მილენიუმი (ტრილოგია)

მილენიუმისტიგ ლარსონის ბესტსელეტი დეტექტიური ჟანრის რომანების სერია, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან: ლიზბეთ სალანდერი, ასოციალური ჰაკერი გოგონა ფოტოგრაფიული მეხსიერებით და მიქაელ ბლუმკვისტი, გამომძიებელი ჟურნალისტი და ჟურნალ მილენიუმის გამომცემელი.

მილენიუმი
Millennium

მილენიუმის სერიის პირველი რომანის გოგონა დრაკონის ტატუთის ქართულენოვანი წიგნის გარეკანი.
წიგნები
ავტორი სტიგ ლარსონი
დევიდ ლაგერკრანცი
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ენა შვედური
ჟანრი კრიმინალი/საიდუმლო რომანი
გამომცემელი Norstedts förlag
პირველი გამოცემა აგვისტო 2005 - მაისი 2007
ქართული გამოცემა 2011 - 2016
მედია ბეჭდვური (სქელყდიანი და რბილყდიანი)
საიტი მილენიუმი

ლარსონი სერიისთვის ათი რომანის დაწერას გეგმავდა, თუმცა სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ სამის დასრულება შეძლო.[1][2] 2004 წელს იგი გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა და სამივე რომანი მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, ესენია: გოგონა დრაკონის ტატუთი (2005), გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა (2006), და გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია (2007).[1][2].

სერია თავდაპირველად გამოსცა შვედურმა გამომცემლობამ Norstedts Förlag, ხოლო მისი ინგლისური თარგმანი გაერთიანებულ სამეფოში გამომცემლობა Quercus-მა, ხოლო აშშ-ში გამომცემლობაAlfred A. Knopf-მა გამოაქვეყნა. წიგნები 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცა. 2015 წლის მარტისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ტრილოგიის 80 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული.

2013 წელს გამომცემლობამ Norstedts Förlag მილენიუმის გაგრძელება მწერალსა და ჟურნალისტს, დევიდ ლაგერკრანცს შეუკვეთა. სერიის მეოთხე წიგნი „გოგონა ობობას ქსელში“ 2015 წელს გამოქვეყნდა. მას მოჰყვა „გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის“ 2017 წელს.[3][4] ლაგერკრანცის მესამე რომანი „გოგონა, რომელიც უნდა მომკვდარიყო“ 2019 წელს გამოიცა. 2019 წლის მაისში, ლაგერკრანცის ორი რომანის ჩათვლით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, რითაც მილენიუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სერია გახდა.

ქართულ ენაზე სერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

წარმოშობა

რედაქტირება

ლარსონის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ბევრმა მეგობარმა განაცხადა, რომ ლიზბეთ სალანდერის პერსონაჟი შეიქმნა იმ ინციდენტს გავლენით, რომელიც ლარსონს მოზარდობისას შეემთხვა. ლარსონი თავისი სამი მეგობრის მიერ ახალგაზრდა გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ფაქტს შეესწრო. გოგონას სახელად ლიზბეთი ერქვა. ლარსონმა ვერ შეძლო ბიჭების შეჩერება, რის გამოც დანაშაულის გრძნობა საშინლად სტანჯავდა. იგი ემუდარებოდა გოგონას პატიებას, რაზეც გოგონამ უარი განაცხარა. ლარსონს დანაშაულის გრძნობა წლების მანძილზე არ ასვენებდა, ხოლო მისმა ერთმა ნაწილმა, აღძრა მასში შეექმნა პერსონაჟი მისი სახელით, რომელიც ასევე გაუპატიურა მისმა მეურვემ.[5][6][7] მაგრამ, ამ ამბავის სიზუსტე მას შემდეგ ეჭვქვეშ მოიქცა, როდესაც ლარსონის კოლეგამ ჟურნალ „Expo“-დან როლინგ სტოუნს განაცხადა, რომ ლარსონმა მას უთხრა, რომ მან მოისმინა ამბავი სხვა ადამიანისგან, როგორც მონათხრობი და გადმოსცა თითქოს საკუთარი ამბავია.[8]

ერთადერთ ინტერვიუში, სადაც მან ისაუბრა მილენიუმის სერიის შესახებ, ლარსონმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი გმირის ხასიათი დაფუძნებულია პეპი გრძელიწინდაზე, რომელიც ზრდასრულია.[8][9] შთაგონების სხვა წყარო იყო ლარსონის დისშვილი, ტერეზა. მეამბოხე მოზარდი, რომელიც ხშირად ატარებდა შავ ტანსაცმელსა და კოსმეტიკას, ასევე რამდენიმეჯერ ლარსონს უთხრა, რომ მას სურდა დრაკონის ტატუს გაკეთება. ავტორი ხშირად ელექტრონული ფოსტით წერდა ტერეზას, როდესაც მუშაობდა რომანზე და სთხოვდა მას მოეყოლა თავის ცხოვრებაზე, თუ როგორ იქცეოდა იგი გარკვეულ სიტუაციებში.[8][10]

ლარსონის მეგობარი და კოლეგა კურდო ბაქსი მიიჩნევს, რომ ავტორზე გავლენა მოახდინა ორმა მკვლელობამ 2001 და 2002 წლებში: მოდელ მელისა ნორდელის, რომელიც მისმა მეგობრმა მოკლა, და ფადიმე შაჰინდალის, მამის მიერ მოკლული შვედი-ქურთი ქალი.[5] ორივე ქალბატონი ღირსების მკვლელობის მსხვერპლია. ლარსონისთვის არ არსებობს განსხვავება ქალთა მიმართ „სისტემატურ ძალადობის“ დაზარალებულებს შორის, ხოლო ამით შთაგონებულმა გადაწყვიტა ამის შესახებ წერა. ლარსონის დიდი ხნის პარტნიორმა ევა გაბრილსონმა დაწერა, რომ „ტრილოგიამ სტიგს საშუალება მისცა გაეკრიტიკებინა და საჯაროდ ემხილა ყველა, ვინც მას სძულდა მათი სიმხდალის, უპასუხისმგებლობის და ოპორტუნიზმის გამო:კარტოფილის აქტივისტები, მზიანი დღის მებრძოლები, ყალბი მეგობრები, რომლებიც იყენებდნენ მას საკუთარ კარიერულ წინსვლაში, არაკეთილსინდისიერი კომპანიის ხელმძღვანელებსა და აქციონერები, რომლებმაც თავიანთი უზარმაზარი ბონუსები მოიპოვეს ....ამ ქვეყანაზე სტიგმა უკეთესი თერაპიის საშუალება ვერ მოძებნა, გარდა რომანების წერისა“.[11]

ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ლარსონს, როგორიცაა ბაქსი და ანდერს ჰელბერგი, 1970-იან და 1980-იან წლებში ლარსონის კოლეგა, გაოცებული იყვნენ, რომ მან რომანებს წერს. ჰელბერგი იმდენად გაოცებული იყო და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეჭვი შეაპარა იმას, რომ ლარსონი ტრილოგიის ერთადერთი ავტორი არ იყო, ვინაიდან ლარსონი უბრალოდ კარგი მწერალი არ იყო. ლარსონის პარტნიორი გაბრიელსონი დასახელდა წიგნის თანაავტორის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად, იქიდან გამომდინარე, რომ მისი საგულისხმო ფორმულირება ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მიანიშნებდა წიგნის თანაავტორობაზე. მოგვიანებით გაბრიელსონმა განაცხადა, რომ მისი ინტერვიუ არასწორად იყო აღქმული.[1] 2011 წელს, გაბრიელსონმა ასეთი ბრალდებების მიმართ შეშფოთება გამოხატა და განმარტა: „ფაქტობრივი წერის ხელობა სტიგს ეკუთვნის, მაგრამ რაც შინაარსს შეეხება, ეს განსხვავებული საკითხია, ბევრ მოსაზრებებასა და იდეაში, ჩემი წვლილიც არსებობს“. მაგალითისთვის მან თქვა, რომ მილენიუმის ტრილოგიისთვის გამოიყენა თავისი დაუსრულებული წიგნი არქიტექტორ პერ ოლოფ ჰოლმანის შესახებ, რა დროსაც ისინი ფაქტობრივად გადაამოწმეს ის ადგილები, სადაც მომავალი გმირები იცხოვრებდნენ.[12]

გამოცემა

რედაქტირება

ლარსონი პირველი წიგნის წერას 2002 წელს შეუდგა და აპირებდა პირველი,[1] მეორე და მესამე წიგნის გარკვეული ნაწილის დამთავრების შემდეგ მიემართა წიგნის დასაბეჭდად შვედეთის გამომცემლებს. ბაქსიმ მას პირველი რომანის დაწერა 1997 წელს შესთავაზა, მაშინ, როდესაც ლარსსონმა უთხრა, რომ ის რომანს წერდა.[5] მაშინ, როდესაც სხვა გამომცემლობები ლარსონის ხელნაწერები უკან გააბრუნეს, ექსპო-ს გამომცემელმა რობერტ ასჩბერგმა მათ Norstedts förlag-ი ურჩია, რომელთა რედაქტორებმაც პირველი და მეორე წიგნის წაკითხვის შემდეგ, ხელნაწერები მიიღეს.[5] Norstedt-მა ინგლისურ ენაზე თარგმანი სტივენ თ. მურიეის დაავალა.[13] ლარსონმა სცადა, რომ ბრიტანულ გამომცემლობებს მიეღოთ მისი წიგნი, თუმცა ისინი უარი განაცხადეს, სანამ კრისტოფერ მაკლეოსმა თავისი გამომცემლობა „MacLehose Press“-ისთვის, რომელიც ლონდონის გამომცემლობა „Quercus“-ის ნაწილია, წიგნის გლობალური ინგლისურენოვანი უფლებები არ შეიძინა.[14][15] ორივემ, როგორც გაბრიელსონმა, ისევე მურეიმ, განაცხადა, რომ მაკლეოსმა წიგნები ინგლისურად განსხვავებულად გადათარმნა, ამიტომ მურეიმ მოითხოვა ნაწარმოების „რეგ კეილანდის“ ფსევდონიმით გამოეცა. მაკლეოსმა განმარტა, რომ მას თარგმანი შვედურმა კომპანიამ დაავალა, რომელიც წიგნების ფილმის გადაღებისთვის ადაფტაცია სურდა, სადაც ინგლისურენოვანი სცენარისტის დაქირავებას აპირებდნენ და გადათარგმნილი ვერსია მისთვის იყო გამზადებული. ამიტომ, ეს თარგმნები სწრაფად იყო გაკეთებული და არ იყო განკუთვნილი გამოცემისთვის. მაკლეოსმა განაცხადა, რომ იგი ნაწარმოები ცოტა გაალამაზა, როგორც სხვა ნებისმიერი თარგმანი. ინგლისურ გამოცემებში შეიცვალა პირველი რომანის სახელიც, მიუხედავად იმისა, რომ ლარსონმა უარი უთხრა შვედ გამომცემელს, რომლის მიხედვით პირველი რომანის სახელი „ქალთმოძულე კაცებიდან“ „გოგონა დრაკონის ტატუთი“-ზე შეიცვალა, რაც სალანდერის მხარზე დრაკონის ტატუს გამოა.[12] ალფრედ ა. ნოეფმა, 2004 წელს ლარსონის გარდაცვალების შემდეგ,[16] წიგნის აშშ-ში გამოცემის უფლებები იყიდა და იყენებს იგივე თარგმანს.

რომანები

რედაქტირება

სტიგ ლარსონის წიგნები

რედაქტირება
სტიგ ლარსონის მიერ დაწერილი რომანები
რომანი შინაარსი
გოგონა დრაკონის ტატუთი ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი მილიარდერი მრეწველის ჰანს-ერიკ ვენერსტრომის ცილისწამებაში დაადანაშაულეს და იგი ცდილობს მედიის ყურადღებისგან გაქცევას. ამ დროს, ჰენრი ვანგერი მას თავისი და ვანგერების ოჯახის ბიოგრაფიის დაწერისთვის დაიქირავებს, ხოლო სინამდვილეში მიქაელი ჰენრის ძმიშვილის, ჰარიეტის 36 წლის წინ გაუჩინარებას იძიებს. მასთან ერთად მუშაობას იწყებს გამოცდილი კომპიუტერული ჰაკერი ლიზბეთ სალანდერი.
გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა მიქაელ ბლუმკვისტს დაუკავშირდა თავისუფალი ჟურნალისტი დაგ სვენსონი თემით, რომელიც ეხება ჟურნალ „მილენიუმის“ გამოქვეყნებულ მასალას „სექს-ტრეფიკინგის“ შესახებ, სადაც ჩართულია ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სვენსონი და მისი შეყვარებული მოკლეს და პოლიცია მკვლელობაში ლიზბეტ სალანდერი დაადანაშაულა. ბლუმკვისტი ცდილობს სალანდერის უდანაშაულობის დამტკიცებას, ასევე ცდილობს სვენსონის ნამუშევრის დასრულებას და ამასობაში აღმოაჩენს, რომ ლიზბეტის და სვენსონის საქმე დაკავშირებულია.
გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია შვედეთის უსაფრთხოების სამსახურში საიდუმლო ჯგუფის არსებობის შესახებ გაგების შემდეგ, რომელიც ლიზბეთ სალანდერის წინააღმდეგ რიგი კონსტიტუციური დარღვევა ჩაიდინა, მიქაელ ბლუმკვისტი და შვედეთის უშიშროების სამსახურის კონსტიტუციური უსაფრთხოების განყოფილების პოლიციელები გამოძიებას იწყებენ.

დევიდ ლაგერკრანცის წიგნები

რედაქტირება
დევიდ ლაგერკრანცის მიერ დაწერილი რომანები
რომანი შინაარსი
გოგონა ობობას ქსელში 2013 წლის დეკემბერში, შვედურმა გამომცემლობამ Norstedts-მა განაცხადა, რომ 2015 წლის აგვისტოში გამოქვეყნდება ტრილოგიის მეოთხე რომანი, რომელსაც დაწერს შვედი მწერალი დევიდ ლაგერკრანცი, რომელიც ცნობილია ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბიოგრაფიის წერით.[17][18] ლარსონის პარტნიორმა, ევა გაბრილსონმა პროექტთან დაკავშირებით კრიტიკა გამოთქვა, ვინაიდან რომანი არ ითვალისწინებდა გაბრიელსონთან შენახულ გამოუქვეყნებელ მასალას, რომელიც ჯერ კიდევ მის მფლობელობაშია.[19] ნოველის შვედური სახელწოდება „Det som inte dödar oss“, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ის, რაც არ გვკლავს ჩვენ“.[20] წინა რომანის მსგავსად, ინგლისურენოვანი თარგმანი გამოიცა „Quercus“-ის მიერ.[21] წიგნი, ინგლისური სახელწოდებით „გოგონა ობობას ქსელში“ ბრიტანეთში 27 აგვისტოს, ხოლო აშშ-ში 2015 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა.[22]

ლარსონის დაუსრულებელი მასალა

რედაქტირება
 
მილენიუმის გამოფენა სტოკჰოლმის საქალაქო მუზეუმში.

2004 წლის ნოემბერში გარდაცვალებამდე, ლასონმა კიდევ ერთი ნოველის არასრული ხელნაწერი დაწერა. მისი პარტნიორი, ევა გაბრიელსიონი ამ ხელნაწერებს ფლობს, მაგრამ არ ფლობს ლარსონის ნამუშევრებზე უფლებას.[2] გაბრიელსონის იმ ხალხისგან დაცვის მიზნით, რომლებზეც ის რეალურ ცხოვრებაში (შვედი ნეო-ნაცისტები და რასისტები) წერდა, ლარსონი მასზე არასოდეს დაქორწინებულა. ლარსონმა ანდერძიც დაწერა, მაგრამ არ დამოწმებულა იგი, რაც მას შვედეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ძალის გარეშე ტოვებს. შესაბამისად, ხელნაწერებზე უფლებებს მისი ოჯახი ფლობს. შესაძლებელის, რომ ასევე არსებობს კონტური ან ხელნაწერი მეხუთე და მეექვსე წიგნისთვის.[1]

2010 წელს, ლარსონის მეგობარმა ჯონ-ჰენრი ჰოლბერგმა Associated Press-ს აჩვენა წერილები, რომელსაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას ლარსონმა გამოაგზავნა, სადაც სავარაუდოდ სერიის სხვა წიგნებზეა საუბარი. ერთ-ერთ წერილში ლარსონი წერდა: „სიუჟეტი ვითარდება საქს-ჰარბორიდან (კანადა) 120 კილომეტრით ჩრდილოეთით, ბანქის კუნძულზე სექტემბრის თვეში... მოკლე აღწერის მიხედვით, წიგნი 440 გვერდი უნდა ყოფილიყო“.[23]

გაბრიელსონის განცხადებით, ხელნაწერები დაახლოებით 200 გვერდს შეადგენს, რომლის სამუშაო სახელი „Guds hämnd“ („ღვთის შურისძიება“) აქვს,[24] რომელიც 30%-ით დასრულებულია და „საგამომცემლოდ არ ივარგებს“. 2011 წელს გაბრიელსონმა განაცხადა, რომ: „მე ერთხელ შევთავაზე სერიის წერას, მაგრამ ამისთვის მე უნდა მქონდეს კანონიერი უფლებები, ხოლო მათ (ლარსონის კანონიერი მემკვიდრეები) არ უნდათ ეს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა იყოს ბედნიერი, რომ არსებობს მხოლოდ სამი წიგნი“.[12] სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ლარსონის ყოფილმა კოლეგამ ქურდო ბაქსიმ განაცხადა, რომ ის და ავტორის მამამ, ლარსონის სიკვდილის შემდეგ მალევე ნახეს გაბრიელსონთან შენახული ხელნაწერები: „სადაც 260 გვერდია, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნის დაახლოებით 70% დასრულებული“. ხელნაწერ სერიის მეხუთე ნაწილია, ხოლო წიგნში დიდწილად მოვლენები „ირლანდიის, შვედეთსა და აშშ-ს შორის“ და ლიზბეთ სალანდერსა და მის ტყუპ დას, კამილას შორის ვითარდება. ბაქსი ასევე ეწინააღმდეგება მოწვეული მწერალის მიერ სერიის დასრულებას, რადგან მიაჩნია, რომ ის „არ სცემს პატივს სტიგ ლარსონის სტილს“.[25]

აღიარება

რედაქტირება

პირველმა რომანმა 2006 წელს მოიპოვა შვედური ჯილდო Glass Key award-ი, ასევე იმავე წელს მისმა მეორე რომანმა მოიპოვა შვედეთის საუკეთესო კრიმინალური რომანის ჯილდო, ხოლო 2008 წელსმ მესამე რომანმა ასევე მოიპოვა Glass Key award-ი. 2012 წელს, იაპონიის „Tozai Mystery Best 100“-მ, „მილენიუმის“ სერიალი დასავლეთის მეთორმეტე საუკეთესო სერიალებს შორის შეიყვანა.[26] 2010 წლის მაისისთვის, ტრილოგიის 27 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,[1] ეს რიცხვი მომდევნო ხუთი თვის მანძილზე 46 მილიონით გაიზარდა[27] და 2011 წლის დეკემბერში 65 მილიონს მიაღწია.[28] 2010 წლის ივლისში, ტრილოგიამ ლარსონი პირველი ავტორი გახადა, რომლის ტრილოგიის მილიონი ელექტრონული ეგზემპლარი გაიყიდა Amazon Kindle-ზე.[29] 2013 წლის დეკემბრითვის, წიგნების გაყიდვების რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა[17] და 2015 წლის მარტისთვის 80 მილიონს მიაღწია.[30]

ადაპტაცია

რედაქტირება

შვედური ეკრანიზაცია

რედაქტირება

შვედურმა კინოკომპანიამ „Yellow Bird“-მა, დანიურ კინოკომპანია ნორდისკ ფილმთან ერთად გადაიღო მილენიუმის ტრილოგიის კინოვერსია,[31] რომელიც 2009 წელს სკანდინავიაში გამოვიდა. 2010 წელს, სამივე ფილმის გადაღება დაახლოებით 180 წუთი შეადგინა, შედეგად შვედურმა ტელევიზიებმა ფილმები ექვს სერიად აჩვენეს, სერიალ „მილენიუმის“ სახელით. თითოეული ფილმი დაიყო 90 წუთიან ორ ნაწილად.

თავდაპირველად, მხოლოდ პირველი ფილმი იყო განკუთვნილი თეატრალური გამოშვებისთვის, შემდეგი ფილმები კი სატელევიზიო ფილმებად იყო გათვლილი, მაგრამ ეს შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველმა ფილმმა მოიპოვა უზარმაზარი წარმატება. პირველი ფილმის რეჟისორი ნილს არდენ ოპლევი იყო, ხოლო შემდგომი ორის დანიელ ალფრედსონი. პირველი ორი ფილმის სცენარის ავტორები იყვნენ ნიკოლოზ არსელი და რასმუს ჰეისტერბერგი, ხოლო უკანასკნელის ულფ რიდბერგი და იონას ფრიკბერგი. სამივე ფილმში მიქაელ ბლუმკვისტის როლი მიქაელ ნუკვისტმა, ხოლო ლიზბეთ სალანდერის როლი კი ნუმი რაპასმა შეასრულა.

ამერიკული ეკრანიზაცია

რედაქტირება

ფილმი გოგონა დრაკონის ტატუთი გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში 2011 წლის 21 დეკემბერს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში იმავე წლის 26 დეკემბერს.

Yellow Bird-მა და Metro-Goldwyn-Mayer-მა, Columbia Pictures-თან თანამშრომლობით, პირველი რომანის ინგლისურენოვანი ეკრანიზაცია გამოუშვა. ფილმი დაიწერა სტივენ ზეილიანის მიერ, რომლის რეჟისორი გახდა დევიდ ფინჩერი, ხოლო პროდიუსერი სკოტ რუდინი, სადაც მიქაელ ბლუმკვისტის როლი დენიელ კრეიგმა და ლიზბეთ სალანდერის როლი რუნი მარამ შეასრულა. „გოგოგნა დრაკონის ტატუთი“-ს გარდა ფინჩერმა და ზეილიანმა ხელი მოაწერეს კიდევ ორ ეკრანიზაციას, რომლებიცაა გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა და გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია. 2012 წლის იანვარში, Sony-მ გამოცხადდა, რომ კომპანია მუშაობს მომდევნო ორი რომანის ეკრანიზაციაზე.[32][33] ამავე დროს, ზეილიანი წერდა ორიგინალურ სცენარს, თუმცა Sony საქმეში ჩართო ენდრიუ კევინ უოლკერი. სტუდიაში იმედოვნებდნენ, რომ ახალ ფილმებში იგივე პერსონები მიიღებდნენ მონაწილეობას, რომლების ითამაშეს პირველ ფილმში, მაგრამ საქმე უფრო რთული იყო.[34] 2015 წლის 4 ნოემბერს გამოცხადდა, რომ განიხილებოდა რომან გოგონა ობობას ქსელში-ს ადაპტაცია, თუმცა, დენიელ კრეიგის და რუნი მარას გარეშე.[35]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 McGrath, Charles (23 May 2010). „The Afterlife of Stieg Larsson“. The New York Times Magazine. New York City: New York Times Company.
  2. 2.0 2.1 2.2 The 4th Book - Stieg Larsson, the man behind Lisbeth Salander. stieglarsson.com (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 6 July 2014
  3. Author moves on from Larsson. ციტირების თარიღი: 2017-06-01
  4. Post, The Jakarta. „In new Millennium book, author steps out of Larsson's shadow“. The Jakarta Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-06-01.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Baski, Kurdo (31 July 2010). „How a brutal rape and a lifelong burden of guilt fuelled Girl with the Dragon Tattoo writer Stieg Larsson“. Daily Mail. London.
  6. Penny, Laurie (5 September 2010). „Girls, tattoos and men who hate women“. New Statesman. ციტირების თარიღი: 2015-06-16.
  7. Baski, Kurdo (31 July 2010). „How a brutal rape and a lifelong burden of guilt fuelled Girl with the Dragon Tattoo writer Stieg Larsson“. Daily Mail. London. ციტირების თარიღი: 2015-06-16.
  8. 8.0 8.1 8.2 Rich, Nathaniel (5 January 2011). „The Mystery of the Dragon Tattoo: Stieg Larsson, the World's Bestselling — and Most Enigmatic — Author“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2015-06-16.
  9. Rising, Malin (17 February 2009). „Swedish Crime Writer Finds Fame After Death“. Washington Post. ციტირების თარიღი: 2015-06-16.
  10. Lindqvist, Emma. (25 February 2009) Salanders förebild. Dagens Nyheter. ციტირების თარიღი: 2015-06-16.
  11. Gabrielsson, Eva, Marie-Françoise Colombani, and Linda Coverdale. "There Are Things I Want You to Know" about Stieg Larsson and Me. New York: Seven Stories, 2011.
  12. 12.0 12.1 12.2 „Sequel announced to Stieg Larsson's Girl With the Dragon Tattoo trilogy“. The Guardian. 4 October 2011. ციტირების თარიღი: 29 November 2014.
  13. Acocella, Joan. "Man of Mystery". New Yorker (1/10/2011), Vol. 86, Issue 43.
  14. Clark, Nick (2010) "The publishing house that Stieg Larsson built". The Independent, 6 August 2010, accessed 10 March 2010.
  15. Profile: Stieg Larsson: Even his early death became a big thriller. დაარქივებული 2010-10-25 საიტზე Wayback Machine. The Sunday Times, 27 September 2009, accessed 10 March 2010.
  16. "American Readers, Waiting Impatiently For 'The Girl'", NPR (April 5, 2010). Retrieved February 5, 2011.
  17. 17.0 17.1 „Sequel announced to Stieg Larsson's Girl With the Dragon Tattoo trilogy“. The Guardian. 17 December 2013. ციტირების თარიღი: 17 December 2013.
  18. „Fjärde boken i Millenniumserien ges ut“. Aftonbladet. 17 December 2013. ციტირების თარიღი: 17 December 2013.
  19. „Lagercrantz skriver "Millennium"-bok“. Svenska Dagbladet. 17 December 2013. ციტირების თარიღი: 17 December 2013.
  20. „Ny "Millennium"-bok i augusti“. Folkbladet. TT Spektra. 27 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 27 January 2015.
  21. Quercus Publishing to publish fourth book in Stieg Larsson's Millennium series. Quercus Publishing plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 17 December 2013.
  22. From 'Dragon Tattoo' To The 'Spider's Web': Stieg Larsson's Heroine Returns. NPR.org (31 March 2015). ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  23. „Fresh details surface about fourth book in Stieg Larsson's Millennium series“. The Guardian. 13 July 2010. ციტირების თარიღი: 29 November 2014.
  24. „Stieg Larsson confidant reveals details about unpublished fourth 'Millennium' novel“. Entertainment Weekly. 28 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 29 November 2014.
  25. „Stieg Larsson's final novel '70% complete', colleague claims“. The Guardian. 22 August 2011. ციტირების თარიღი: 29 November 2014.
  26. „Tozai Mystery Best 100 (Revised Edition 2012), The Top 50 Translated Mystery Novels“ (Japanese). Bungeishunjū. ციტირების თარიღი: 16 September 2015.
  27. „The Continuing Mysteries of Stieg Larsson“. CBS News. October 10, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-16. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  28. Hassan, Genevieve (December 25, 2011). „Hollywood takes on Girl with the Dragon Tattoo. BBC News. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  29. Hachman, Mark (July 28, 2010). „Stieg Larsson Sells a Million Books on Amazon's Kindle“. PC Magazine. ციტირების თარიღი: 2012-01-12.
  30. „Here’s the Cover for the New Book in Stieg Larsson’s Millennium Series“. Time. 21 March 2015. ციტირების თარიღი: 16 June 2015.
  31. Yellow Bird Puts SEK 106m Millennium Project In Production. nordiskfilmogtvfond (2007-11-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2009-09-22.
  32. 'Dragon Tattoo' sequel still on track, Sony says. EW.com (January 3, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 3, 2012. ციტირების თარიღი: January 3, 2012.
  33. ‘Girl with the Dragon Tattoo’ Sequel is Still Moving Forward. ScreenRant.com (January 3, 2012). ციტირების თარიღი: January 3, 2012.
  34. Phil de Semlyen, The Girl With The Dragon Tattoo Sequel Gets A Writer, Empire Online, 18 July 2013.
  35. Siegel, Tatiana; Kit, Borys (November 4, 2015). 'Girl With the Dragon Tattoo' Follow-up in Works With Steven Knight in Talks to Adapt (Exclusive)“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: November 5, 2015.