალს იღებს. წყლის დონე მაღალია აპრილსა და მაისში, დაბალი — ოქტომბერსა და ნოემბერში. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი ტემპერატურა ზედაპირზე 23,6-23,8 °C-დან 26,5 °C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის ფსკერამდე ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23 °C. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხლისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ფაუნის დაახლოებით 75 % ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება