ტაბაკინის მონასტერი

(გადამისამართდა გვერდიდან ტაბაკინი (ძეგლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბაკინი.

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში[1].

ტაბაკინის მონასტერი
ტაბაკინის მონასტერი — საქართველო
ტაბაკინის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ტაბაკინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მამათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ორნავიანი ბაზილიკა
თარიღდება VI საუკუნე

VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი) (დ. 1776 — გ. 1864).

კომუნისტური ათეიზმის პერიოდში ტაძარი და მისი მოხატულობა დაზიანდა.

XX საუკუნის ბოლოს, 1992 წელს ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.), ხის სენაკები, სატრაპეზო და სხვა დამხამერე ნაგებობები შეემატა. იქვე გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი. ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ. დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.

არქიტექტურა

რედაქტირება

სამონასტრო კომპლექსში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის — იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო. 1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია.

თანამედროვეობა

რედაქტირება
 
12 მოციქულის ტაძარი

XX საუკუნის 90-იან წლებში აღდგა სამონასტრო ცხოვრება, აიგო ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ამ ეზოში 2000 წელს აიგო თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი და მოიხატა.

1992 წელს მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“. ამ ხნიდან მოყოლებული, ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტენსიური სელექციური მუშაობა. ძაღლსაშენ „ტაბაკინს“ კავშირები აქვს რუსეთის და საქართველოს ცნობილ ძაღლსაშენებთან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება