ნორდისკ ფილმი (დან. Nordisk Film) — დანიური კინოკომპანია, დაარსებულია 1906 წელს. დღემდე მომუშავე კონოსტუდიათა შორის მსოფლიოში უძველესია. მდებარეობს კოპენჰაგენის უბან ვალბიუში.

კინოსტუდიის შესასვლელი

კინოსტუდია დანიელმა რეჟისორმა ოლე ოლსენმა Ole Olsens Filmfabrik-ის სახელწოდებით დააარსა. 1907 წელს სტუდიაში ფილმი „ლომზე ნადირობა“ გადაიღეს. 1908 წელს კი ნიუ-იორკის The Great Northern Film Company-ის წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელიც ამერიკულ ბაზარზე დანიური ფილმების გაყიდვას კისრულობდა. 1911 წელს კომპანიას ოფიციალურად გადაერქვა სახელი და ნორდისკ ფილმი გახდა. 1922 წელს მედიაჯგუფ Egmont-ის ნაწილი გახდა. დღესდღეობით Nordisk Film მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს, ასევე სატელევიზიო პროგრამებს აწარმოებს, ფლობს კინოთეატრთა ქსელს. კომპანიაში დაახლოებით 1200 კაცია დასაქმებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება