თაგვებსა და ადამიანებზე

თაგვებსა და ადამიანებზე, (ინგლ. Of Mice and Men) — ჯონ სტეინბეკის რომანი (1937). რომანი გვიამბობს ორი მუშის, ჯორჯ მილტონისა და ლენი სმოლის ისტორიას, რომლებიც სამუშაოდ კალიფორნიის ერთ–ერთ პატარა რანჩოში მიემგზავრებიან.

„თაგვებსა და ადამიანებზე“
Of Mice and Men

ავტორი ჯონ სტეინბეკი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი, ალეგორია
გამომცემელი Pascal Covici
გამოცემის თარიღი 1937
ქართულად გამოიცა 2015
მედია ქაღალდი
გვერდი 139 (ქართული გამოცემა 2015)
წინამორბედი In Dubious Battle
მომდევნო მრისხანების მტევნები

მოქმედება მიმდინარეობს ამერიკის დიდი დეპრესიის ფონზე, სადაც ადამიანებს ხანგრძლივი სამსახურის მოძებნა უძნელდებათ და სამუშაოს მუდმივად იცვლიან. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. ნაწარმოებში ასახული იმ პერიოდის თნამდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა და ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის.

სათაური ავტორმა აიღო რობერტ ბერნსი ერთ–ერთი ლექსიდან (To a Mouse).

ეკრანიზაცია

რედაქტირება

რომანის რამდენიმე ეკრანიზაციაა არსებობს. ის არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით. ჰოლივუდში კი სამი ფილმი გადაიღეს მისი მიხედვით. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯონ სტაინბეკი, თაგვებსა და ადამიანებზე, თბილისი, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2015, ISBN 9789941445323

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება