ჯონ სტეინბეკი

ამერიკელი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან სტაინბეკი, ჯონ)

ჯონ ერნსტ სტეინბეკი (ინგლ. John Ernst Steinbeck, Jr.; დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.

ჯონ სტეინბეკი
ინგლ. Jeffery Ernest Steinbeck
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1902(1902-02-27)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18]
დაბადების ადგილი სალინასი[1]
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 1968(1968-12-20)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰარლემი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ ან ნიუ-იორკი
დასაფლავებულია სალინასი და კალიფორნია
საქმიანობა მწერალი[17] , სცენარისტი, სამხედრო კორესპონდენტი[19] და რომანისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი სტენფორდის უნივერსიტეტი და Salinas High School
Magnum opus თაგვებსა და ადამიანებზე, მრისხანების მტევნები და ედემის აღმოსავლეთით
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[20] [21] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის, კალიფორნიის დიდების დარბაზი, პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის და თავისუფლების ჯვარი[22]
მეუღლე ელეინ ანდერსონ სტეინბეკი, გვაინ კონგერი და კეროლ ჰენინგი
შვილ(ებ)ი ჯონ სტეინბეკი IV და თომას სტეინბეკი
ხელმოწერა

სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო; მისი შრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავს — ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული.

მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის „კონსერვის რიგი“ (1945) და „მარგალიტი“ (1947) ჰოლივუდის მიერ ეკრანიზებულ იქნა. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმისთვის „სამაშველო ნავი“ (1945).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

დაიბადა ჯონ ერნსტ სტეინბერ II-ის (პირველი თაობის გერმანული წარმოშობის ამერიკელი, რომლის თავდაპირველი გვარი იყო გროსსაინბეკი) და ოლივ სტეინბეკის (დაბ. ჰამილტონი, ასევე პირველი თაობის შოტლანდიელ-ირლანდიელი ამერიკელი) ოჯახში, სალინასში, კალიფორნია. ჰყავდა სამი და: ორი უფროსი და ერთი უმცროსი. მამამისი მონტერეის ოლქის ხაზინადარი იყო, დედამისი კი — მასწავლებელი.

1919 წელს ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე, თუმცა 1925 წელს დაანება და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ყოველდღიურ მუშად მუშაობდა, მათ შორის მშენებლობაზეც, თუმცა პარალელურად თავისუფლი ჟურნალისტის სახით საკუთარი წერის სტილს ამუშავებდა. გარკვეული პერიოდის ძებნის მიუხედავად ნიუ-იორკში გამომცემელს ვერ პოულობს და ისევ კალიფორნიაში ბრუნდება.

სტაინბეკის პირველი რომანი, სათავგადასავლო ისტორიულ-მითოლოგიური „ოქროს ფიალა“, გამოქვეყნებული 1929 წელს, წარუმატებელი გამოდგა. 1930 წელს კეროლ ჰენინგზე დაქორწინდა, წერას აგრძელებდა, თუმცა მშობლების გაუარესებული ჯანმრთელობის გამო დიდ დროს მათ უთმობდა. დედა 1934 წელს, მამა კი 1935-ში გარდაეცვალა. 1932 წელს გამოაქვეყნა რომანი „იდუმალი ღმერთი“, რომელშიც მეოცე საუკუნის ამერიკის ცხოვრება აღწერა. იმავე წელს გამოაქვეყნა შემდგომი რომანი „კურთხეული დაბლობი“. ეს რომანები მცირე ტირაჟით გამოიცა. პირველი წარმატება სტაინბეკს რომანმა „ტორტილა ფლეტი“ მოუტანა, რომელმაც კალიფორნიის თანამეგობრობის კლუბის ოქროს მედალი მოიხვეჭა. ამბავი მონტერეიში ახალგაზრდა მამაკაცის თავგადასავალზე დიდი დეპრესიის პერიოდში 1942 წელს კინოფილმად გადაიღეს, რომელშიც თამაშობდნენ სპენსერ ტრეისი, ჰედი ლამარი და ჯონ გარფილდი. „ტორტილა ფლეტის“ გამოცემაზე 11-მა გამომცემლობამ განაცხადა უარი. ის საბოლოოდ გამოსცა პასკალ კოვისმა, რომელიც იყო სტეინბეკის გამომცემელი, რედაქტორი და მეგობარი შემდეგი 30 წლის განმავლობაში.

წარმატება

რედაქტირება

სტეინბეკი აღმაფრენას „კალიფორნიული რომანების“ წერაში ხედავდა, რომელთა ძირითადი მოტივი დიდი დეპრესიის პერიოდის ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრებაა. მისმა სოციალურად დატვირთულმა რომანებმა სოფლის მშრომელთა მძიმე ტვირთზე უდიდესი კრიტიკული შეფასება მოიპოვა. 1930-იან წლებში მან გამოაქვეყნა ოთხი წუგნი: რომანები „საეჭვო შებმა“, „თაგვებსა და ადამიანებზე“ „მრისხანების მტევნები“ და მოთხრობების კრებული „დიდი ხეობა“. „საეჭვო შებმაში“ ასახულია 1930-იანი წლების აშშ-ის სოფლის მეურნეობის მუშაკთა გაფიცვა. მოგზაურობის დროს სტეინბეკი შეესწრო სალათის მკრეფავთა გაფიცვას და რომანი ამ ამბავზე ააგო. მოუმზადებელი გაფიცვა მარცხით მთავრდება, მისი ფანატიკოსი მესვეურები კი იღუპებიან.

„თაგვებსა და ადამიანებზე“ არის რომანი წყვილ ემიგრანტ მუშათა ოცნებაზე იმუშაონ კალიფორნიის მიწაზე. რომანი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ბროდვეის პროდიუსერმა სემ ჰარისმა სტაინბეკს სთხოვა ამ ნოველის სცენური ადაპტაცია დაეწერა, თუმცა სტაინბეკს ამგვარი გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. ჰარისმა დახმარება ასევე სთხოვა რეჟისორ ჯორჯ კაუფმანს, რომლის თანადგომითა და წაქეზებით სტაინბეკმა შესძლო ნოველის პიესად გადაკეთება. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლს მყისიერი წარმატება ხვდა წილად; მასში მონაწილებდნენ როდერიკ კროუფორდი ლენის როლში და უოლას ფორდი, ლენის ბიძაშვილი და კომპანიონი ჯორჯის როლში. სტაინბეკმა უარი თქვა სპექტაკლის პრემიერისთვის ნიუ-იორკში მგზავრობაზე, ვინაიდან მისი თქმით თავად ნაწარმოები იმდენად სრულყოფილი იყო, მისი ნებისმიერი სცენური შესრულება განწირული იყო გაწბილებისთვის. სპექტაკლი მალევე ჰოლივუდის ფილმისთვის გადაკეთდა, რომელშიც 1939 წელს ლენის როლი შეასრულა ლონ ჩეინიმ, ხოლო ჯორჯისა კი — ბერჯეს მერედითმა. ამ რომანით სტეინბეკმა აშშ-ის საზღვრებს გარეთაც გაითქვა სახელი.

პოლიტიკური შეხედულებები სულ უფრო გავლენიანი ხდებოდა სტაინბეკის ნაწარმოებებში. კეროლ ჰენინგი მარქსისტი იყო და მან სტეინბეკი სან-ფრანცისკოს რადიკალურ პოლიტიკურ შეხვედრებს დაასწრო. წყვილმა 1937 წელს საბჭოთა კავშირი მოინახულა — ამერიკელ ლიბერალ ინტელექტუალთა ერთობლივი ვოიაჟი მსოფლიოს წამყვანი კომუნისტური ქვეყნის წარმატებების საკუთარი თვალით ხილვის იმედით. ჰენინგი მოგვიანებით აშშ-ის კომუნისტური პარტიის რეგისტრირებული წევრი გახდა თავად სტაინბეკის წინააღმდეგობის მიუხედავად.

ამის შემდეგ სტეინბეკმა გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული „დიდი ხეობა“. მასში შევიდა მოთხრობები „ქრიზანთემები“, „თეთრი კაკაბი“, „პონი“, „აღთქმა“. ამ უკანასკნელს ო'ჰენრის პრემია მიენიჭა. სტაინბეკს წარმატების ტალღა თან გაჰყვა „მრისხანების მტევნებშიც“ (1939) — რომანი, რომელსაც საფუძვლად მისი სან-ფრანცისკოს გაზეთისთვის დაწერილი სტატიები დაედო, და რომელიც კრიტიკოსთა მიერ მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. რომანმა პულიცერის პრემია დაიმსახურა 1940 წელს და იმავე წელს დაიდგა ჯონ ფორდის ფილმში, სადაც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს. „მრისხანების მტევნების“ წარმატება კრიტიკის გარეშე არ დარჩენილა. სტაინბეკის ლიბერალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა კაპიტალიზმის მახინჯ მხარეებზე და დასტ-ბოულის მიგრაციების ისტორიულ მოვლენათა მითიურმა ხელახალმა ინტერპრეტაციამ ავტორზე მის მშობლიურ შტატში მწვავე შეტაკებები გამოიწვია. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მსხვილი მიწათმფლობელები და ბანკირები, რომლებიც ავტორზე ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ.

1941 წლის შემოდგომაზე სტეინბეკმა დაწერა ვრცელი ანტიფაშისტური მოთხრობა „მთვარე ჩავიდა“. ამავე წელს იმოგზაურა კალიფორნიის სანაპიროზე და დაწერა წიგნი „კორტესის ზღვა“. 1943 წელს იმოგზაურა ინგლისში, აფრიკაში, იტალიაში. აღწერა ამერიკელი ჯარისკაცების ცხოვრება. აშშ-ში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა რომანი „კონსერვის რიგი“. 1947 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა რომანი „გზააბნეული ავტობუსი“. შემდეგ გამოაქვეყნა რომანი „ედემის აღმოსავლეთით“. ომისდროინდელ წერილებს თავი მოუყარა წიგნში „ოდესღაც იყო ომი“. სტეინბეკის უკანასკნელი დიდი ნაწარმოები იყო „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“. უკვე ასაკოვანმა სტეინბეკმა აშშ-ს სხვადასხვა შტატებში იმოგზაურა და დაწერა წიგნი „ჩარლისთან მოგზაურობა“. 1962 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს. ის ამ პრემიის მფლობელი მეექვსე ამერიკელი გახდა.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

სტეინბეკი და ჰენინგი 1941 წელს განქორწინდნენ და სტაინბეკი ნიუ-იორკში გადადის გვენდოლინ კონგერთან. კონგერთან 1943 წელს იქორწინა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა: თომას სტაინბეკი და ჯონ სტეინბეკ IV. კონგერი და სტაინბეკი 1949 წელს განქორწინდნენ. მსახიობმა ავა გარდნერმა სტაინბეკს ელენ ანდერსონ სკოტი გააცნო წვეულებაზე, ვისთანაც მან 1950 წელს იქორწინა. წყვილს შვილები არ შესძენიათ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება

ნოველები

რედაქტირება
  • თაგვებსა და ადამიანებზე (1937)

არამხატვრული

რედაქტირება
  • რუსული დღიური (1948)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118617338 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 NooSFere — 1999.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 GeneaStar
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  16. 16.0 16.1 Babelio — 2007.
  17. 17.0 17.1 17.2 The Fine Art Archive — 2003.
  18. 18.0 18.1 Munzinger Personen
  19. https://www.biography.com/writer/john-steinbeck
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1962/
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  22. AftenpostenSchibsted Media, 1946. — გვ. 2. — ISSN 0804-3116; 0807-2027