სტიგ ლარსონი

შვედი ჟურნალისტი და მწერალი

კარლ სტიგ-ერლანდ ლარსონი (შვედ. Karl Stig-Erland Larsson; დ. 15 აგვისტო 1954, სკელეფტეჰამნი, შვედეთი − გ. 9 ნოემბერი 2004, სტოკჰოლმი, შვედეთი), ცნობილი როგორც სტიგ ლარსონიშვედი ჟურნალისტი და მწერალი. ცნობილია მილენიუმის ტრილოგიის დეტექტიური რომანებით, რომლებიც 2004 წელს გულის შეტევით მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, ესენია: „გოგონა დრაკონის ტატუთი“, „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“ და „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“. შვედეთში ტრილოგიის სამივე წიგნის ეკრანიზაცია გადაიღეს, აშშ-ში კი მხოლოდ პირველი ნაწილის კინოადაპტაცია შედგა. მილენიუმის ტრილოგიაზე მუშაობა გააგრძელა დევიდ ლაგერკრანცმა, რომელმაც სერიას სამი რომანი შემატა. ლარსონმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი სტოკჰოლმში გაატარა.

სტიგ ლარსონი
შვედ. Stieg Larsson
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1954(1954-08-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი სკელეფტეჰამნი
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 2004(2004-11-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი[1]
დასაფლავებულია Högalids columbarium
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, რედაქტორი და სცენარისტი
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა  შვედეთი
ჟანრი კრიმინალური რომანი
Magnum opus მილენიუმი
ჯილდოები შუშის გასაღების ჯილდო, შვედეთის დეტექტიური მწერლების აკადემია, მაკავიტის ჯილდო, ბერის ჯილდო[10] , honorary citizen of Umeå, წლის ავტორი, ენტონის ჯილდო[11] და Best Swedish Crime Novel Award
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი Eva Gabrielsson
საიტი stieglarsson.se

2008 წელს ხალედ ჰოსეინის შემდეგ ლარსონი გახდა მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტორი მსოფლიოში, რაც მას რომანის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ინგლისურ ენაზე გამოცემამ მოუტანა. [12] 2010 წელს მისი მესამე რომანი „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“, Publishers Weekly-ის თანახმად, აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა.[13] 2015 წლის მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მილენიუმის სერიის 80 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.[14]

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ლარსონი დაიბადა 1954 წლის 15 აგვისტოს ვესტერბოტენის ლენის ქალაქ უმეოში, სადაც მისი მამა და ბაბუა მუშაობდა Rönnskärsverken დნობის ქარხანაში. დაავადებული დარიშხანით მოწამვლის გამო, მისი მამა დატოვა თავისი სამუშაო და ოჯახთან ერთად მოგვიანებით გადავიდა საცხოვრებლად სტოკჰოლმში. ვიწრო საცხოვრებელი პირობების გამო, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ერთი წლის შვილი, სტიგი, დარჩება საცხოვრებლად პაპა-ბებიასთან. სტიგი პაპა-ბებიასთან ერთად, ცხრა წლის ასაკამდე ცხოვრობდა სოფელ ბიურსელში, ნურშეს მუნიციპალიტეტში, ვესტერბოტენის ლენი.[15] ლარსონი, სოფელში პაპა-ბებიასთან ერთად ცხოვრობდა პატარა ხის სახლში, რომელიც მას ძალიან უყვარდა. იგი სწავლობდა სოფლის სკოლაში, სადაც ჩრდილოეთ შვედეთის თოვლიან ზამთარში თხილამურებით დადიოდა.

წიგნში — „"არსებობს რამ, რაც მინდა იცოდე" სტიგ ლარსონი და მე“, ევა გაბრიელსონი წერს რომ სწორედ ამ ადგილმა შთააგონა ლარსონს აერჩია მისი პირველი რომანის ლოკაცია გოგონა დრაკონის ტატუთი ჩრდილოეთ შვედეთში, რომელსაც გაბრიელსონი უწოდებს "ღმერთის მიერ მივიწყებულ ადგილს".

ლარსონს არ უყვარდა ქალაქ უმეოს ურბანული გარემო, სადაც ის გადავიდა საცხოვრებლად თავის მშობლებთან, მისი ბაბუის სევერინ ბოსტრომის 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაცვალების შემდეგ. 1974 წელს, ლარსონი გაიწვიეს შვედეთის არმიაში, სადაც მოიხადა 16 თვის სამხედრო სავალდებულო სამსახური, ქვეითთა ერთეულის მსროლელთა ნაწილში, კალმარის ლენში.

დედამისი, ვივიანი, ასევე ადრე 1991 წელს გარდაიცვალა, გართულებული მკერდის კიბოთი და ანევრიზმით.[16]

ლარსონის პირველი ძალისხმევა მწერლობაში არ იყო კრიმინალის ჟანრის, არამედ ეკუთვნოდა სამეცნიერო ფანტასტიკას. ლარსონს ადრეული ასაკიდან უყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა, თვითონ შვედეთის fandom სამეცნიერო ფანტასტიკაში აქტიური გახდა 1971 წელს; რუნე ფორსგრენთან თანამშრომლობით, მან გამოსცა თავისი პირველი სამეცნიერო ფანტასტიკა ფანზინი, Sfären (სფერო), 1972 წელს; აგრეთვე პირველად გამოსცა სამეცნიერო ფანტასტიკა კონვენცია, SF•72, სტოკჰოლმში. 1970 წელს, ლარსონმა გამოაქვეყნა დამატებით 30 ფანზინის საკითხები; მას შემდეგ, რაც 1971 წელს იგი საცხოვრებლად გადმოვიდა სტოკჰოლმში, სადაც გახდა სკანდინავიური SF საზოგადოების აქტიური წევრი, ხოლო შემდეგ 1978-1979 წლებში ამ საზოგადოების საბჭოს წევრი იყო და 1980 წელს თავმჯდომარე.

თავის პირველი "ფანზინებში", 1972-1974 წლებში, მან გამოაქვეყნა თავისი რამდენიმე ადრეული მოთხრობები, ხოლო დანარჩენი მოთხრობები გამოაქვეყნა სხვა ნახევრად პროფესიონალ და მოყვარულ ჟურნალებში. ის იყო ერთ-ერთი რედაქტორი ან დამხმარე რედაქტორი რამდენიმე სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალების, მათ შორის Sfären და FIJAGH!-ის; 1978-1979 წლებში, უდიდესი შვედური სამეცნიერო ფანტასტიკის გულშემატკივართა კლუბის „Skandinavisk Förening för Science Fiction (SFSF)“-ის პრეზიდენტი იყო. ლარსონის ცხოვრების ეს პერიოდი, დაწვრილებით დაწერილია მისი მეგობრის ჯონ-ჰენრი ჰოლმბერგის ესეებში.

სახელის შეცვლა

რედაქტირება

ლარსონის სახელი თავდაპირველად “Stig„ (სტიგ) იყო, რომელიც სტანდარტული მართლწერაა. თავის ადრეულ ოციან წლებში, ის შეცვალა თავისი სახელი “Stieg„-ზე, რომ თავიდან აიცილებინა გაუგებრობა თავის მეგობართან, სტიგ ლარსონთან, რომელიც მასზე ადრე გახდა ცნობილი ავტორი.[17] მიუხედავად მართლწერისა, გამოთქმა იგივეა.

აქტივიზმი და ჟურნალისტიკა

რედაქტირება

ფოტოგრაფად მუშაობის დროს, ლარსონი გახდა ულტრამემარცხენე. გახდა წევრი "Kommunistiska Arbetareförbundet"-ის (კომუნისტური მშრომელთა ლიგა),[18] აგრეთვე არედაქტირებდა შვედეთის ტროცკისტური ჟურნალს" Fjärde internationalen"-ს. ასევე რეგულარულად წერდა ყოველკვირეულ გაზეთ "Internationalen"-სთვის.[19]

ლარსონმა 1977 წლის რამდენიმე თვე ერიტრეაში გაატარა, სადაც ერიტრეის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის ქალ პარტიზანებს ნაღმტყორცნების გამოყენება ასწავლა. მაგრამ, თირკმლის დაავადების გამო, იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ სამუშაოზე.[20] მისი შვედეთსი დაბრუნების შემდეგ, იგი 1977-1999 წლებ შორის, მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად უდიდეს შვედურ საინფორმაციო სააგენტოში Tidningarnas Telegrambyrå (TT).

ლარსონმა თავისი პოლიტიკური რწმენიდან გამომდინარე, ასევე თავისი ჟურნალისტური გამოცდილებიდან, შექმნა "Swedish Expo Foundation", მსგავსი ბრიტანული "Searchlight Foundation". აგრეთვე, 1995 წელს, გახდა ფონდის ჟურნალის — "Expo" რედაქტორი.[21]

როდესაც მას არ ჰქონდა სამუშაო, იგი აწარმოებდა დამოუკიდებელ კვლევებს შვედეთის მემარჯვენე ექსტრემისტებთან დაკავშირებით. 1991 წელს, ამ კვლევის შედეგად, გამოსცა თავისი პირველი წიგნი "Extremhögern" (ულტრამემარჯვენე). ლარსონმა სწრაფად გახადა ინსტრუმენტად შვედი ულტრამემარჯვენეების და რასისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამოაშკარავება და დოკუმენტირება. ის იყო ერთ-ერთი გავლენიანი პოლემიკოსი და კითხულობდა ლექციებს ამ თემაზე, ამის გამო, იგი ცხოვრების ბოლომდე მუქარებს იღებდა, თავისი პოლიტიკური მტრებისგან. პოლიტიკური პარტია "შვედეთის დემოკრატები" (Sverigedemokraterna) მისი კვლევის ძირითადი საგანი იყო.

სიკვდილი და შრომის შედეგი

რედაქტირება

ლარსონი 2004 წლის 9 ნოემბერს, 50 წლის ასაკში სტოკჰოლმში გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც თავის ოფისამდე შვიდი სართული ფეხით ავიდა, რადგან ლიფტი არ მუშაობდა.[22] გავრცელდა ჭორები, რომ მისი გარდაცვალება სხვა მიზეზით იყო გამოწვეული, რადგან გარდაცვალებამდე იგი მუქარებს იღებდა, როგორც "Expo"-ს რედაქტორი,[23] მაგრამ ეს ევა გედინმა, ლარსონის გამომცემელმა უარყო.[24]

ლარსონი დაკრძალულია ჰიოგალიდის ეკლესიის სასაფლაოზე, სტოკჰოლმის სიოდერმალმის რაიონში.

2008 წლის მაისში, ცნობილი გახდა, რომ ლარსონი 1977 წლის ანდერძში, თავის მთლიან აქტივებს უტოვებს კომუნისტური მუშაკთა ლიგის (ახლა სოციალისტური პარტია) უმეოს ფილიალს. მაგრამ ანდერძს არ ჰყავდა მოწმე, ხოლო შვედეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ანდერძს არ ჰყავს მოწმე მას არ გააჩნია ძალა, შესაბამისად ლარსონის მთლიანი ქონება, მათ შორის სამომავლო წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა, მისი მამისა და ძმის მფლობელობაში გადავიდა.[25][26] მის პარტნიორ ევა გაბრიელსონს,[27] რომელმაც იპოვა ანდერძი, არ აქვს მემკვიდრეობაზე იურიდიული უფლება, რამაც გამოიწვია დაპირისპირება მასსა და ლარსონის მამასა და ძმას შორის.

შემოქმედება

რედაქტირება

ნოველები

რედაქტირება

ლარსონი „მილენიუმისთვის" ათი წიგნის დაწერას აპირებდა, მაგრამ მან მხოლოდ სამის დაწერა მოასწრო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, როცა მესამე წიგნი ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, მან დაიწყო გამომცებლების ძებნა წიგნების დასაბეჭდად. 2004 წელს მისი სიკვდილის შემდეგ სამივე ხელნაწერი დასრულებული იყო, მაგრამ გამოუქვეყნებელი.

ამ სერიის პირველი წიგნი გამოიცა შვედეთში, შვედურ ენაზე: Män som hatar kvinnor — სიტყვასიტყვით — ქალთმოძულე კაცები (2005). გაყიდვაში ინგლისურ ენაზე (აგრეთვე ქართულ ენაზეც) გამოვიდა, როგორც გოგონა დრაკონის ტატუთი და გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში 2008 წლის თებერვალში. 2005 წელს, მას მიენიჭა Glass Key-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო სკანდინავიური კრიმინალური რომანი.

მისმა მეორე რომანმა, Flickan som lekte med elden (2006, გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა), მიიღო საუკეთესო შვედური დანაშაულის რომანის ჯილდო 2006 წელს და 2009 წლის იანვარში გამოიცა გაერთიანებულ სამეფოში.

მესამე რომანი, Luftslottet som sprängdes ( "ჰაერის ციხესიმაგრეების ამფეთქებელი"), ინგლისურ ენაზე გამოიცა, როგორც გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში გამოიცა გაერთიანებულ სამეფოში და 2010 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატებში.

ლარსონმა მეოთხე რომენის დაახლოებით 3/4 დატოვა თავის პორტატულ კომპიუტერში, რომელიც ახლა მისი პარტნიორის, ევა გაბრიელსონის განკარგულებაშია. ასევე შეიძლება არსებობს შენიშვნები და ხელნაწერები, მეხუთე და მეექვსე სერიის, აგრეთვე ჯამში კიდევ ათი წიგნის.[28] გაბრიელსონი თავის წიგნში „არსებობს რამ, რაც მინდა იცოდე" სტიგ ლარსონი და მე“ (2011) განაცხადა, რომ მას შეუძლია ბოლო წიგნი დაამთავროს.[29]

2013 წელს, შვედურმა გამომცემლობა Norstedts-მა კონტრაქტი გააფორმმა შვედ მწერალსა და ჟურნალისტ დევით ლაგერკრანცთან, რათა მასგაეგრძელებინა მილენიუმის სერიის წერა.[30] ლაგერკრანცს არ ჰქონდა წვდომა იმ მასალებზე, რომელიც გაბრიელსონის მფლობელობაშია. წიგნი გამოიცა 2015 წლის აგვისტოში, მილენიუმის სერიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, შვედური სათაურით Det som inte dödar oss (ლიტერატურული თარგმანი ინგლისურად: ის, ვინც არ გვკლავს); ხოლო ინგლისური სათაური არის გოგონა ობობას ქსელში.[31][32] ასევე გამოიცემა მწერლის კიდევ ორი რომანი.

ფილმებში

რედაქტირება

2009 წლისთვის შვედურმა კინოკომპანიამ "Yellow Bird"-მა, დანიურ კინოკომპანიასთან "Nordisk Film"-თან თანაპროდიუსორობით, გადაიღო მილენიუმის სერიის წიგნების ყველა ფილმი.

თავის წერილებსა და ინტერვიუებში, ლარსონმა აღიარა, რომ მის ლიტერატურულ ნაშრომებზე დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკულმა და ბრიტანულმა კრიმინალის/დეტექტივების ავტორებმა. მის გმირს (ლიზბეთ სალანდერს) აქვს გარკვეული მსგავსება კაროლ ოკონერის "Mallory"-თან, რომელიც პირველად გამოჩნდა "Mallory"-ის "Oracle"-ში (1994). თავის ნაშრომებში, ლარსონი თავისი ჩვევით, იყენებდა მისი საყვარელი ავტორების გმირების სახელებს. ამ სიის სათავეში იყო სარა პარეტსკი, აგათა კრისტი, ვალ მაკდერმიდი, დოროთი ლი სეიერსი, ელიზაბეტ გიორგი და ენიდ ბლაიტონი.[33]

ერთ-ერთი უძლიერესი გავლენა მოახდინა ლარსონზე, მისი საკუთარი ქვეყნის ნაწარმოებმა: პეპი გრძელიწინდა, რომელიც ეკუთვნის შვედი ბავშვების უსაყვარლეს ავტორს ასტრიდ ლინდგრენს. ლარსონმა განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი მილენიუმის სერიიდან, ლიზბეთ სალანდერი, ფაქტობრივად ზრდასრული პეპი გრძელწინდაა.[34] არსებობს დამატებითი კავშირები ლინდგრენის ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ლარსონის რომანებს შორის; მაგალითად, მეორე მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი, რომელსაც ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ, როგორც "კალე ბლუმკვისტს", სახელი გამოგონილი ლინდგრენის მიერ.[35] სახელი სალანდერი სინამდვილეში შთაგონებულია ასტრიდ ლინდგრენის ბლუმკვისტის ტრილოგიიდან, სადაც ძლიერ ქალ პერსონაჟს, კალე ბლუმკვისტის მეგობარი გოგოს სახელია ევა-ლოტა ლისანდერი.

ლარსონი 15 წლის ასაკში შეესწრო, თუ როგორ გააუპატიურეს მისმა მეგობრებმა ახალგაზრდა გოგო. მისი დიდი ხნის პარტნიორი, ევა გაბრიელსონი თავის წიგნში წერს, რომ ამ ინციდენტმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. გაბრიელსონი ლარსონს ფემინისტს უწოდებს. სტიგი საკუთარ თავს ვერ პატიობდა, რომ ვერ დაეხმარა გოგონას, რამაც შთააგონა თავის წიგნებში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემებზე დაეწერა. [36] „ყველაფერი რაც მილენიუმის ტრილოგიაშია აღწერილი ოდესღაც მომხდარა შვედი მოქალაქის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, პროკურორის ან პოლიცელის ცხოვრებაში“ — წერს გაბრიელსონი.

ასევე არსებობს მსგავსება ლარსონის ლიზბეთ სალანდერსა და პიტერ ოდონელის "Modesty Blaise" შორის.[37][38][39][40] ორივე ქალს ჰქონდა საშინელი ბავშვობა, რომელიც გამოიარეს რომ, როგორმე გადარჩნენ და გახდნენ მოზარდები, ორივეს გამორჩეული უნარი გააჩნია, მათ შორის საბრძოლო უნარიც, და სრულფასოვნად შეუძლიათ ჩაატარონ ოპერაციული სამუშაო, რომელიც კანონს არღვევს.

სტიგ ლარსონი პირველი ავტორია, რომლის ელექტრონული წიგნების გაყიდვების რაოდენობა ერთ მილიონს გადააჭარბა Amazon.com-ზე.[48]

სტიგ ლარსონის ჯილდო

რედაქტირება

2009 წლიდან, ლარსონის ოჯახი და გამომცემლობა Norstedts შემოიღო ყოველწლიური ჯილდო 200 000 შვედური კრონის ოდენობით, სტიგის ხსოვნისადმი. პრიზი მიენიჭა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სტიგ ლარსონის სტილში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

სამეცნიერო-პოპულარული წიგნები

რედაქტირება
  • სტიგ ლარსონი, ანა-ლენა ლოდენიუსი: Extremhögern, სტოკჰოლმი, 1991;
  • სტიგ ლარსონი, მიქაელ ეკმანი: Sverigedemokraterna: den nationella rörelsen, სტოკჰოლმი, 2001;
  • სტიგ ლარსონი, სესილია ენგლუნდი: Debatten om hedersmord: feminism eller rasism, სტოკჰოლმი, 2004;
  • რიჩარდ სლოტი, მარია ბლუმკვისტი, სტიგ ლარსონი, დავიდ ლაგერლოფი: Sverigedemokraterna från insidan, 2004.

რომანები

რედაქტირება

მილენიუმის ტრილოგია:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #131563955 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. 5.0 5.1 BD Gest'
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. http://new.deadlypleasures.com/barry-awards/
  11. http://www.bouchercon.com/anthony-awards/winners-and-nominees/2000s/
  12. Bestselling fiction authors in the world for 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-29. ციტირების თარიღი: 2016-08-06.
  13. The Winning Game: 2010 Hardovers, Facts, Figures
  14. Here’s the Cover for the New Book in Stieg Larsson’s Millennium Series
  15. Berättelsen om Stieg Larsson.The story about Stieg Larsson. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2016-08-06.
  16. There Are Things I Want You to Know" about Stieg Larsson and Me
  17. Stig Larsson: Han ändrade själv stavningen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2016-08-06.
  18. "Steig Larsson" დაარქივებული 2010-10-09 საიტზე Wayback Machine. . booksfactory.com, Books Of The World.
  19. Biography – Background – Stieg Larsson, the man behind Lisbeth Salander. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-30. ციტირების თარიღი: 2016-08-06.
  20. Khaleeli, Homa (16 October 2010). „Stieg Larson 'spent year training Eritrean guerrillas'. The Guardian. London.
  21. About Expo. Expo.se (7 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  22. „Profile: Stieg Larsson: Even his early death became a big thriller“. The Sunday Times. 27 September 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 10 March 2010.(ფასიანი რეგისტრაცია)
  23. What’s in ‘Dragon Tattoo’ author’s secret fourth book?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-24. ციტირების თარიღი: 2016-08-07.
  24. Crime writer taken too soon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-09. ციტირების თარიღი: 2016-08-07.
  25. „Stieg Larssons testamente hittat“ (Swedish). SvD.se. 28 May 2008.
  26. Cantwell, Oisin. (28 May 2008) Ville ge arvet till lokalparti Swedish. Aftonbladet.
  27. SupportEva.com დაარქივებული 2009-04-26 საიტზე Wayback Machine. website. Supports Eva Gabrielsson's position.
  28. McGrath, Charles (23 May 2010). „The Afterlife of Stieg Larsson“. The New York Times Magazine.
  29. Sciolino, Elaine (17 February 2011). „A Word From Stieg Larsson's Partner and Would-Be Collaborator“. New York Times.
  30. Flores, Juan (17 December 2013). „http://www.dn.se/dnbok/stieg-larssons-fjarde-bok-skrivs-av-lagercrantz/“. Dagens Nyheter. ციტირების თარიღი: 17 December 2013. |title=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  31. „Fjärde boken i Millenniumserien ges ut“. Aftonbladet. 17 December 2013. ციტირების თარიღი: 17 December 2013.
  32. „Ny ”Millennium”-bok i augusti“. Folkbladet. TT Spektra. 27 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 27 January 2015.
  33. Lindgrendetails, Astrid. (28 July 2009) Stieg Larsson – infloox ––– NOT VETTED –––. Infloox.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  34. Lindgren, Astrid. (29 July 2009) Pippi Longstocking → Stieg Larsson. infloox. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  35. Literature.com answer on the nickname. Retrieved 11 February 2012.
  36. James, Susan. (5 August 2010) Stieg Larsson Silent as Real-Life Lisbeth Raped. ABS News. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
  37. Blackburn, David. (6 May 2010) The end of Modesty Blaise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
  38. Behe, Rege. (15 April 2010) Nordic invasion: Movies, books, music and more. Pittsburgh Tribune-Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
  39. McDonald, Neil. Stieg Larsson's Millennium Trilogy. Quadrant Online. ციტირების თარიღი: 6 June 2011.
  40. Redvall, Eva. (1 February 2008) Millennium trilogy sold to thirty countries. Sydsvenskan. ციტირების თარიღი: 6 June 2011.[მკვდარი ბმული]
  41. Allen, Katie. (6 October 2008) Rankin and P D James pick up ITV3 awards. theBookseller.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 6 October 2008.
  42. Galaxy British Book Awards site. Galaxybritishbookawards.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
  43. 2009 Galaxy British Book Awards. Winners. Shortlists. 1991 to present. Literaryawards.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  44. Bouchercon World Mystery Convention : Anthony Awards and History. Bouchercon.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  45. The Anthony Awards. Bookreporter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 5 August 2010.
  46. Hibbert, Katharine. (30 September 2009) A terrible injustice mars the publication of Stieg Larsson's final book | Books | Arts. The First Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
  47. Donahue, Deirdre (23 December 2010). „Author of the year: Stieg Larsson's legacy lives on“. USA Today. ციტირების თარიღი: 31 December 2010.
  48. Flood, Alison (28 July 2010). „Stieg Larsson becomes first author to sell 1m ebooks on Amazon“. The Guardian. London.
  49. http://sulakauri.ge/books/single/531
  50. http://sulakauri.ge/books/single/603
  51. http://sulakauri.ge/books/single/779