Amazon Kindle [ˈʔæməzən 'kɪndl̩] — ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობების სერია, რომელსაც გააჩნია ელექტრონული ფურცლის მხარდაჭერა. დეველოპერია Amazon.com, ხოლო მწარმოებელი - ფოქსკონი. Kindle რამდენიმე ტიპისაა: პირველი (გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი 2007), მეორე (23 თებერვალი 2009), მესამე (27 აგვისტო 2010) და DX (გამოდის 2009 წლიდან) ტიპის. მისი თავდაპირველი ფასი 399 ამერიკული დოლარი იყო. მუშაობს ლინუქსის (v2.6.10) ოპერაციულ სისტემაზე.

Amazon Kindle
Kindle 3
შემქმნელი Amazon.com
მწარმოებელი Foxconn
პროდუქტის ოჯახი Kindle
ტიპი ელექტრონული წიგნების მკითხველი
გამოშვების თარიღი 19 ნოემბერი 2007
თავდაპირველი ფასი 399 აშშ დოლარი
ოპერაციული სისტემა

Linux 2.6.26
Kindle Original 1.2
Kindle 2 2.5.8
Kindle DX 2.5.8
Kindle 3 3.4
Kindle 4, 5 4.1.1
Kindle 6 5.6.1.0.2
Kindle Touch 5.3.7.2
Kindle Paperwhite (პირველი თაობა) 5.4.4.2
Kindle Paperwhite (მეორე თაობა) 5.6.1.0.2

Kindle Voyage 5.6.1.0.1
კვება 3.7 ვ, 1530 მა ლითიუმ–პოლიმერული, BA1001 მოდელი
პროცესორი 532 მეგაჰერცი, ARM-11
მეხსიერება (სრული/წვდომადი)
256 მბ/180 მბ (თავდაპირველი) ან 2 გბ/1.4 გბ (Kindle 2) ან 4 გბ/3 გბ (Kindle 3) ან 4 გბ/3.3 გბ (Kindle DX) შიდა ფლეშ მეხსიერება
მონიტორი

6 დუიმიანი დიაგონალი, 3.6 დიუმი (91 მმ) × 4.8 დიუმი (122 მმ),

600 × 800 პიქსელი ან 0.48 მეგაპიქსელი
შეტანა USB 2.0 პორტი, SD ბარათი (მხოლოდ ორიგინალურ მოდელზე), შიდა სპიკერი, ცვლადი დენის გადამყვანის შესაერთებელი
კამერა არა
სათითური არა
ზომა

203 × 135 × 20.3 მმ (ორიგინალი) 203 × 135 × 9.14 მმ (Kindle 2)

190 × 123 × 8.51 მმ (Kindle 3)
წონა

290 გრამი (Kindle 1 და 2) 247 გრამი (Kindle 3) 241 გრამი (Kindle 3 მხოლოდ Wi-Fi–ანი)

540 გრამი (Kindle DX 2)
დაკავშირებული სტატიები Amazon.com
საიტი Amazon Kindle

Kindle-ს აქვს Wi-Fi მოწყობილობის მხარდაჭერა, რათა მომხმარებელმა ინტერნეტის მეშვეობით იპოვოს სასურველი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, გადმოწეროს ან იყიდოს ზოგიერთ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ იგი გამოდგება ბლოგების და ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლადაც. გვერდ Amazon.com-ს აქვს Kindle-ის წიგნების ცალკე კატეგორია. არის უფასო და მეკობრული მეთოდით გავრცელებული წიგნებიც.

წაკითხვადი ფაილის ფორმატები რედაქტირება

თავდაპირველი Kindle კითხულობდა მხოლოდ (MOBI, PRC) გაფართოების, უბრალოდ ტექსტური ფაილის (TXT), Topaz-ის ფორმატის (TPZ) და ამაზონის საკუთარი, დაცული ფორმატის (AZW) ტიპის ფაილების.

Kindle-ის მოდელები რედაქტირება

პირველი თაობა რედაქტირება

Kindle რედაქტირება

ამაზონმა გამოუშვა პირველი თაობის Kindle 19 ნოემბერს, 2007, 399$-ად. ის გაიყიდა 5 საათ ნახევარში და არ იყო ამაზონის საწყობში აპრილის ბოლომდე, 2008. ის არის ერთადერთი Kindle რომლის მეხსიერების გაზრდაც SD ბარათით არის შესაძლებელი.

მოწყობილობას გააჩნია 6 დუიმიანი, 4-დონიანი შავ-თეთრი ეკრანი და 250 მბ შიდა მეხსიერება. ამაზონს არ გაუყიდია იგი შეერთებული შტატების გარეთ.

მეორე თაობა რედაქტირება

Kindle 2 რედაქტირება

10 თებერვალს, 2009, ამაზონმა დააანონსა Kindle 2. გაყიდვაში გამოვიდა 23 თებერვლიდან, 2009. მას შეეძლო ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა და ჰქონდა 2 გბ შიდა მეხსიერება.

24 ნოემბერს, 2009, ამაზონდა გამოუშვა პროგრამის განახლება რომელმაც გაზარდა ბატარიის დრო 85%-ით და წარმოადგინა PDF მხარდაჭერა.

Kindle 2 საერთაშორისო ვერსია რედაქტირება

7 ოქტომბერს, 2009, გამოუშვა საერთაშორისო ვერსია რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.

Kindle DX რედაქტირება

ამაზონმა დააანონსა Kindle DX 6 მაისს, 2009. მას ჰქონდა დიდი ეკრანი, PDF მხარდაჭერა და აქსელერომეტრი. იყო უფრო მოსახერხებელი გაზეთების და სახელმძღვანელოების წასაკითხად.

Kindle DX Graphite რედაქტირება

1 ივლისს, 2010, ამაზონმა გამოუშვა ახალი ვერსია Kindle DX „Graphite“ ახალი ელ მელნიანი ეკრანით.

მესამე თაობა რედაქტირება

Kindle Keyboard Wi-Fi და Wi-Fi/3G რედაქტირება

ამაზონმა დააანონსა ახალი თაობის Kindle 28 ივლისს, 2010. ამაზონი არ იხსენიებდა მას როგორც Kindle 3 მაგრამ მას მიმომხილველები ხშირად ზუსტად ასე იხსენიებდნენ.

ეს Kindle ხელმისაწვდომი იყო 2 ვერსიად. ერთი Wi-Fi კავშირით, US$139, და მეორე, ორივე 3G და Wi-Fi კავშირით. ორივე იყენებდა ახალ E ink „Pearl“ ეკრანს.

მეოთხე თაობა რედაქტირება

Kindle რედაქტირება

28 სექტემბერს, 2011, ამაზონმა დააანონსა ახალი მოდელი $79 და $109, რეკლამებით და მათ გარეშე შესაბამისად. შეინარჩუნა ძველი 6’’ ეკრანი და დაამატა ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი. აქვს 9 ღილაკი, კლავიატურა ეკრანზე, 2გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა.

Kindle Touch Wi-Fi და Wi-Fi/3G რედაქტირება

ამაზონმდა დააანონსა თაჩსკრინიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011; გააჩნია Wi-Fi ($99 რეკლამებით, $139 ურაკლამო) ან Wi-Fi/3G კავშირი ($149 რეკლამებით, $189 ურეკლამოდ). 3G მობილურის ქსელით შესაძლებელია Kindleს მაღაზიასთან დაკავშირება, წიგნების და პერიოდიკის გადმოწერა და ვიკიპედიის ნახვა. გააჩნია ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი, ინფრაწითელ მგრძნობიარე ეკრანი, 4გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა. 2012 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია გაერთიანებლ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში.

მეხუთე თაობა რედაქტირება

Kindle რედაქტირება

6 სექტემბერს, 2012, ამაზონმდა წარმოადგინა ახალი თაობა. იწყება $69 რაკლამით და $89 ურეკლამო. აქვს შავი ჩარჩო, უკეთესი კონტრასტი და ფონტების ცვლაა შესაძლებელი, ასევე 167 PPI პიქსელების სიმჭიდროვე და ყველაზე მსუბუქია (170g).

Kindle Paperwhite რედაქტირება

გამოვიდა 1 ოქტომბერს. აქვს 6" ეკრანი, 212 ppi ეკრანით (თითქმის-XGA რეზოლუცია 758×1024) ჩაშენებული განათებით. ხელმისაწვდომია ($119 რეკლამებით, $139 ურეკლამო) და Wi-Fi + 3G ($179 რეკლამით, $199 ურეკლამო) მოდელები. ბატარის სიცოცხლე 8 კვირა ყოველდღე ნახევარი საათი კითხვით.

LCD რედაქტირება

Kindle Fire რედაქტირება

ამაზონმა დააანონსა ანდროიდზე დაფუძნებული ფერადი სენსორულ ეკრანიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011. გამოვიდა $199-ად და აქვს 7-დუიმიანი ეკრანი. იტევს 80 აპლიკაციას, პლიუს 10 კინო, ან 800 მუსიკა ან 6000 წიგნს. მის ვებ ბრაუზერია ამაზონ სილკი. არ აქვს 3G, მიკროფონი, კამერა და SD მხარდაჭერა. იტევს 8 გბ და 8 საათიანი ბატარიის დრო.

Kinfle Fire HD რედაქტირება

Kindle Fire HD არის მეორე თაობის ამაზონის ფერადი პლანშეტი 2 სახის 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.

Kindle Fire HDX რედაქტირება

Kindle Fire HDX არის მესამე თაობის Amazon's Kindle Fire-ის სერიის პლანშეტი. იგი არის 2 სახის - 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amazon_Kindle&oldid=4543926“-დან