ფადიმე შაჰინდალი
ფადიმე შაჰინდალი (თურქ. Fadime Şahindal; დ. 2 აპრილი, 1975, ელბისტანი, თურქეთი — გ. 21 იანვარი, 2002, შვედეთი) — ეთნიკურად ქურთი ემიგრანტი, რომელიც შვიდი წლის ასაკიდან შვედეთში ცხოვრობდა, სადაც მისი ოჯახი თურქეთიდან გადავიდა. 2002 წლის იანვარში, მამამისი, რაჰმი შაჰინდალი ის ღირსების დაცვის მოტივით მოკლა.[1]
ცხოვრება და მკვლელობა
რედაქტირებაფადიმე შაჰინდალი წინააღმდეგი იყო მისი ოჯახის მიერ დაჟინებულად მოწყობილი ქორწინების, რა დროსაც მას თავისი შეყვარებული ჰყავდა. თავდაპირველად, ფადიმე თავის ურთიერთობას ოჯახისგან საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, მამამისმა შეიტყო ამის შესახებ. შედეგად, შაჰინდალი იძულებული გახდა დაეტოვა ოჯახი და საცხოვრებლად სუნდსვალიში გადასულიყო. თუმცა, ახალ საცხოვრებელ ადგილას მას ძმამ მიაგნო და მოკვლით დაემუქრა. შედეგად, ფადიმემ პოლიციას მიმართა, სადაც მას ურჩიეს თავდაპირველად ოჯახს დაელაპაკებოდა. ამის შემდეგ, ფადიმემ თავისი ისტორია მედიას გააცნო, შემდეგაც იგი ისევ მივიდა პოლიციაში, ხოლო პოლიციამ მას იდენტობის შეცვლა და გასაიდუმლოება შესთავაზა. მასმედიასთან საუბრის შემდეგ, ფადიმემ შეძლო და მიიღო შვედეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი მხარდაჭერა, თუმცა, ოჯახისთვის თვალსაზრისით, შაჰინდალმა „სირცხვილი“ აჭმევინა თავისი ქმედებით ოჯახს, თან საჯაროდ. თავის მხრივ, ფადიმემ აგრეთვე სარჩელი შეიტანა სასამართლოში მუქარის ბრალდებით, თავისი მამის და ძმის წინააღმდეგ, სადაც გაიმარჯვა.
ფადიმეს დაგეგმილი ჰქონდა თავის შეყვარებულთან ერთად სხვა ქალაქში გადასავლა, თუმცა, პატრიკი 1998 წლის ივნისში ავტოავარიაში მოყვა და მიღებული ტრავმებით დაიღუპა. პატრიკი ქალაქ უფსალაშია დაკრძალული.
ფადიმეს შეყვარებულის უფსალაში დაკრძალვის შემდეგ, მამამისმა მას აუკრძალა უფსალაში ჩასვლა. თუმცა, ნალინ ფექგული, ქურთი წარმოშობის შვედი პარლამენტარი, ამ საკითხზე კომპრომის მიაღწია ოჯახთან, რა დროსაც შაჰინდალი დათანხმდა, რომ არ ჩავიდოდა უფსალაში, ხოლო თავის მხრივ მამამისი დაპირდა, რომ დაანებებდა ფადიმეს დევნას.
2001 წლის 20 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობისთან ბრძოლის ქსელმა სემინარი მოაწყო თემაზე „ინტეგრაცია პირობებზე?“. სემინარის დროს, ფადიმემ რიქსდაგს თავისი ისტორია გააცნო.
2002 წლის 21 იანვარს, ფადიმემ ფარულად ესტუმრა თავის დედას და დებს უფსალაში. ვიზიტის მსვლელობისას, მამამისი სახლში დაბრუნდა და ფაქტით განრისხებული მამა, ცეცხსასროლი იარაღით ფადიმეს თავში ესროლა, დედამისის და ორი დის თვალწინ. პოლიციასთან საუბარში, ფადიმეს მამამ თავდაცვის მიზნით განაცხადა, რომ ის ავად იყო. მკვლელობის შემდეგ კი, ფადიმეს ერთ-ერთმა ბიძაშვილმა აღიარა მისი მკვლელობა და ამით ცდილობდა პოლიციის დარწმუნებას, რომ ფადიმე მამამის არ მოუკლავს.
საბოლოოდ, შვედეთის სასამართლომ მკვლელობისთვის ფადიმეს მამა გაასამართლა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ფადიმეს მკვლელობამ ფართო დებატები გამოიწვია შვედეთში ემიგრანტების ინტეგრაციისთან დაკავშირებით, აგრეთვე გაჩნდა დამატებითი კითხვები პატრიკის სიკვდილთან მიმართებაში.
ფადიმე უფსალაში დაკრძალეს.
2014 წლის აპრილში, შვედეთის პოლიციამ, წინააღმდეგობის გაწევის დროს ფადიმეს ძმა მოკლა.[2]