დოროთი ლი სეიერსი

ინგლისელი კრიმინალური ჟანრის მწერალი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დოროთი ლი სეიერსი (დ. 13 ივნისი, 1893 — გ. 17 დეკემბერი, 1957) — კრიმინალური ჟანრის ინგლისელი მწერალი და პოეტი. ცნობილია მისტიკური რომანებისა და მოთხრობების სერიით არისტოკრატი და მოყვარული გამომძიებელი ლორდ პიტერ უიმზის შესახებ, რომელშიც მოქმედება პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის ხდება. მწერალი ასევე პიესებსა და ესეებს წერდა და ლიტერატურულ კრიტიკას ეწეოდა. სეიერსი თავის საუკეთესო ნამუშევრად დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ თარგმანს მიიჩნევდა.

დოროთი ლი სეიერსი
ინგლ. Dorothy Sayers[1]

დოროთი ლი სეიერსის ბრინჯაოს ქანდაკება ესექსის ქალაქ უიტემში
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1893
დაბადების ადგილი ოქსფორდი[2]
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 1957 (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი უიტემი[3] [4]
საქმიანობა
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი სამერვილის კოლეჯი[5] , Godolphin School[6] და Christ Church Cathedral School
Magnum opus ვისი გვამია?, მოწმის ღრუბლები, არაბუნებრივი სიკვდილი, უსიამოვნება ბელონას კლუბში, Lord Peter Views the Body, Strong Poison, Five Red Herrings, Have His Carcase, Hangman's Holiday, Murder Must Advertise, The Nine Tailors, Gaudy Night, Busman's Honeymoon, In the Teeth of the Evidence და Striding Folly
მეუღლე Mac Fleming[6]

ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები: „ვისი გვამია?“, „მოწმის ღრუბლები“ და „არაბუნებრივი სიკვდილი“.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

დოროთი ლი სეიერსი 1893 წლის 13 ივნისს ოქსფორდში, ბრიუერის ქუჩაზე, ჰელენ მარი ლის და ჰენრი სეიერსის ოჯახში დაიბადა. მისი დედა ადვოკატი ფრედერიკ ლის ქალიშვილი იყო, რომელიც წარმოშობით კუნძული უაიტიდან გახლდათ, თავად კი ჰემპშირში იყო დაბადებული. მისი მამა, წარმოშობით დასავლეთსასექსელი, ოქსფორდის ქრისტეს საკათედრო ტაძარში მღვდელი იყო და ტაძრის საგალობო სკოლას ხელმძღვანელობდა.[8] როცა სეირსი ექვსი წლის იყო, მამამ მისთვის ლათინურის სწავლება დაიწყო. [9]

მომავალი მწერალი ჰანტინგდონშირის ერთ პატარა სოფელში გაიზარდა, სადაც მამამისი ტაძრის რექტორად დაინიშნა. სწორედ ტაძრის სასაფლაოდან მომდინარეობს რამდენიმე პერსონაჟის გვარი სეიერსის რომანიდან „ცხრა მეზღვაური“.

1909 წლიდან სეიერსი გოდოლფინის სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.[10] 1912 წელს მან ოქსფორდის უნივერსიტეტის სომერვილის კოლეჯის სტიპენდია მოიპოვა,[11] სადაც თანამედროვე ენებსა და შუა საუკუნეების ლიტერატურას სწავლობდა. სეიერსმა უმაღლესი განათლების პირველი საფეხური 1915 წელს დაამთავრა.[12] იმ პერიოდში ქალებს ხარისხი არ გადაეცემოდათ, რაც რამდენიმე წელიწადში შეიცვალა და სეიერსი ოქსფორდის უნივერსიტეტის ხარისხის მფლობელი ერთ-ერთი პირველი ქალი გახდა.[13] 1920 წელს მან მაგისტრის ხარისხი მიიღო. სეიერსისთვის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება შთაგონება გახდა პიტერ უიმზის სერიის რომანისთვის „სადღესასწაულო ღამე“.

 

პოეზია, მასწავლებლობა და სარეკლამო საქმიანობა

რედაქტირება

სეიერსის პირველი პოეტური კრებული „OP. I“ 1916 წელს გამოქვეყნდა.[14] მან მომდევნო პოეტური კრებული „კათოლიკური ზღაპრები და ქრისტიანული სიმღერები“ 1918 წელს გამოაქვეყნა. მომდევნო პერიოდში სეიერსი სხვადასხვა ადგილებში მასწავლებლად მუშაობდა, მათ შორის საფრანგეთში, ნორმანდიაში. პარალელურად იგი აქტიურად აქვეყნა ლექსებს ჟურნალში Oxford Magazine.[15]

1922-1931 წლებში სეიერსი ქოფირაითერად მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში S. H. Benson. მას მიეწერება სლოგანის „რეკლამა მომგებიანია“ შექმნა.[16][17] სარეკლამო ინდუსტრიაში მიმდინარეობს მოქმედება სეიერსის რომანში „სიკვდილის რეკლამა“, რომელშიც ავტორი რეკლამაში სიმართლის როლის შესახებ საუბრობს.

დეტექტიური პროზა

რედაქტირება

სეიერსმა პირველი რომანის, „ვისი გვამია?“, სიუჟეტზე მუშაობა დაახლოებით 1920-1921 წლებში დაიწყო. მისი სიუჟეტის ჩანასახი მწერლის 1921 წლის წერილში გვხვდება.

ლორდ პიტერ უიმზის პერსონაჟი სეიერსის თერთმეტ რომანსა და ორ მოთხრობათა კრებულში ფიგურირებს. მწერალმა აღნიშნა, რომ ეს პერსონაჟი ფრედ ასტერისა და ბერტი ვუსტერის საფუძველზე შექმნა. პიტერ უიმზის საყვარელი ქალის, ჰარიეტ ვეინის, პერსონაჟი პირველად რომანში „ძლიერი მოწამვლა“ გამოჩნდა.

სეიერსის 1928 წლის რომანი „უსიამოვნება ბელონას კლუბში“ პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების ტრამვულ გამოცდილებას იკვლევს. მწერლის 1935 წლის ფემინისტურ რომანში „სადღესასწაულო ღამე“ ქალთა განათლებისა და საზოგადოებაში მათ ადგილის საკითხების განხილვას ვხვდებით.

სეიერსის კალამს აგრეთვე ეკუთვის არაერთი მოთხრობა მონტეგ ეგის, ღვინის გამყიდველი მოყვარული დეტექტივის, შესახებ.

თარგმანები

რედაქტირება

სეიერსი თავის საუკეთესო ნამუშევრად დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ თარგმანს მიიჩნევდა. პოემის პირველი ნაწილის, „ჯოჯოხეთი“, თარგმანი 1949 წელს გამოქვეყნდა. მას მოჰყვა „სალხინებელი“ 1955 წელს. მესამე ნაწილის, „სამოთხე“, თარგმნის დასრულება სეირსმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო. მისი თარგმანი ბარბარა რეინოლდსმა 1962 წელს დაასრულა.

სხვა ქრისტიანული და აკადემიური ნაშრომები

რედაქტირება

1941 წელს სეიერსმა გამოაქვეყნა თეოლოგიური წიგნი „შემოქმედის გონება“, რომელშიც იგი იკვლევს მსგავსებას ადამიანის, კერძოდ მწერლის, შემოქმედებითობასა და წმინდა სამების შემოქმედებითობის დოქტრინას შორის. ავტორი წერს, რომ ნებისმიერი ადამიანი მოიცავს იდეას, ენერგიასა და ძალას და ამ „სამებასა“ და თეოლოგიურ სამებას შორის ანალოგს ავლებს. სეიერსს წიგნში მაგალითები მოჰყავს საკუთარი მწერლობის გამოცდილებიდან, აგრეთვე იგი აკრიტიკებს იმ ავტორებს, რომლებიც, მისი აზრით, იდეას, ენერგიასა და ძალას შორის ბალანსის პოვნას ვერ ახერხებდნენ.[18] სეიერსი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ლიტერატურულ გმირებს საკუთარი დამოუკიდებელი ბუნება აქვთ.

სეიერსის ცნობილი ესე „სწავლის დაკარგული საშუალებები“ აშშ-ში არაერთ სკოლაში, როგორც კლასიკური საგანმანათლებლო მოძრაობის, საფუძველი ისწავლება. ესეში იგი შუა საუკუნეების ტრივიალურ საგნებს, როგორებიცაა გრამატიკა, ლოგიკა და რიტორიკა, ანალიტიკური უნარების განვითარებისა და ყველა სხვა დანარჩენი საგნის დაუფლების საშუალებად ასახელებს.

რელიგიურ ნაშრომებში ანგლიკანური ეკლესიის პოზიციის ნათლად ასახვისთვის სეიერსს კანტენბერის არქიეპისკოპოსმა ღვთისმეტყველებაში ლამბეტის დოქტორის ხარისხი შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, 1950 წელს მწერალმა დურჰემის უნივერსიტეტისგან ლიტერატურის საპატიო დოქტორის ხარისხი მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NNDB — 2002.
  2. http://www.independent.co.uk/arts-entertainment/book-review--unsolved-crimes-of-the-heart-dorothy-l-sayers-her-life-and-soul--barbara-reynolds-hodder-25-pounds-1499003.html
  3. https://muse.jhu.edu/journals/logos/v008/8.4savage.pdf
  4. http://muse.jhu.edu/journals/logos/summary/v008/8.4savage.html
  5. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 950.
  6. 6.0 6.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  7. 7.0 7.1 Pitt V. Twentieth-Century Suspense: The Thriller Comes of Age. (1st Edition) — 1
  8. Barbara Reynolds, Dorothy L. Sayers, Her Life and Soul (London: Hodder & Stoughton, 1993), p. 13
  9. Reynolds (1993), pp. 1–14
  10. Inklings. Taylor University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07.
  11. Reynolds (1993), p. 43
  12. The Biography of DLS. The Dorothy L. Sayers Society. The Dorothy L Sayers Society.
  13. _____, "Degrees conferred at Oxford". Yorkshire Post, 15 October 1920. 5.
  14. Op. 1, by Dorothy Sayers. UPenn Digital Libraries: a Celebration of Women Writers.
  15. Op. I., by Dorothy L. Sayers.
  16. Murder Must Advertise, chapter 5
  17. Mitzi Brunsdale (1990). Dorothy L. Sayers. New York: Berg, p. 94.
  18. Examples, some hilarious, given in Chapter 10 of The Mind of the Maker, include a poet whose solemn ode to the Ark of the Covenant crossing Jordan contains the immortal couplet: "The [something] torrent, leaping in the air / Left the astounded river's bottom bare"