სელესტი (მომღერალი)

სელესტ ეპიფანი უეიტი (ინგლ. Celeste Epiphany Waite; დ. 5 მაისი, 1994, კალვერ სიტი, კალიფორნია, აშშ) — ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. კარიერის დასაწყისში მუშაობა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა Avicii, Tieks და Real Lies. ამავე დროს დაიწყო SoundCloud-ზე სიმღერების გამოქვეყნება. სადებიუტო EP, The Milk & the Honeyგამოუშვა 2017 წელს. მალევე კონტრაქტი გააფორმა Polydor Records-თან და გამოუშვა მეორე EP Lately.

სელესტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სელესტ ეპიფანი უეიტი
დაბ. თარიღი 5 მაისი, 1994 (1994-05-05) (29 წლის)
დაბ. ადგილი Culver City
წარმოშობა კალვერ სიტი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ბრიტანული სოული, ნეო-სოული, ალტერნატიული მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2014 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი celesteofficial.com
სელესტი ვიკისაწყობში

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Not Your Muse გამოვიდა 2021 წელს და მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში. 2021 წლის Brit Awards-ზე სელესტმა მიიღო წლის ალბომის, საუკეთესო ქალი სოლო შემსრულებლისა და საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციები. ასევე დაიმსახურა ნომინაციები 2021 წლის Mercury Prize-ზე. იმავე წელს სელესტი იყო ნომინირებული ოსკარზე სიმღერისთვის „Hear My Voice“ ფილმიდან The Trial of the Chicago 7 (2020).

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

სელესტ ეპიფანი უეიტი დაიბადა 1994 წლის 5 მაისს კალვერ სიტიში, კალიფორნია. სამი წლის ასაკში მისი მშობლები დაშორდნენ და დედასთან ერთად გადავიდა ბრიტანეთში საცხოვრებლად. 10 წლის ასაკში სელესტმა დაიწყო ბალეტის შესწავლა სასცენო ხელოვნების სკოლაში. ის მუსიკით დაინტერესდა ისეთი მუსიკოსების მეშვეობით, როგორებიც არიან არეთა ფრანკლინი და ელა ფიცჯერალდი. როდესაც სელესტი 16 წლის იყო მამამისი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მალევე დაიწყო მუსიკის წერა. სწორედ ამ დროს ჩაწერა თავისი პირველი კომპოზიცია „Sirens".[3] ნამუშევარმა მას ინტერნეტში პოპულარობა მოუტანა. მალევე დაიწყო კონცერტების გამართვა ბრაიტონში. ამ დროს ის სწავლობდა მუსიკალურ ტექნოლოგიას ვარნდანის კოლეჯში.[4]

კარიერა რედაქტირება

2014 წლის ივლისში სელესტმა გამოუშვა თავისი პირველი კომპოზიცია SoundCloud-ზე, სახელწოდებით „Born Again". ამას მოჰყვა კიდევ ორი ნამუშევარი „DEVIL" და „What's Your Poison?".[5] სოლო ნამუშევრის გარდა, სელესტი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან Tieks და Avicii.[6] 2016 წლის ოქტომბერში გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Daydreaming". 2017 წლის მარტში სელესტმა გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, The Milk & the Honey ლეიბლ Bank Holiday Records-ის ეგიდით. მალევე იმღერა ლეილოუში. ასევე გამოვიდა Rae Morris-ის ბრიტანულ ტურნეზე.

2017 წლის ოქტომბერში სელესტმა გამოუშვა სარეკლამო სინგლი „Not For Me". მალევე მუსიკოსმა ხელი მოაწერა Polydor Records-თან.[7] 2018 წელს გამოუშვა სინგლები „Lately" და „Both Sides of the Moon". 2019 წლის მარტში გამოუშვა თავისი EP Lately, რომელშიც შედის კომპოზიციები „Milk & Honey", „Father's Son" და „Summer (ft. Jeshi)".[8] EP-მ კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და მოხვდა რამდენიმე ქვეყნის ჩარტში. იმავე წელს იმღერა SXSW-სა და Glastonbury Festival-ზე. 2019 წელს სელესტმა გამოუშვა სინგლები „Coco Blood" და „She's My Sunshine". იმავე წელს მოიგო BBC Music Award-ის ჯილდო წლის საუკეთესო შემსრულებლის კატეგორიაში. ასევე მიიღო საპატიო Rising Star Award-ის ჯილდო 2020 წლის Brit Awards-ზე. იმავე წელს გამოუშვა კომპილაციური ალბომი „Compilation 1.1". ალბომში შევიდა ისეთი სინგლები, როგორიცაა „Strange" და „Coco Blood".[9]

2020 წელს მოიგო BBC's Sound-ის ჯილდო.[10] მალევე გამოუშვა სინგლი „Stop This Flame".[11] კომპოზიცია შეასრულა The Late Late Show-ში და გამოჩნდა Music Week-ის გარეკანზე. მალევე იმღერა იმავე წლის Brit Awards-ზე. მუსიკოსი მოხვდა Forbes-ის „30 Under 30“-ის სიაშიც. COVID-19-ის პანდემიის დროს ატარებდა ვირტუალურ კონცერტებს და ფული შეაგროვა საქველმოქმედო მიზნით. კომპოზიცია „Lean on Me" პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში.

2020 წლის 31 დეკემბერს გამოუშვა სინგლი „Love is Back".[12] სელესტეს სადებიუტო სტუდიური ალბომი სახელწოდებით Not Your Muse გამოვიდა 2021 წლის 29 იანვარს. ნამუშევარი პირველ ადგილზე გავიდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[13] მან შეასრულა სიმღერა „Twinkle, Twinkle, Little Star" სუპერ-ბოულის რეკლამაში „Inspiration4“. 2021 წლის Brit Awards-ზე სელესტმა მიიღო წლის ალბომის, საუკეთესო ქალი სოლო შემსრულებლისა და საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციები.[14]

2023 წლის 3 ნოემბერს შეასრულა „Anyone Can Be Santa“-ის ქავერი კოკა-კოლის საშობაო რეკლამაში.[15][16]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Celeste.
  2. Celeste en.
  3. MEET: Celeste, an alluring, soulful singer from England en-US (7 February 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 27 November 2019
  4. Varndean College [varndean]. (10 January 2020) Congratulations to @celeste. A former student who studied Music Tech at Varndean College..
  5. New music: Celeste – 'What's Your Poison' en-GB (18 September 2014). ციტირების თარიღი: 17 December 2019
  6. Johnston, Maura. (1 October 2015) Avicii, 'Stories' Review en-CA. ციტირების თარიღი: 20 May 2020
  7. Mahanty, Shannon (19 October 2019). „One to watch: Celeste“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 27 November 2019.
  8. The Milk & the Honey (EP) by Celeste. Apple Music. ციტირების თარიღი: 28 November 2019
  9. Compilation 1.1 by Celeste en-gb. Apple Music. ციტირების თარიღი: 9 December 2019
  10. Savage, Mark (9 January 2020). „Celeste got fired over her love of music – now she's won the BBC Sound of 2020“. BBC (ინგლისური). ციტირების თარიღი: 9 January 2020.
  11. Celeste has dropped her new single 'Stop This Flame', and topped the BBC Sound of 2020 poll en (9 January 2020). ციტირების თარიღი: 9 January 2020
  12. Richards, Will. (31 December 2020) Celeste closes out the year with uplifting new single 'Love Is Back'. ციტირების თარიღი: 1 January 2021
  13. Atkinson, Jesse. (2 December 2020) Celeste announces debut album Not Your Muse. ციტირების თარიღი: 2 December 2020
  14. Grein, Paul (22 July 2021). „Arlo Parks & Celeste Make Hyundai Mercury Prize 2021 Shortlist“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-07-23.
  15. The World Needs More Santas | Coca-Cola, https://www.youtube.com/watch?v=znIyaGS5BNc. წაკითხვის თარიღი: 2024-01-27
  16. The World Needs More Santas | Coca-Cola, https://www.youtube.com/watch?v=znIyaGS5BNc. წაკითხვის თარიღი: 2024-01-27