სული (2020 წლის ფილმი)
სული (ინგლ. Soul) — 2020 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის პროდიუსერია Pixar Animation Studios და გამოსცა Walt Disney Pictures-მა. ფილმის რეჟისორია პიტ დოქტერი და თანა რეჟისორია კემპ პაუერსი. ფილმში პერსონაჟებს ახმოვანებენ მსახიობები: ჯეიმი ფოქსი, თინა ფეი, გრეჰემ ნორტონი, რეიჩელ ჰაუსი, ალისე ბრაგა, რიჩარდ აიოადი, ფილისია რაშადი, დონელ როულინგი, აჰმირ თომფსონი და ანჯელა ბასეტი. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებელს, ჯო გარდნერს, რომელიც ცდილობს გააერთიანოს თავისი სული და სხეული მას შემდეგ, რაც ისინი შემთხვევით დაშორდებიან, ჯაზ მუსიკოსის დიდი შესვენების წინ.
„სული“ | |
---|---|
ინგლ. Soul | |
რეჟისორი | პიტ დოქტერი |
პროდიუსერი | დანა მიურეი |
როლებში |
|
კომპოზიტორი |
ტრენტ რეზნორი ატიკუს როსი ჯონ ბატისტე |
მწარმოებელი კომპანია |
Walt Disney Pictures პიქსარი |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
11 ოქტომბერი, 2020 (ლონდონის კინოფესტივალი) 25 დეკემბერი, 2020 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 106 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი აშშ დოლარი |
დოქტერმა ფილმის შემუშავება 2016 წელს დაიწყო. მან სცენარი მაიკ ჯონსისა და პაუერსის თანაავტორობით დაწერა. ფილმის პროდიუსერებმა კონსულტაცია გაიარეს ჯაზის სხვადასხვა მუსიკოსებთან, მათ შორის ჰერბი ჰანკოკსა და ტერი ლინ კარინგტონთან. სული არის პიქსარის პირველი ფილმი, რომელშიც მონაწილეობს აფრო-ამერიკელი გმირი.
სული-ის პრემიერა ლონდონის კინოფესტივალზე, 2020 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა. თავდაპირველად ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმი ასევე გამოვიდა Disney +-ზე 25 დეკემბერს, 2020 წელს. სული-მ კრიტიკოსების მხრიდან ძალიან პოზიტიური შეფასებები მიიღო, რომლებმაც შეაქეს ფილმის ანიმაციური გაფორმება, სიუჟეტი, გახმოვანება და მუსიკალური გაფორმება.
წარმოება
რედაქტირებაგანვითარება
რედაქტირებაპიტ დოქტერმა სული-ზე მუშაობა 2016 წლის იანვარში დაიწყო, მას შემდეგ, რაც შემოქმედების გამო მეორე ოსკარი მოიგო (თავდაყირა).[1][2][3] იგი ფიქრობდა ადამიანის პიროვნების წარმოშობისა და ბედის ცნების შესახებ. დოქტერმა თანა-მწერალ მაიკ ჯონზთან თავის პირველ შეხვედრაზე წამოაყენა იდეა „ მოქმედება განვითარებულიყო სივრცისა და დროის მიღომა, სადაც სულებს თავიანთი პიროვნულობები აქვთ მინიჭებული".[1]
2018 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ დოქტერი აპირებდა თავისი ფილმის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ლასეტერის წასვლის შემდეგ პიქსარის მთავარ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.[4] 2019 წლის ივნისში, პიქსარმა გამოაცხადა ახალი ფილმის შესახებ, სახელწოდებით სული, სადაც რეჟისორი იქნებოდა დოქტერი და პროდიუსერი დანა მიურეი.[5] მან Twitter– ზე დაწერა, რომ ფილმში მოქმედება ნაწილობრივ ნიუ-იორკშიც განვითარდებოდა. [6]
სცენარის შექმნა
რედაქტირებამიურეის თქმით, ფილმი აუდიტორიას წაიყვანს „იმ სამყაროში, სადაც არასდროს არავინ ყოფილა... დიდი ხნის განმავლობაში“, ხოლო თანაავტორი და თანარეჟისორი კემპ პაუერსი ამბობს, რომ ის „სრულიად განსხვავებულია“ დოქტერის წინა ფილმებისგან. პაუერსმა ასევე თქვა, რომ ფილმი მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხებს „ნამდვილად სახალისო გზით".[7] თინა ფეიმ ასევე მიიღო მონაწილეობა სცენარის შექმნაში და მან თავისი პერსონაჟის სიტყვები დაწერა.[7]
მუსიკალური გაფორმება
რედაქტირებაამერიკელმა მუსიკოსებმა ტრენტ რეზნორმა და Nine Inch Nails-ის წევრმა, ატიკუს როუსმა შეადგინეს ნიუ ეიჯის ტიპის მუსიკალური კომპოზიცია ფილმის მეტაფიზიკური სეგმენტებისათვის, ხოლო ამერიკელმა მუსიკოსმა ჯონ ბატისტმა შექმნა მრავალი ორიგინალური ჯაზის ტიპის სიმღერა ფილმის ნიუ იორკში მიმდინარე სცენებისთვის.[8][9] პარტია და ორიგინალური სიმღერები გამოვიდა გრამფირფიტის ორ ცალკეულ ალბომში, ხოლო ორივე ასევე შექმნეს ციფრულ ალბომზე.[10] [11] „It's All Right", ფილმის დასასრულს გაჟღერებული მუსიკა შეასრულა ბატისტემ და ბრიტანელმა მომღერალმა სელესტემ. მუსიკა, ჩაწერილი იყო The Impressions– ის მიერ და ასევე გამოიცა, როგორც დამოუკიდებელ სიმღერებად, ასევე გაერთიანდა სამ ალბომში.[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Solomon, Charles. (December 22, 2020) ‘Soul’ Features Pixar’s First Black Lead Character. Here’s How It Happened.. ციტირების თარიღი: December 25, 2020.
- ↑ "Pete Docter - Oscars: What the Nominees Are Saying". The Hollywood Reporter. January 14, 2016. Archived from the original on June 26, 2019. Retrieved June 22, 2019.
- ↑ "Film Reviews, Hong Kong Cinema Listings & Interviews – Time Out Hong Kong | Interview: Pixar president Jim Morris – 'The Good Dinosaur'". Time Out. June 2, 2016. Archived from the original on February 16, 2016. Retrieved June 20, 2019.
- ↑ Verlaque, Juliette (June 22, 2018). "End of an Era: Inside Pixar on the Eve of John Lasseter's Departure". TheWrap. Archived from the original on June 20, 2019. Retrieved June 20, 2019.
- ↑ D'Alessandro, Anthony (June 19, 2019)."'Soul' Will Be Pixar's Big Pic Next Summer" . Deadline Hollywood. Penske Media Corporation. Archived from the original on June 19, 2019. Retrieved June 19, 2019.
- ↑ Soul [@PixarSoul] (June 19, 2019)."One year from today, Pixar Animation Studios will take you on a journey from the streets of New York City to the cosmic realms to discover the answers to life's most important questions. Disney & Pixar's 'Soul' arrives in theaters on June 19, 2020" (Tweet). Retrieved June 19, 2019 – via Twitter.
- ↑ 7.0 7.1 Romano, Nick (November 6, 2019). "Pixar bares its Soul in first look at film with Jamie Foxx and Tina Fey". Entertainment Weekly. Meredith Corporation. Archived from the original on November 6, 2019. Retrieved November 6, 2019.
- ↑ DeVille, Chris. (December 3, 2020) 'SOUL,' Pixar's Metaphysical Jazz Movie With A Score By Nine Inch Nails. ციტირების თარიღი: December 28, 2020.
- ↑ Cremona, Patrick. (December 25, 2020) Soul soundtrack – everything you need to know about the music for the Pixar film. ციტირების თარიღი: December 28, 2020.
- ↑ Cornelius, Ray. (December 17, 2020) Disney and Pixar's & Soul Soundtrack + Two Vinyl Albums Available 12/18 (VIDEO). ციტირების თარიღი: December 19, 2020.
- ↑ Anderson, Ethan. (November 4, 2020) Pixar's 'Soul' Will Have Two Soundtracks, One for the Score and Another with All That Jazz. ციტირების თარიღი: December 27, 2020.
- ↑ Maggie Rogers, NIKI, and More: Best New Music Friday (December 18, 2020). ციტირების თარიღი: December 19, 2020.