ჯერემი ბენტამი

ინგლისელი სამართლისმცოდნე, სოციოლოგი და ფილოსოფოსი

ჯერემი ბენტამი (ინგლ. Jeremy Bentham; მოძველებულ ლიტერატურაში - იერემია ბენტამი; დ. 15 თებერვალი, 1748 [ძვ. სტ. 4 თებერვალი, 1747][14]] — გ. 6 ივნისი, 1832) — ინგლისელი ფილოსოფოსი, იურისტი და სოციალური რეფორმატორი, თანამედროვე უტილიტარიზმის ფუძემდებელი.[15][16]

ჯერემი ბენტამი
ინგლ. Jeremy Bentham
დაბ. თარიღი 15 თებერვალი, 1748(1748-02-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ჰაუნდსდიტჩი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ან ლონდონი[6]
გარდ. თარიღი 6 ივნისი, 1832(1832-06-06)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] (84 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[9]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
 საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა[10]
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი, ვაჭრები, ადვოკატი, პოლიტოლოგი, suffragist, ადამიანის უფლებათა დამცველი, იურისტი[11] , animal rights advocate, მწერალი[12] , ეკონომისტი, Protestant reformer[6] და პოლიტიკური თეორეტიკოსი
ალმა-მატერი უესტმინსტერის სკოლა[11] და დედოფლის კოლეჯი[11]
მეუღლე
მამა Jeremiah Bentham[13] [7]
დედა Alicia Woodward Grove[13]
ხელმოწერა

ბენტამმა თავისი ფილოსოფიის „ფუნდამენტურ აქსიომად“ განსაზღვრა პრინციპი „რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის“.[17][18] ის გახდა წამყვანი თეორეტიკოსი ანლო-ამერიკული სამართლის ფილოსოფიაში, მისმა რადიკალურმა პოლიტიკურმა იდეებმა დიდი გავლენა იქონია „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. ბენტამი იცავდა პერსონალური და ეკონომიკური თავისუფლების იდეებს, ემხრობოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას, გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორ უფლებებს ქალებისთვის, განქორწინების უფლებას, ასევე, უმცირესობების უფლებების დაცვას. ის გამოდიოდა მონობის, სიკვდილით დასჯის და ფიზიკური დასჯის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელთან მიმართებაში კი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ბავშვებზე.[19] ჯერემი ბენტამი შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ცხოველთა უფლებების ერთ-ერთ ადრეულ დამცველადაც.[20][21][22] ინდივიდუალური თუ კოლექტიური უფლებებისადმი კეთილგანწყობის მიუხედავად, ბენტამი ეწინააღმდეგებოდა ბუნებითი სამართლისა და ბუნებითი უფლებების ცნებებს. სამართლის ფილოსოფიაში დამკვიდრებული ერთი მოსაზრების თანახმად, ბუნებითი სამართლის ერთ-ერთ წყაროდ მისი ღვთაებრიობა - ღვთისგან წარმომავლობა - მიიჩნევა, თუმცა ჯერემი ბენტამი ამ აზრს არაბუნებრივ აბსურდს უწოდებდა და ასევე მკაცრად აკრიტიკებდა სამართლებრივ ფიქციას.

ბენტამის სტუდენტებს შორის იყვნენ მისი მდივანი და თანამშრომელი ჯეიმზ მილი, ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტიუარდ მილი, ინგლისელი სამართლის ფილოსოფოსი და თეორეტიკოსი ჯონ ოსტინი, ამერიკელი მწერალი და აქტივისტი ჯონ ნილი, ასევე - რობერტ ოუენი, უტოპიური სოციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჯერემი ბენტამს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმდროინდელი ინგლისის ციხის, სკოლის, დაბალი სოციალური კლასისთვის განკუთვნილი კანონების, სასამართლოსა თუ ინგლისის პარლამენტის რეფორმებში.[23]

1832 წელს, სიკვდილის წინ ბენტამმა ანდერძში დაწერა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სხეული გაეკვეთათ და სპეციალური დამუშავების შემდეგ შეენახათ, როგორც მუდმივი სიმბოლო (მემორიალი) მისი იდეებისა. ასეც მოხდა და აღნიშნული მემორიალის ხილვა ამჟამადაც შესაძლებელია სტუდენტური ცენტრის შესასვლელში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, რომლის დაარსებაშიც მცირედი წვლილი ჯერემი ბენტამსაც მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ ბენტამის იდეები საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობაზე აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების საბაზისო იდეოლოგიის ნაწილია.[24]

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

 
ჯერემი ბენტამი ტომას ფრაის სტუდიაში, 1760–1762.

ბენტამი 1748 წლის 15 თებერვალს (ალტერნატიული ვერსიით კი, 1747 წლის 4 თებერვალს) დაიბადა ჰოუნდსდითჩში, ლონდონში, მდიდარ ოჯახში, რომელიც კონსერვატიულ პარტიას უჭერდა მხარს.[25] გავრცელებული ინფორმაციით, გამორჩეული უნარების ბავშვი იყო: ერთხელ, ჯერ კიდევ ახალფეხადგმული მამის სამუშაო მაგიდასთან უპოვიათ, როცა ინგლისის ისტორიის ტომს კითხულობდა, ხოლო სამი წლის ასაკში ლათინურის შესწავლა დაიწყო. ასევე სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას, შვიდი წლისას უკვე შეეძლო ჰენდელის სონატის შესრულება მნიშვნელოვანი ოჯახური სადილების დროს. ბენტამის და-ძმას შორის მხოლოდ ერთმა - სამუელ ბენტამმა (1757-1831) მიაღწია ზრდასრულ ასაკს, მასთან ბენტამს ახლო დამოკიდებულება ჰქონდა.

სკოლა უესტმინსტერში დაამთავრა. 1760 წელს მამამ დედოფლის სახელობის კოლეჯში, ოქსფორდში გააგზავნა, სადაც მან ბაკალავრის დიპლომი 1763 წელს მიიღო, ხოლო 1766 წელს სამაგისტრო პროგრამაც დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალს სწავლობდა, კოლეჯში სწავლის პერიოდში პრაქტიკული გამოცდილება არ მიუღია, ვიდრე 1769 წელს არ ჩაებმებოდა საადვოკატო საქმიანობაში. იგი ზედმეტად იმედგაცრუებული იყო იმჟამინდელი ბრიტანული სამართლებრივი სისტემის არეულ-დარეულობით, რასაც ალეგორიულად შარის მოდების დემონსაც („Demon of Chicane“) კი უწოდებდა.[26] როდესაც ამერიკაში კოლონიებმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაქვეყნეს 1776 წლის ივლისში, ბრიტანეთის მთავრობამ ამაზე ოფიციალური პასუხის თავად გაცემის მაგივრად, კონტრარგუმენტაციის შემცველი ტექსტის შედგენა და გამოქვეყნება საიდუმლოდ დაავალა ლონდონელ იურისტსა და პამფლეტისტს - ჯონ ლინდს, რომელიც ბენტამის მეგობარი იყო.[27] მის მიერ გამზადებული 130 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც კოლონიებში ფარულად ვრცელდებოდა, ბენტამის ესესაც შეიცავდა სახელწოდებით „დეკლარაციის მოკლე მიმოხილვა“. მასში ავტორი ამერიკელების პოლიტიკური ფილოსოფიის წინააღმდეგ ასაბუთებდა მოსაზრებებს.[28][29]

ციხის რეფორმის პროექტი რედაქტირება

1786-87 წლებში ბენტამი კრიჩევში (თანამედროვე ბელარუსის ტერიტორია) გაემგზავრა ძმასთან, სამუელ ბენტამთან, რომელიც იმჟამად გრიგორი პოტემკინის დავალებით რამდენიმე ინდუსტრიულ პროექტს ხელმძღვანელობდა. როგორც შემდეგში ჯერემი ხშირად იხსენებდა, სწორედ სამუელმა შექმნა სპეციალური ციხის მოდელი, რომელიც ტრადიციული ციხისგან განსხვავებით, მოიცავდა წრიულ შენობას, რაც შესაძლებელს გახდიდა უფრო მცირე ადამიანური რესურსით ციხის სრულ და გაცილებით ეფექტურ კონტროლს.[30][31]

ბენტამმა დაიწყო აღნიშნული მოდელის განვითარება საგანგებოდ იმგვარად, რომ ბრიტანული ციხისათვის ყოფილიყო შესაფერისი და წერილების მთელი სერია გაგზავნა ამ საკითხთან დაკავშირებით მამასთან, ინგლისში.[32] მან ზედამხეველობის მსგავსი პრინციპი დანერგა საკონტრაქტო მენეჯმენტის კონცეფციით, რაც გულისხმობდა იმას, რომ ციხის ადმინისტრაციას ექნებოდა მხოლოდ ნდობის მოპოვების პერსპექტივის ნაცვლად, უკვე კონტრაქტით გათვალისწინებული ფულადი (ქონებრივი) ინტერესიც, შემცირებულიყო ციხის ინციდენტებში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი.[33]

ე.წ. „მრგვალი ციხის“ მოდელი უნდა ყოფილიყო გაცილებით იაფი, ვიდრე სტანდარტული, ტრადიციული ციხე, რადგანაც საჭიროებდა ნაკლებ მომუშავე პერსონალს. ბენტამი სისხლის სამართლის რეფორმაზე მომუშავე კომიტეტისგან ითხოვდა, რომ მიეცათ მისთვის უფლება დაენერგა აღნიშნული მოდელი. მისი განცხადებით, თავად იქნებოდა ციხის მთავარი ზედამხედველი, რომლის შენახვაც სახელმწიფოს თითქმის არაფერი დაუჯდებოდა. ბენტამის კონსტრუქციით, დარაჯები ისე უნდა განლაგებულიყვნენ, რომ მათი დანახვა ჩვეულებრივ შეუძლებელი ყოფილიყო, შესაბამისად, აღარც იმის საჭიროება იქნებოდა, რომ ისინი გამუდმებით პოსტზე ყოფილიყვნენ, რადგანაც პატიმრებსა თუ იქ მომუშავე პერსონალს სულ ექნებოდა განცდა, რომ მათ აკვირდებიან. თავად დარაჯებს კი შიგადაშიგ ექნებოდათ შესაძლებლობა პოსტი დაეტოვებინათ. ასევე, ბენტამის აზრით, ციხეებში პატიმართა სამუშაო ძალაც უნდა ყოფილიყო ეფექტურად გამოყენებული ციხის ფუნქციონირების მიზნებისათვის.[34]

ციხის რეფორმის საპროექტო წინადადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ბენტამის ხედვებს შორის სამართლებრივ და სოციალურ რეფორმებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეის რეალურად განხორციელება წარმოუდგენელიც კი იყო ფინანსური თუ სხვა მრავალი ფაქტორის გამო.[35] ჯერემი ბენტამი ჯამში დაახლოებით თექვსმეტი წლის მანძილზე მუშაობდა იდეის დახვეწაზე და არ კარგავდა იმედს, რომ ადრე თუ გვიან, სახელმწიფო შეცვლიდა პენიტენციალურ დაწესებულებებთან დაკავშირებით პოლიტიკას, გაიზიარება ბენტამის იდეებს და დანიშნავდნენ მას კონტრაქტით უფლებამოსილ ციხის მთავარ მმართველად. მართალია, იდეა არსებითად არ განხორციელებულა, თუმცა კონცეფციის დეტალებმა საბოლოო ჯამში გავლენა იქონია შემდეგ ათწლეულებში განხორციელებულ ცვლილებებზე. XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი პოლ-მიშელ ფოუკოლტი ასაბუთებდა, რომ ბენტამის ციხის მოდელი XIX საუკუნის ინსტიტუტებისათვის სამაგალითო კონცეფციად იქცა.[36] ბენტამი მთელი დარჩენილი ცხოვრება მძაფრად განიცდიდა, რომ ვერ მოხერხდა მისი მოდელის ნაციონალურ დონეზე დანერგვა, ადანაშაულებდა მეფის ხელისუფლებასა და არისტოკრატიას გამიზნულ ხელშეშლაში. სწორედ აქედან წარმოშობილი უსამართლობის და იმედგაცრუების განცდა დაედო საფუძვლად ბენტამის იდეებს ე.წ. „ავბედით ინტერესთან“ დაკავშირებით, რაც მისი ხედვით, წარმოადგენდა ძალამოსილი მხარის კანონქვემდებარე ინტერესს, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს შეთქმულებაში ფართო საზოგადოებრივი ინტერესისის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, ამ წარუმატებლობამ მხოლოდ გააფართოვა ბენტამის ხედვების არეალი და რეფორმის სხვა ასპექტებს დაუდო სათავე.[37]

 
ბენტამის ციხის მოდელი, შესრულებული უილი რევილის მიერ, 1791.

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ბენტამმა არქიტექტორ უილი რევილის დაავალა მისი მოდელისთვის შესაბამისი ნახაზების შექმნა.[38] 1791 წელს მან სპეციალურად წიგნადაც გამოსცა თავისი წინადადება. სურდა, ციხის აშენების შემდეგ სამუელის დახმარებით თავად ემართა იგი. ირლანდიელი და ფრანგი ავტორიტეტების დარწმუნების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ბენტამმა ინგლისის პრემიერ-მინისტრთანაც სცადა ამ თემაზე საუბარი.[39] ბენტამმა მართლაც მოახერხა უილიამ პიტისა და მისი მრჩევლების დარწმუნება და იდეისათვის შესაბამისი წინასწარი ანაზღაურებაც - 2,000 £ მიიღო.[40]

პროექტის განხორციელებისთვის წინასწარი არეალი საპარლამენტო აქტით იქნა ავტორიზებული, თუმცა შემდგომში რიგმა ტექნიკურმა სამართლებრივმა ხარვეზებმა იჩინა თავი. კერძოდ, პრობლემები და არსებითი წინააღმდეგობა უკავშირდებოდა ადგილობრივ მემამულეს ჯორჯ სპენსერს.[41] რა თქმა უნდა, წინასწარ ალტერნატიული ტერიტორიებიც იყო გათვალისწინებული, თუმცა შემდგომში ყველა მათგანი არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული.[42] საბოლოოდ, ბენტამი ტოტჰილის მინდვრებზე შეჩერდა, უესტმინსტერთან ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნაკვეთები კერძო საკუთრებას არ წარმოადგენდა და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო, გარკვეულ პირთა ინტერესი მაინც იკვეთებოდა. მაგალითისთვის, რიჩარდ გროსვენორი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიებს ფლობდა და საცხოვრებელი სახლიც იმ ნაკვეთთან ახლოს ჰქონდა აშენებული, შეეწინააღმდეგა იმ იდეას, რომ ციხე იქ აღემართათ. ამდენად, ბენტამის სქემის განხორციელება ისევ შეჩერდა.[43] ამ თვალსაზრისით, მალე მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა - ცენტრალურ ლონდონში, მილბენკის ახლომახლო, მდინარე ტემზასთან ახლოს ნაკვეთი ხელსაყრელ ფასად იყიდებოდა და ამჯერად საქმე შეუფერხებლად წარიმართა. 1799 წლის ნოემბერში მთავრობის ფულის გამოყენებით, ბენტამმა მიწა იყიდა მონარქის სახელით, (ღირებულება 12,000 £).[44]

როგორც შემდგომში გამოიკვეთა, ნაკვეთი იდეალურობისაგან ზედმეტად შორს იდგა, რამდენადაც ჭაობიანი, ანტისანიტარიული და პროექტის მიზნებისთვის ზედმეტად პატარა იყო. მთავრობისგან დამატებითი ფინანსებისა და დიდი ნაკვეთის მოთხოვნის საპასუხოდ ბენტამს განემარტა, რომ იმ ეტაპზე უმჯობესი იქნებოდა თუ პატარა ციხეს ააშენებდნენ ექსპერიმენტული დაკვირებისათვის. საცდელი პროექტის იდეის შეთავაზება ბენტამმა შემდეგნაირად ახნსა: რეალურად საკმაოდ მცირდებოდა შანსი იმისა, რომ ციხის ახალი მოდელი სისხლისსამართლებრივი რეფორმის ქვაკუთხედი გამხდარიყო.[45] მოლაპარაკებები მაინც გრძელდებოდა, მაგრამ ბენტამისთვის სამწუხაროდ, 1801 წელს პრემიერ-მინისტრი გადადგა და ეს თანამდებობა 1803 წელს ჰენრი ედინგტონმა დაიკავა, რომელმაც უარი განაცხადა პროექტის გაგრძელებაზე.[46] ბენტამი ამ გადაწყვეტილებამ მორალურად გაანადგურა, შემდგომში იგი წერდა, რომ ამით [მათ] მისი ცხოვრების საუკეთესო დრო მოკლეს.[47]

საინტერესოა, რომ მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ მთავრობამ ისევ დააყენა დღის წესრიგში ნაციონალურ პენიტენციალურ დაწესებულებათა საკითხი, 1811-12 წლებში მიმდინარეობდა მსჯელობა უშუალოდ ბენტამის კონცეფციებზეც.[48] ბენტამი, რომელიც ამ დროს უკვე 63 წლის იყო, მაინც იმედოვნებდა, რომ მისი იდეებს ხორცს შეასხამდნენ, თავად კი ციხის მთავარი ზედამხედველი გახდებოდა, თუმცა ობიექტურად ცხადი იყო, - წინადადებას არც ამჯერად დააკმაყოფილებდნენ, შესაბამისად, ბენტამმა ყველა იმედი გადაიწურა და სამაგიეროდ, მთელი ძალისხმევა იქეთკენ მიმართა, რომ სახელმწიფოსგან ფინანსური კომპენსაცია მიეღო მრავალწლიანი უშედეგო მცდელობის გამო. მისი პირველადი სასარჩელო მოთხოვნა საკმაოდ დიდი მოცულობის თანხას მოიცავდა (700,000 £), თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ კომპენსაციაზე შეჩერდა - 23,000 £, რაც მთავრობისთვის მაინც საკმაოდ დიდი დანახარჯი იქნებოდა.[49]

შედარებით წარმატებული აღმოჩნდა ბენტამის თანამშრომლობა პატრიკ კოლქუჰონთან, რაც მიზნად ლონდონის წყლებთან დაკავშირებულ კორუფციასთან გამკლავებას ისახავდა. შედეგად შემუშავდა ტემზის საპოლიციო კონტროლის კანონპროექტი, რომელიც 1800 წელს ოფიციალურად დამტკიცდა და შესაძლოა ითქვას, რომ ამით პირველად ინგლისის ისტორიაში ჩამოყალიბდა პრევენციული ძალოვანი უწყება - პოლიცია მდინარე ტემზაზე. რობერტ ფილის მიერ 30 წლის შემდეგ გატარებულ რეფორმები მეტწილად ამ პრეცედენტმა განაპირობა.[50][51]

კორესპონდენცია და თანამედროვეთა გავლენები რედაქტირება

ჯერემი ბენტამს აქტიური მიმოწერა ჰქონდა იმ დროის არაერთ საკმაოდ გავლენიან პიროვნებასთან. მაგალითად, ბენტამი საკმაოდ ხშირად ეკონტაქტებოდა უკვე ასაკში შესულ ადამ სმიტს, რომელსაც წარუმატებლად არწმუნებდა, რომ საპროცენტო განაკვეთები თავისუფალ რეჟიმში უნდა მერყეობდეს.[52] ონორე გაბრიელ მირაბო რიკეტთან, ასევე, საფრანგეთის დიდი რევოლუციის სხვა მოღვაწეებთან კორესპონდენციის შემდეგ, ბენტამს საფრანგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.[53] იგი საკმაოდ გულღიად აცხადებდა კრიტიკას რევოლუციურ იდეებთან დაკავშირებით ბუნებითი უფლებების ჭრილში, ასევე შემდგომში იაკობინელთა ძალისმიერი რეჟიმის შესახებ. 1808-1810 წლების შუალედში იგი საკმაოდ ახლოს მეგობრობდა ლათინოამერიკელ რევოლუციონერ ფრანცისკო დე მირანდასთან. ასევე, მისი კავშირები იკვეთება ჟოზე სესილიო დე ვალესთანაც.[54][55]

სამხრეთ ავსტრალიის კოლონიის დაარსების წინადადება რედაქტირება

ბენტამმა დიდი წვლილი შეიტანა სამხრეთ ავსტრალიის ახალი კოლონიის დაარსების საპროექტო წინადადების შემუშავებაში. წინადადება სამეფო კარის სახელზე 1831 წელს შემუშავდა. ბენტამის გარდა პროექტზე მუშაობდნენ რობერტ გოუჯერი, ჩარლზ გრეი და ანტონი ბეკონი, თუმცა საბოლოო ჯამში მათ მიერ შემუშავებული იდეები რადიკალურად იქნა მიჩნეული და ინვესტიციის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდათ.[56]

ჟურნალი „უესტმინსტერის მიმოხილვა“ რედაქტირება

1823 წელს ბენტამი გახდა ჟურნალ „უესტმინსტერის მიმოხილვის“ თანადამფუძნებელი ჯეიმზ მილთან ერთად. ჟურნალი ლიტერატურული წყარო იყო ახალგაზრდა ე.წ. „რადიკალი ფილოსოფოსებისთვის“, ფილოსოფიურთან ერთად პოლიტიკურ ასპექტებს მოიცავდა და ბრიტანულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.[57][58] ასე გაიცნო ბენტამმა რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი იყო ჯორკ ბოურინგი. ბენტამი მათ ურთიერთობას მამისა და შვილის დამოკიდებულებას ადარებდა. შემდეგში სწორედ ბოურინგი დანიშნა ჟურნალის რედაქტორად და მასვე დაავალა ანდერძის აღსრულებაც.[59]

უკანასკნელი წლები რედაქტირება

ბენტამის ხასიათისა და მისი უკანასნელი წლების გასაცნობად მონაკვეთები შეგვიძლია ჯონ პეკის ნაშრომში - „ჯონ სტიუარდ მილის ცხოვრება“ - ამოვიკითხოთ:

ახალგაზრდობაში, ლორდ ლენდსდოუნთან ბოუდის სახლში სტუმრობისას ბენტამს რამდენიმე წარუმატებელი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. ჩვეულებრივ, იგი დიდი სიამოვნებით ატარებდა დროს იმ საზოგადოების ქალბატონებთან, გამოირჩეოდა მოუქნელი კომიკურობით ჭადრაკის თამაშისა თუ მათთვის კლავიკორდზე დაკვრის სწავლებისას. ოთხმოცი წლის ასაკში ბენტამმა ერთ-ერთ ქალბატონს მისწერა წერილი, რომელშიც იხსენებდა წარსულ დროს და ერთ მოგონებას იმის შესახებ, თუ როგორ წარადგინა მან ბენტამი ერთ-ერთი ცერემონიის დროს. ბენტამი იმ დღეებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებდა.

ფილიპ ლუკასისა და ანნე შირანის ფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ბენტამი ასპერგერის სინდრომით იყო დაავადებული.[60] მისი ნაშრომებიდან ირკვევა, რომ ბენტამი ათეისტი იყო.[61]

მოღვაწეობა რედაქტირება

უტილიტარიზმი რედაქტირება

ჯერემი ბენტამის არსებითი ცხოვრებისეული ამბიცია იყო შეექმნა ახალი და სრულყოფილი „კოდი“ სამართლისათვის. იგი მხოლოდ სამართლებრივი და სოციალური რეფორმების განხორციელებას კი არ ესწრაფოდა, არამედ სურდა იმგვარი უპირატესი მორალური პრინციპის დამკვიდრება, რაც გახდებოდა საბაზისო მოცემულობა ნებისმიერი შემდგომი განვითარებისათვის. მომავალში ბენტამის მთელი ფილოსოფია მის მიერ შემუშავებულ ფუნდამენტურ აქსიომას დაეფუძნა, რომლის თანახმადაც ნებიმიერი საკითხის ავკარგიანობა უნდა შეფასებულიყო „რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის“ საზომით.[62] ბენტამის მტკიცებით, მან აღნიშნული კონცეფცია ჟოზეფ პრისტლის ნაშრომებიდან აიღო,[63] თუმცა თავად ჟოზეფ პრისტლი ამ საკითხს სხვა ფორმით აყალიბებს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საზოგადოების კეთილდღეობა მაინც უმრავლესობის კეთილდღეობის სტანდარტთან არის დაკავშირებული კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას, შესაბამისად, [მისი აზრით], სახელმწიფოც ამ კუთხით უნდა აკეთებდეს აქცენტს. [64]

ბენტამი იმ იშვიათ მნიშვნელოვან ფიგურათაგან ერთ-ერთია ისტორიაში, ვინც ფსიქოლოგიური ეგოიზმის კონცეფციას იზიარებდა, რაც განსხვავდება რაციონალური ეგოიზმისგან.[65] ამასთან, იგი გამოდიოდა რელიგიური დოგმატიზმის წინააღმდეგ. როგორც კრიმინსი გადმოგვცემს, 1809-1823 წლების შუალედში ჯერემი ბენტამმა მნიშვნელოვანი კვლევები აწარმოა იმ მიზნით, რომ დაედგინა რამდენად შესაძლებელია რელიგიური რწმენა-წარმოდგენების, ისევე როგორც თავად რელიგიის არსებობის იდეის ძირფესვიანად აღმოფხვრა ადამიანის ქვეცნობიერიდან.[61]

ბენტამი მუშაობდა ყოველი ქმედების მორალური სტატუსის დამდგენ/გამომთვლელ სქემაზე, რასაც იგი ჰედონიზმს უკავშირებდა და თავის გამოთვლებს სხვაგვარად ბედნიერების კალკულუსსაც უწოდებდა.

სარგებლიანობის პრინციპი

საზოგადოებრივი სარგებლიანობის პრინციპი, ან სხვაგვარად - „უდიდესი ბედნიერების პრინციპი“ ბენტამის ფილოსოფიური მოძღვრების ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ბედნიერების“ ცნებით მან სიამოვნების ტკივილზე დომინირების მოცემულობა გამოკვეთა. ნაშრომში „სამართალშემოქმედების მორალური პრინციპების შესავალი" - ბენტამი წერს:[66]

ბუნებამ ადამიანთა მოდგმა ორი სუვერენული ბატონის მმართველობას დაუქვემდებარა, ესენია - ტკივილი და სიამოვნება. სწორედ მათზეა დამოკიდებული, თუ რისი გაკეთება გვიხდება და უფრო მეტიც, ისიც, თუ რისი გაკეთება იქნება მიზანშეწონილი. ერთი მხრივ, სწორისა და მცდარის სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ, კაუზალობის მთელი ჯაჭვი და თანმდევი ეფექტები, სწორედ ტკივილისა და ბედნიერების სამეფო ტახტიდან იმართება. სწორედ ისინი მართავენ ჩვენს ქმედებებს, სიტყვებსა თუ ფიქრებს.…

ბენტამის „სამართალშემოქმედების მორალური პრინციპები“ ძირითად აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივი სარგებლიანობის პრინციპზე და წარმოაჩენს ჯერემის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უკავშირდება მორალურობის ხედვა საკანონმდებლო პროცესს.[67] ბენტამის საზოგადოებრივი სარგებლიანობის პრინციპი განიხილავს ცნებას „კარგი“ იმ შემთხვევაში, თუ ცნების ქვეშ მდგარი მოვლენა/ქმედება წარმოშობს უდიდესი ოდენობის ბედნიერებას (სიამოვნებას) და უმცირესი ოდენობის ტკივილს. საპირისპიროდ, ცნება „ცუდი“ (ან სხვაგვარად, „ბოროტი“) დაკავშირებულია ძირითადად მხოლოდ ტკივილთან. ტკივილისა და ბედნიერების აღნიშნულ კონცეფციაში ბენტამი აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ელემენტებს.

იმისათვის, რომ განსაზღვროს ტკივილისა და ბედნიერების მოცულობა და ხარისხი, რაც კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად იქნებოდა გამოწვეული, ბენტამი ჩამოწერს გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელთა კლასიფიკაციასაც შემდეგი კატეგორიების მიხედვით ხდება: „ინტენსიურობა“, „ხანგძლივობა“, „სიმტკიცე“, „სიახლოვე“, „პროდუქტიულობა“, „სიფაქიზე [purity]“ და „ხარისხი“.[67] სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით განსაზღვრავს ის სასჯელის კონცეფციასაც.

ბენტამის ფილოსოფიური მოძღვრება მოითხოვს კანონმდებლისაგან მკაფიოდ გამოარკვიოს, ხომ არ ქმნის სასჯელი უფრო ინტენსიურ ძალადობრივ მოცემულობას, ვიდრე სასჯელამდე არსებული დანაშაული თუ სხვა ტიპის უმართლობა. ბენტამი ასაბუთებს, რომ ხშირ შემთხვევაში მიზანშეუწონელ სასჯელს თუ აზრსმოკლებულ კანონისმიერ შეზღუდვებს, ბოროტების აღკვეთის საპირისპირო შედეგი მოაქვს და გაცილებით საშიშ მანკიერებას წარმოშობს. ასევე, იგი მოუწოდებს კანონმდებელს, რომ ნებისმიერი ახალი კანონის მიღებისას გაზომოს შესაბამისი ბედნიერებისა და ტკივილის ელემენტების თანაფარდობა და საბოლოოდ საკითხი გადაჭრას იმგვარად, რომ სახეზე იყოს უდიდესი მოცულობის ბედნიერება უდიდესი რაოდენობის ადამიანისათვის. ბედნიერებისაკენ ინდივიდუალური სწრაფვა, ბენტამის შეხედულებით, ვერ შეფასდება, როგორც სწორი ქმედება, რადგანაც, როგორც წესი, ინდივიდების ბედნიერებას მოაქვს დიდი ტკივილი და ნაკლები ბედნიერება საზოგადოდ სოციუმისათვის. ამდენად, კანონშემოქმედების სასიცოცხლო მიზანი უნდა იყოს უზრუნველყოს მინიმალური ხარისხის ტკივილი და მაქსიმალური ხარისხის ბედნიერება საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილისათვის.

ჰედონისტური/ბედნიერების კალკულაცია რედაქტირება

ბედნიერების კალკულაციის ახსნა-განმარტებისას, ბენტამმა საზოგადოებას შესთავაზა 12 „ტკივილისა“ და 14 „ბედნიერების“ შემთხვევა, რაც ტესტის დროს „ბედნიერების კოეფიციენტის“ დადგენისთვის გადამწყვეტია.[68] კელის აზრით, ბენტამისთვის კანონი და ზოგადად, სამართალი უზრუნველყოფს საბაზისო სტრუქტურის ჩამოყალიბებას სოციალური ინტერაქციისათვის და ეს ძირითადად პერსონალური სფეროს ხელშეუხებლობის საზღვრების დადგენით უნდა მოხდეს, რომლის შიგნითაც ადამიანებს აღარ ექნებათ ინდივიდუალური კეთილდღეობისკენ სწრაფვის შეუზღუდავი შესაძლებლობა.[69] ეს გარკვეულწილად უსაფრთხოების მოცემულობას ქმნის, ინდივიდუალური და საზოგადოების მოლოდინების თანმიმდევრული ფორმაციის საწინდარია. როგორც ჰედონისტური გამოთვლები გვიჩვენებს, ამ შემთხვევაში მოლოდინის გამოსადეგობის (გამართლების) მაჩვენებელი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალია. ბენტამს არ სურს რაოდენობრივად უმცირესობათა საჭიროებები მსხვერპლად შეეწიროს უმრავლესობათა სურვილებსა თუ ბედნიერებას, ამიტომაც გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ინდივიდუალური მოლოდინი თანხვედრაში იყოს საზოგადოების სამართლებრივ მოლოდინთან.

კრიტიკა რედაქტირება

უტილიტარიზმის მოძღვრებაში გაკვეული შესწორებები შეიტანა ბენტამის მოწაფემ - ჯონ სტიუარდ მილმა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა ბენტამის შეხედულება ადამიანის ბუნებასთან დაკავშირებით. მილის მტკიცებით, ბენტამის წარუმატებლობა ამ ნაწილში განაპირობა იმან, რომ მან მჯელობის მიღმა დატოვა ადამიანის სინდისის საკითხი, როგორც ადამიანური მოტივი. უფრო მეტიც, მილი ბენტამის იდეების განხორციელებაში სერიოზულ ბოროტებასაც ხედავდა.[70] მილის ხელში „ბენტამიზმმა“ სახელმწიფო კონტროლის ლიბერალური კონცეფციის ძირითადი ელემენტის სტატუსი შეიძინა.

ბენტამის მოძღვრების კრიტიკის არსი ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ მან უარი განუცხადა თავისუფალი საზოგადოების იდეას, რამდენადაც უარყო ადამიანის ბუნებითი უფლებები.[71] ისტორიკოსი გერტრუდა ჰიმელფარბი წერდა: „კონცეფცია - მაქსიმალური ბედნიერება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის - საფრთხისშემცველია როგორც თავისუფლების, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების ცნებებისთვის.“ [72]

ბენტამის „ჰედონისტური“ თეორია (ტერმინი ჯ. კ. კ. სმარტს ეკუთვნის) ხშირად ექცევა კრიტიკის ქვეშ იმის გამოც, რომ რიგ შემთხვევებში ღიად ტოვებს სამართლიანობის საკითხსაც. ჯერალდ ჯ. პოსტემა ნაშრომში „ბენტამი და პრეცედენტული სამართლის ტრადიცია“ წერს: „ბენტამის მოძღვრებაში არცერთი მორალური იდეა არ არის იმდენად დაკნინებული, როგორც სამართლიანობა. არ არსებობს მყარი, ჩამოყალიბებული ანალიზი, რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებს.“[73] ამდენად, ზოგიერთი კრიტიკა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ბენტამის ლოგიკით, ერთი ადამიანის წამება, თუ ეს საზოგადოებაში ბედნიერების ხარისხს გაზრდიდა, დასაშვებია, რადგან ამ კონკრეტული ადამიანის ტკივილს დანარჩენი ადამიანების ბედნირება გადასწონიდა. ამის საწინააღმდეგოდ, ფ. ჯ. კელი (ნაშრომში „უტილიტარიზმი და განაწილებითი სამართლიანობა: ჯერემი ბენტამი და სამოქალაქო სამართალი“) წერს, რომ ბენტამს გააჩნდა დამატებითი შემავსებელი თეორია მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის.

ეკონომიკა რედაქტირება

 
დოკუმენტი: „მევახშეობის გამართლება“, 1788.

მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერემი ბენტამის იდეები ცალსახად განსხვავდებოდა დეივიდ რიკარდოს შეხედულებებისაგან, მაგრამ საინტერესოა, რომ ორივე მათგანის მოძღვრებას აქვს მსგავსება ჰენრი სორტონის ჩამოყალიბებულ კონცეფციასთან, რომელიც, თავის მხრივ, აქცენტს აკეთებდა მონეტარულ ექსპანსიაზე, რაც სრული დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს. ბენტამი ცდილობდა კარგად გათვითცნობიერებულიყო ისეთ საკითხებში, როგორიცა იძულებითი დანაზოგების სისტემა, ხარჯვისკენ მიდრეკილება, კაპიტალდაბანდების ურთიერთობები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ცნება თუ ინსტიტუტი, რაც მას თანამედროვე შემოსავლისა და დასაქმების გამოწვევების ანალიზში დაეხმარებოდა. მისეული მონეტარული პოლიტიკის ხედვა და შრომითი ურთიერთობების მოდელი გარკვეულწილად უტილიტარისტული მოძღვრების ზეგავლენას განიცდიდა. ბენტამის შრომები ამ მიმართულებით მიჩნეულია თანამედროვე სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის წინამორბედად.

ჯერემი ბენტამი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია მოხდეს ბედნიერებისა და ტკივილის ღირებულებისა და მოცულობის შესაბამისად რანჟირება ინტენსივობის, ხანგრძლოვობისა და განსაზღვრულობის მახასიათებლების გათვალისწინებით. იგი განსაკუთრებით ცდილობდა ტკივილისა და ბედნიერების მაქსიმალური და მინიმალური ზღვრის დადგენას, რამდენადაც სწორედ ამის გათვალისწინებოთ იქნებოდა მომავალში შესაძლებელი ეკონომიკური რეფორმების გატარება - მომხმარებლებისთვის მაქსიმალიზაციის პრინციპის შეთავაზება, ხოლო მოვაჭრეებისთვის იმგვარი ეკონომიკური ოპტიმუმის დაწესება, რაც ორიენტირებული იქნებოდა კეთილდღეობის მომტან ეკონომიკაზე.[74]

ბენტამი აქტიურად უწევდა ადვოკატირებას ღატაკთა დასაქმების მენეჯმენტს, რის ყველაზე ეფექტურ საშუალებადაც მანუფაქტურული ტიპის სამუშაო დაწესებულებების გახსნა მიაჩნდა.[75][76]

სამართლებრივი რეფორმები რედაქტირება

ბენტამი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც აქტიურად მოითხოვდა პრეცედენტული სამართლის კოდიფიცირებას, რადგანაც მიაჩნდა, რომ სტატუტებში განმტკიცებული სამართლებრივი ნორმებით უფრო თანმიმდევრული სამართლებრივი რეჟიმის დადგენა იყო შესაძლებელი.[77] ის ლობირებდა საკოდიფიკაციო კომისიების ჩამოყალიბებას როგორც ინგლისში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთან დაკავშირებით მან პირადად პრეზიდენტ ჯეიმზ მედისონსაც კი მისწერა 1811 წელს და წერილში განუცხადა, რომ მზად იყო მოხალისეობრივად მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის (აშშ) კოდიფიცირებული სამართლებრივი სისტემის შექმნაში. მას შემდედ, რაც უკეთ გაერკვა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალში და გაანალიზა ფედერაციული მმართველობის თავისებურებანი, იმავე წინადადებით მიმართა თითოეული შტატის მმართველსაც.

მისი სიცოცხლის მანძილზე, ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ბენტამის შრომები საფუძვლად დაედო დევიდ დუდლი ფილდის მიერ განხორციელებულ შედარებით წარმატებულ კოდიფიკაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში.[77] ზოგადი თვალსაზრისით, საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები, მათ შორის ინგლისის სამართალი, დიდხანს უარყოფდა და ფაქტობრივად დღესაც არ იზიარებს ამ იდეათა სრულად განხორციელების შესაძლებლობას.

ცხოველთა უფლებები რედაქტირება

ბენტამი ხშირად მიიჩნევა ცხოველთა უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ დამცველად.[22] იგი მიუთითებდა, რომ ერთგვარი ნიშნული (მისი სიტყვებით - „დაუძლეველი ხაზი“) ამ კუთხით უნდა ყოფილიყო არა გონებრივი შესაძლებლობები (გონი), არამედ ტკივილის განცდის შესაძლებლობა. ამ მოსაზრების არგუმენტირებისას, ბენტამი აღნიშნავდა, რომ თუ მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობები იქნებოდა ერთადერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც, ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანებს გააჩნიათ უფლებები, ეს გააჩენდა კითხვებს მცირეწლოვან ბავშვებთან (ჩვილებთან) და იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით, რომელთაც გონებრივი დარღვევები გააჩნიათ.[78] 1780 წელს, საფრანგეთში გაკეთებული მოხსენების შემდეგ ის წერდა:[78]:309n

სამწუხაროა, მაგრამ მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ჯერ კიდევ არ ჩაბარებულა წარსულს მონობისა და დომინირების სისტემა, რომელიც ჩაგრავს ადამიანთა გარკვეულ რასებს, ასევე უგულებელყოფს ცხოველთა დაცვასაც, რაც ნათელია ინგლისის მაგალითზე. მაგრამ დადგება დრო, როცა ცხოველები შეიძენენ იმ უფლებებს, რომლებიც არც არასდროს უნდა წართმეოდათ, რომ არა ტირანიის პოლიტიკური ხელი. საფრანგეთში უკვე მივიდნენ იმ ეტაპამდე, როცა კანის ფერი აღარ მიიჩნევა ადამიანთა ჩაგვრისა და მონობის საბაბად. სამყარო მუდმივად შეხედულებების გადაფასების პროცესშია, შესაძლოა ერთ დღესაც აღარც კიდურების რაოდენობას, კანის ფაქტურასა და კუდის დაბოლოებას მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საკითხის გადაჭრისათვის. სხვა რა შეიძლება წარმოადგენდეს დაუძლეველ ხაზს, სადაც გადის ზღვარი ადამიანებსა და ცხოველთა უფლებებს შორის? ხომ არ წარმოადგენს ან კრიტერიუმებს საღი აზრი ან კომუნიკაციის შესაძლებლობები? მაგრამ, ამ ლოგიკით, ზრდასრული ცხენისა თუ ძაღლის ქცევები გაცილებით რაციონალურია და მათთან კომუნიკაციაც უფრო შესაძლებელი, ვიდრე მაგალითად, ერთი დღის, ერთი კვირის, ან თუნდაც ერთი თვის ბავშვისა, თუმცა ასეც რომ არ იყოს, რას მოგვცემდა ამის უარყოფა და საპირისპიროს მტკიცება? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა აზროვნება ან ლაპარაკის უნარი, არამედ ტანჯვის განცდის შესაძლებლობა.

იმავე პარაგრაფში ბენტამი უფრო მკაფიოდ განმარტავს, რომ იგი ცხოველების საკვებად მოხმარებას არსებითად არ ეწინააღმდეგება და თავდაცვის მიზნით ადამიანების მიერ მათ მოკვლასაც უშვებს, მაგრამ მისი შეხედულებით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ცხოველებს ტანჯვა სრულიად უსაფუძვლოდ არ მიაყენონ. ცხოველების სამედიცინო ექსპერიმენტებში გამოყენებასთან დაკავშირებით მიაჩნდა, რომ ამის გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ექსპერიმენტებს ექნებოდათ კონკრეტული მიზანი და ამ მიზნის განხორციელების დასაბუთებული ალბათობა, ასევე ექსპერიმენტების შედეგები აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სიკეთის მომტანი კაცობრიობისათვის. ბენტამი წერდა, რომ გარდა ნახსენები გამონაკლისებისა, მას ჰქონდა დასაბუთებული და მკაცრად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ცხოველების წამებისადმი. ამასთან დაკავშირებით წერილი მისწერა გაზეთ „დილის ქრონიკის“ რედაქტორსაც, რომელშიც ჯერემი ბენტამი წერდა:

მე არ ვაპროტესტებ და არც მომავალში გავაპროტესტებ ისეთ შემთხვევებს, როცა ძაღლებსა თუ სხვა ცხოველებს ტკივილს აყენებენ სამედიცინო ექსპერიმენტების ფარგლებში, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ამ ნაწილში მნიშვნელობა აქვს ექსპერიმენტის მიზნობრიობას, სარგებლიანობას კაცობრიობისათვის, ასევე ფაქტობრივად განხორციელებადობის შეფასებას. როცა სახეზე არ გვაქვს ამგვარი დასაბუთება, მე, რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები ცხოველების წამებას. ვშიშობ, რომ ყველა ამგვარი ქმედების მიღმა, რომელიც სხვა (უფრო დიდი) სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზანს არ ემსახურება, იმალება მხოლოდ ბოროტება. დიახ, ცხოველთა წამება ბოროტების აქტია, ადამიანთა საშინელი მიდრეკილებების გამოვლინება და რამდენადაც კანონი და სამართალი ამას უგულებელყოფს, ეს ბოროტება დღითიდღე იზრდება, უფრო საშინელი ხდება ნაყოფი, რომელსაც იგი მომავალში გამოიღებს. არ ვფიქრობ, რომ შემიძლია ბოლომდე ჩავწვდე იმას, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვა ადამიანის ტანჯვას იმ ადამიანთათვის, რომელთაც გასართობად და სანახაობრივად ეჩვენებათ ძაღლისა თუ ცხენის ტანჯვა, მათთვის ტკივილის მიყენება. დაუსჯელობის სინდრომი ამ შემთხვევაში უარყოფითად აისახება მორალური ნორმების განხორციელებასა თუ ჰუმანური მიდგომების ჩამოყალიბებაზე.[79]

გენდერის საკითხები რედაქტირება

ჯერემი ბენტამი აღნიშნავდა, რომ სწორედ ქალთა უფლებების და საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული სტატუსის საკითხი იყო ერთ-ერთი, რის გამოც მან 1759 წელს, 11 წლის ასაკში გადაწყვიტა რეფორმებზე დაეწყო ფიქრი და კარიერა ამ მიმართულებით აერჩია.[80] ბენტამი სრულად თანასწორად უდგებოდა ქალებსა და მამაკაცებს, როგორც უფლების სუბიექტებს. ემხრობოდა ქალებისათვის განქორწინების უფლების, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სრული პაკეტით მინიჭებას, განსაკუთრებით საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში. ბენტამი მიიჩნევდა, რომ ქალების საზოგადოების შედარებით დაბალ კლასად შერაცხვა და საპირისპიროდ, მამაკაცებთან დაკავშირებული იმგვარი განსაზღვრებების დადგენა, როგორიცაა „ძლიერი ინტელექტუალური უნარები“ და „გონების სიმტკიცე“ - არ იყო მოცემული ბუნებრივი კანონზომიერებით.[81]

ბენტამი თავის ნაშრომებში ეხებოდა სექსუალური უმცირესობების საკითხებსაც, თუმცა ეს ნაშრომები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.[82] პირველად მისი სტატია 1931 წელს დაიბეჭდა, ხოლო ერთ-ერთი სკანდალური სტატია, სადაც იგი ამ კუთხით ინგლისის კანონმდებლობას აკრიტიკებდა, მხოლოდ 1978 წელს დაიბეჭდა.[83]

საიდუმლოებისა და გამჭირვალობის შესახებ რედაქტირება

ჯერემი ბენტამისათვის კონფიდენციალურობაზე მეტად ღირებული გამჭვირვალობა იყო. მაგალითისთვის, მისი ხედვით, ჟურნალისტიკას გულსადმით უნდა გამოეკვლია იმ საჯარო მოხელეების საქმიანობა, რომელთაც ძალაუფლება გააჩნდათ. გამჭვირვალობა უნდა ყოფილიყო საყოველთაო ხასიათის, რათა ყოველგვარ ჟესტსაც კი ჰქონოდა ხილვადი ეფექტი საზოგადო ბედნიერებაზე.[84] ზედამხედველობასაც და გამჭირვალობის პრინციპსაც ბენტამი მიიჩნევდა ეფექტურ გზად საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.[85]

ფიქცია რედაქტირება

ბენტამი განასხვავებდა ე.წ. ფიქციურ კატეგორიებს, რისი დაჯერებაც წარმოუდგენელი იყო, თუმცა მსჯელობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ფიქციის არსებობა. თავდაპირველად ამის მაგალითად მას პრინცი ჰამლეტი და კენტავრი მოჰყავდა, ხოლო შემდგომში ანალოგიით მიუთითებდა კანტის შემუშავებულ ისეთ კატეგორებზე,[86] როგორიცაა ბუნება, ჩვეულება, სოციალური კონტრაქტი.[87]

ლონდონის უნივერსიტეტი რედაქტირება

1826 წელს ჯერემი ბენტამმა მონაწილეობა მიიღო ლონდონის უნივერსიტეტის დაარსებაში (1836 წელს დაწესებულებას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სახელი მიენიჭა). ამ დროს ბენტამი 78 წლის იყო. მისი როლი უნივერსიტეტის დაფუძნებაში ძალიან დიდი გახლდათ, თუმცა ეს ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ნაკლებად გამოიხატებოდა, რადგანაც იგი ერთ-ერთი იყო ათასზე მეტ მეწილეს შორის და თავდაპირველ კაპიტალში მხოლოდ £100 წარმოადგენდა მის წილს.[88]

 
ჰენრი ტონკსის წარმოსახვითი სცენა: ბენტამი აარსებს ლონდონის უნივერსიტეტს.

ბენტამის იდეებმა მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა მოახდინა სხვა პირებზე, ვინც შემდგომში ფაქტობრივად დააარსა უნივერსიტეტი. ბენტამს მტკიცედ სწამდა, რომ განათლება უნდა ყოფილიყო ფართოდ ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ იყო წარმომავლობით მდიდარი ოჯახიდან. ამასთან, ბენტამის მოღვაწეობის დროს არსებული წესების თანახმად, ის სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ფინანსური შეღავათებით სარგებლობდნენ მათ შორის ისეთ დაწესებულებებში სწავლისას, როგორიცაა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები. ლონდონის უნივერსიტეტი პირველი იყო ინგლისში, რომელიც რელიგიური, პოლიტიკური თუ წოდებრივი ნიშნით არ ასხვავებდა სტუდენტებს და ამ ნაწილში დამფუძნებლებმა სრულად გაიზიარეს ბენტამის აზრი. ფაქტობრივი მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ბენტამი აქტიური მონაწილეობისაგან გამიზნულად იკავებდა თავს და მისი როლი საკმაოდ პასიური იყო, თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი უხილავი ინტერესი გაცილებით მეტი იყო ამ უნივერსიტეტის ამგვარი ფორმით დაარსებაში, ვიდრე ხილული გავლენები. [88] მართალია, ბენტამმა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა ინგლისური ენის ან ისტორიის კათედრაზე პროფესორად დაენიშნა მისი მოწაფე ჯონ ბოურინგი, თუმცა სწორედ ბენტამის განსაკუთრებული მოწადინების შედეგად, 1829 წელს მისი სხვა მოწაფე ჯონ ოსტინი გახდა ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იურისპრუდენციაში.

გარდა მემორიალისა და იმ მატერიალური მემკვიდრეობისა, რაც უნივერსიტეტს ბენტამის შრომების სახით ერგო, უნივერსიტეტის კედლებს ამშვენებს ჰენრი ტონკსის მხატვრული ნამუშევარი, რომელიც ასახავს სცენას, თუ როგორ გეგმავდა ბენტამი უნივერსიტეტის დაარსებას. ნამუშევარი 1922 წელს შესრულდა და სცენა სრულიად ავტორის წარმოსახვითაა შექმნილი. ბენტამი უნივერსიტეტის სულის ჩამდგმელად მოისაზრება.[24]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

 
იორკის ქუჩა 19, 1848. 1651 წელს ჯონ მილტონი საცხოვრებლად გადავიდა პატარა ეზოიან სახლში, სადაც რესტავრაციამდე ცხოვრობდა. შემდეგში სახლი ბენტამს ეკუთვნოდა, რომელიც, ცნობების თანახმად, მანამდე მეზობლად ცხოვრობდა. სახლი 1877 წელს დაანგრიეს.[89][90]
 
ჯერემი ბენტამის სახელობის თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები აღმოსავლეთ ლონდონში. შენობას სახელი ფილოსოფოსის პატივსაცემად უწოდეს.

ჯერემი ბენტამი საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ეწეოდა, როგორც მწერალი და როგორც სარევიზიო კორექტორი. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მისი ნაშრომების დასრულებას და საბოლოო სახით გამოქვეყნებას ვერ ახერხებდა გარკვეული მიზეზების გამო.[60] იმ პუბლიკაციების უმეტესობაც კი, რაც ბენტამის სიცოცხლეში დაიბეჭდა, სხვების მიერ მომზადდა სარედაქციოდ.[91] რამდენიმე მისი ნაშრომი თავდაპირველად ფრანგულ ენაზე გამოიცა, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო სტატია სახელწოდებით „სამართლის თეორია“, რომელიც ეთენ ლუის დუმონტის მიერ მომზადდა პრესისთვის. ბოსტონში გამოიცა ბენტამის სისხლის სამართლის კოდექსის მოდელი 1840 წელს, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ჩანაწერების სახით არსებობდა. ჯერემი ბენტამი სამოქალაქო კოდექსის მოდელზეც მუშაობდა.

პუბლიკაციები რედაქტირება

  • 1787. Defence of Usury (დოკუმენტი მევახშეობასთან დაკავშირებით).[92]
  • ადამ სმიტისადმი მიწერილი წერილების სერია, (ჯამში 13 წერილი).
  • 1776. A fragment on government
    • აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენდა უილიამ ბლექსთოუნის ნაშრომში - „კომენტარები ინლისის კანონებზე“ - გამოთქმული პოლიტიკური და სამართლებრივი თეორიის ულმობელ კრიტიკას. წიგნი ანონიმურად დაიბეჭდა. ბენტამი არ იზიარებდა ბლექსთოუნის შეხედულებებს სამოსამართლო სამართალთან დაკავშირებით, ასევე დავის საგანი იყო შეხედულებები სამართლებრივ ფიქციებთან, თეოლოგიურ ფორმულირებებთან დაკავშირებით. ბენტამის აზრით, ბლექსთოუნი არასწორ კონტექსტში იყენებდა ტერმინს - „ბუნებითი სამართალი“. აღნიშნული ფრაგმენტი „კომენტარების კომენტარების“ მხოლოდ მცირე ნაწილი იყო, ხოლო ბენტამის ნაშრომი სრულად მე-20 საუკუნეში გამოიცა.
  • 1780. An Introduction to the Principles of Morals and Legislation. London: T. Payne and Sons.[93]
  • 1785 (publ. 1978). Offences Against One's Self, edited by L. Crompton. Journal of Homosexuality 3(4)389–405. Continued in vol. 4(1). doi:10.1300/J082v03n04_07. ISSN 0091-8369.
  • 1776 - ამერიკის შეერთებული შტატების დეკლარაციის კრიტიკა.
  • 1791. Essay on Political Tactics (1st ed.). London: T. Payne.[94]
  • 1796. Anarchical Fallacies; Being an examination of the Declaration of Rights issued during the French Revolution.[95]
  • 1802. Traités de législation civile et pénale, 3 vols, edited by Étienne Dumont.
  • 1811. Punishments and Rewards(დანაშაულისა და ჯილდოს შესახებ).
  • 1812. Panopticon versus New South Wales: or, the Panopticon Penitentiary System, Compared.
    1. ორი წერილი ლორდ პელჰამისადმი (აშშ-ს გენერალური მდივანი), ორი სამართლებრივი სისტემის შედარება მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
    2. განცხადება კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო მოსაზრებები იმ უსამართლობათა შესახებ, რაც უკავშირდებოდა პენიტენციალურ სისტემას."
  • 1816. Defence of Usury; shewing the impolicy of the present legal restraints on the terms of pecuniary bargains in a letters to a friend to which is added a letter to Adam Smith, Esq. LL.D. on the discouragement opposed by the above restraints to the progress of inventive industry (3rd ed.). London: Payne & Foss.
  • 1817. A Table of the Springs of Action. London: sold by R. Hunter.
  • 1817. Swear Not At All.
  • 1817. Plan of Parliamentary Reform, in the form of Catechism with Reasons for Each Article, with An Introduction shewing the Necessity and the Inadequacy of Moderate Reform. London: R. Hunter.
  • 1818. Church-of-Englandism and its Catechism Examined. London: Effingham Wilson.[97]
  • 1821. The Elements of the Art of Packing, as applied to special juries particularly in cases of libel law. London: Effingham Wilson.
  • 1821. On the Liberty of the Press, and Public Discussion. London: Hone.
  • 1822. The Influence of Natural Religion upon the Temporal Happiness of Mankind, written with George Grote
    • გამოიცა ფსევდონიმით - Philip Beauchamp.
  • 1823. Not Paul But Jesus
    • გამოიცა ფსევდონიმით - Gamaliel Smith.
  • 1824. The Book of Fallacies from Unfinished Papers of Jeremy Bentham (1st ed.). London: John and H. L. Hunt.
  • 1825. A Treatise on Judicial Evidence Extracted from the Manuscripts of Jeremy Bentham, Esq (1st ed.), edited by M. Dumont. London: Baldwin, Cradock, & Joy.
  • 1827. Rationale of Judicial Evidence, specially applied to English Practice, Extracted from the Manuscripts of Jeremy Bentham, Esq. I (1st ed.). London: Hunt & Clarke.
  • 1834. Deontology or, The science of morality 1, edited by J. Bowring. London: Longman, Rees, Orme, Brown, Green and Longman.

სიკვდილის შემდგომი პუბლიკაციები რედაქტირება

სიკვდილამდე ბენტამმა დატოვა დაახლოებით 30 მილიონი სიტყვის შემცველობის ჩანაწერები. ამ ჩანაწერთა უმრავლესობა ახლა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სპეციალური კოლექციის ნაწილია და საზოგადოებისთვის ცნობილი ძირითადად ჯერემი ბენტამის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

ჯონ ბოურინგი (1838–1843) რედაქტირება

ჯონ ბოურინგი, ახალგაზრდა რადიკალი მწერალი, ბენტამის ახლო მეგობარი და მოწაფე იყო, რომელიც ბენტამმა მის პირდაპირ მემკვიდრედ დაასახელა. სწორედ ბოურინგს დაავალა ბენტამმა რედაქტორობა გაეწია და გამოსაქვეყნებლად მოემზადებინა ბენტამის ნაშრომები მისი გარდაცვალების შემდეგ. ასეც მოხდა და მან ჯამში 11 ტომი გამოსცა 1838-1843 წლებში, თუმცა ბოურინგმა ნაწილობრივ საკუთარი მოსაზრებები დაურთო ბენტამის შრომებს და ზოგიერთი ნაშრომი, მაგალითად, რელიგიასთან დაკავშირებით, საერთოდ არ გამოუქვეყნებია. მისი გამოცემები „ედინბურგის მიმოხილვის“ მიერ შეფასდა, როგორც არასრული, არასწორი და უწესრიგო. ბოურინგის გამოცემის მე-10 და მე-11 ტომები ბენტამის ბიოგრაფიულ ცნობებსა და მის ცხოვრებას მიეძღვნა, თუმცა კრიტიკის ქარცეცხლს ვერც ეს შრომები გადაურჩა და ლესლი სტეფანმა შემდგომში ეს ბიოგრაფიული ნაშრომი შეაფასა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უარესი ბიოგრაფიული შინაარსის პუბლიკაცია, რაც ინგლისურ ენაში შეიძლებოდა მოეპოვებინათ.[98] მიუხედავად ამისა, ბოურინგის გამოცემული 11 ტომი დღემდე უმნიშვნელოვანესი წყაროა იმ ადამიანებისათვის, ვინც ბენტამის ფილოსოფიურ ხედვებს იკვლევს ან ინტერესდება მისი ბიოგრაფიით.[ა]ასევე, მხოლოდ ამ ნაშროემბშია ნახსენები ბენტამის კონცეფციები საერთაშორისო სამართლის დარგში, რაც უნივერსალური და მუდმივი მშვიდობის დამყარების გეგმას მოიცავს და 1786-89 წლებშია დაწერილი.

უერნერ სტარკი (1952–1954) რედაქტირება

1952-1954 წლებში უერნერ სტარკმა გამოსცა სამტომიანი ნაშრომი - „ჯერემი ბენტამის ეკონომიკური შრომები“ (Jeremy Bentham's Economic Writings), რომელიც ბენტამის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციებისა თუ ჩანაწერების თავმოყრისა და სისტემატიზებული სახით გამოცემის საკმაოდ წარმატებულ მცდელობად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ სამტომეულში შესული ზოგიერთი ნაშრომი ბენტამს არასდროს გამოუქვეყნებია. ამ შემთხვევაში სტარკის ნაშრომის კრიტიკა ძირითადად ეფუძნება იმას, რომ მან საკმაოდ ბევრი დეტალი ვერ გაითვალისწინა ბენტამის ზოგადი ფილოსოფიური ხედვის თვალსაზრისით.[99]

ბენტამის პროექტი (1968–დღემდე) რედაქტირება

1959 წლიდან ლონდონის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბენტამის კომიტეტი, რომლის მიზანსაც ბენტამის შრომების განმარტებითი გამოცემების მომზადება წარმოადგენს. პირველი ტომი სახელწოდებით „ჯერემი ბენტამის რჩეული შრომები“ 1968 წელს გამოიცა[100] და მოიცავდა უამრავ იქამდე გამოუქვეყნებელ წერილსა თუ ჩანაწერს. ზოგიერთი ჩანაწერი იქამდეც იყო გამოცემული, თუმცა ამჯერად გაუმჯობესებული რედაქციით შევიდა აღნიშნულ ტომში. ამჟამად ე.წ. „ბენტამის პროექტის“ ფარგლებში კომიტეტის მომზადებული 31 ტომია ხელმისაწვდომი და ამ რიცხვის ზრდა 70-მდეა სავარაუდო. ტომში, რომელიც ზოგად სამართალს ეხება და 1970 წელსაა გამოცემული, ბევრი სარედაქციო თუ ტექნიკური ხარვეზი იყო, ამიტომაც 2010 წელს გამოვიდა ახალი ტომი (Of the Limits of the Penal Branch of Jurisprudence).[101]

ბენტამის პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე ხდება ბენტამის ხელნაწერების გაციფრულება და გარკვეული ნაწილების თანამედროვე ენის ნორმებით შეცვლა. „ბენტამის გადაწერის“ პროცესი საკმაოდ წარმატებულ ინიციატივად ჩამოყალიბდა[102] და სტუდენტების გარდა მასში არაერთი უწყება, ასევე, მოხალისეები მონაწილეობენ. აღნიშნული ციფრული რესურსის ხილვა შესაძლებელია დაინტერესებული პირებისათვის.[103]

გარდაცვალება რედაქტირება

 
ბენტამის გვამის საჯარო გაკვეთა
 
ბენტამის გამოსახულება სტუდენტურ ცენტრში, 2020.
 
ბენტამის გამოსახულება, 2003.
 
ბენტამის თავის გამოსახულება, დროებითი გამოფენა, ლონდონის უნივერსიტეტი.

ჯერემი ბენტამი 1832 წლის 6 ივნისს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, ლონდონში. შესაძლოა ითქვას, რომ წერას სიცოცხლის ბოლო დღემდე განაგრძობდა. ბენტამს სიკვდილამდე ერთი თვით ადრე უკვე დეტალურად ჰქონდა ჩამოყალიბებული გეგმა, თუ რა უნდა ექნათ მისი გარდაცვალების შემდეგ. კერძოდ, საკუთარი გვამის საჯარო გაკვეთა და შემდგომში იმგვარად შენახვა განეზრახა, რომ სპეციალური გამოსახულების სახით დარჩენილიყო უნივერსიტეტის კედლებს შორის, თუმცა უშუალოდ გაკვეთის შესახებ აზრი გაცილებით ადრეც დაებადა. ჯერ კიდევ 1769 წელს, როცა 21 წლის იყო დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც, საკუთარ გვამს ანდობდა ოჯახის მეგობარსა და ქიმიკოსს - ჯორჯ ფორდისს, რომლის ქალიშვილი, მარია-სოფია (1765-1858) შემდეგში ჯერემის ძმას, სამუელს გაჰყვა ცოლად.[25] ჩანაწერი გვამის გაკვეთის შემდეგ თომას სოუტვუდ სმიტის მიერ ბენტამის სპეციალური გამოსახულების შექმნის შესახებ ბენტამის ანდერძს ფორმალურად 1832 წელს მიემატა, თუმცა ბენტამმა იგი 2 წლით ადრე დაწერა.[25]

1832 წლის 8 ივნისს, ბენტამის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ, მის მეგობრებს სპეციალური მოსაწვევები დაეგზავნათ, რათა გაკვეთას დასწრებოდნენ.[25]

გაკვეთის შემდეგ, რომელიც ლონდონში, სპეციალურ კლინიკაში ჩატარდა, ჩონჩხი და თავი სპეციალური წესით შეინახეს და შემდეგ მათი გამოყენებით ბენტამის გამოსახულება დაამზადეს. მას ბენტამის ტანისამოსი ეცვა და ხის კაბინაში ინახებოდა.[104] 2020 წელს გამოსახულება შეიცვალა, მანამდე კი იგი მუდმივად იყო გამოფენილი, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, როცა 2013 წელს ბენტამის გამოსახულება მნიშვნელოვან სათათბირო სხდომას „დაესწრო“ სიმბოლურად.[105][106] (ერთი ხუმრობად გავრცელებული მითის თანახმად კი, ბენტამი ყველა სხდომას ესწრება).[105][107]

ბენტამს სურდა, რომ გამოსახულებას მისი ბიოლოგიური თავი ჰქონოდა, რათა მისი გარეგნობის აღქმა უფრო ბუნებრივად მომხდარიყო. სოუტვუდ სმიტის მცდელობების შედეგად „მუმიფიცირების“ პროცესი, რომელიც საკმაოდ კომპლექსური იყო, წარმატებით დასრულდა, თუმცა ბენტამის სურვილი ბოლომდე მაინც ვერ ასრულდა, რადგანაც დროთა განმავლობაში ნაკვთებმა და კანმა სტრუქტურაც და ფერებიც დაკარგა.[25]

ამის შემდეგ გამოსახულებისთვის ცვილის ფიგურა დაამზადეს და ბენტამის სურვილების ნაწილობრივ გასათვალისწინებლად მაინც მასზე ბენტამის ბიოლოგიური თმა დაამაგრეს. ბიოლოგიური თავიც დიდხანს ინახებოდა იქვე, თუმცა სტუდენტები ათასგვარ ოინს იგონებდნენ, რომ ხის კაბინაში შეეღწიათ, ამიტომაც შემდგომში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით აიღეს.[107] 2017 წელს დნმ-ს კვლევის შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ ბენტამს აუტიზმის სპექტრი აღენიშნებოდა.[108]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ბენტამის ცხოვრების სტილი გამოირჩეოდა სპეციფიკური მახასიათებლებით. ცნობილია, რომ მისი ყოველდღიურობა მოიცავდა დილის 6 საათზე გაღვიძებას, ორსაათიან სეირნობას და შემდეგ საღამოს 4 საათამდე მუშაობას.[109]

მემკვიდრეობა რედაქტირება

ბენტამის სახლი, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მთავარ კამპუსთან ახლოს მდებარეობს, უნივერსიტეტის საკუთრებაა.[110]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

შენიშვნები რედაქტირება

ციტატები რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Plamenatz J. P., Duignan B. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Philosophy Ontology project
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Czech National Authority Database
  7. 7.0 7.1 Lundy D. R. The Peerage
  8. RESOL-2020-409-APN-MSG
  9. Бентам Иеремия // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. https://books.google.com/books?id=iOOm8F5_sBcC&pg=PA608
  11. 11.0 11.1 11.2 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  12. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  13. 13.0 13.1 Kindred Britain
  14. Johnson, Will. (2012) Ancestry of Jeremy Bentham. countyhistorian. ციტირების თარიღი: 2018-06-11.
  15. Sweet, William (n.d.). „Bentham, Jeremy“. Internet Encyclopedia of Philosophy. ციტირების თარიღი: 2018-06-11.
  16. Jeremy Bentham. utilitarianphilosophy.com (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-20. ციტირების თარიღი: 2018-06-11.
  17. Betham, Jeremy. A Comment on the Commentaries and a Fragment on Government, edited by J. H. Burns and H. L. A. Hart. London: The Athlone Press. 1977. p. 393.
  18. Burns 2005, pp. 46–61.
  19. Bedau 1983, pp. 1033–1065.
  20. Francione 2004, p. 139: footnote 78
  21. Gruen 2003.
  22. 22.0 22.1 Benthall 2007, p. 1.
  23. Roberts, Roberts & Bisson 2016, p. 307.
  24. 24.0 24.1 UCL Academic Figures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2020.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 თარგი:Cite ODNB
  26. Stephen 2011, pp. 174–5.
  27. Dupont & Onuf 2008, pp. 32–33.
  28. Armitage 2007.
  29. Anonymous 1776, p. 3.
  30. Semple 1993, pp. 99–100.
  31. Roth, Mitchel P (2006), Prisons and prison systems: a global encyclopedia, Greenwood, p. 33, ISBN 9780313328565, https://books.google.com/books?id=RTH31DgbTzgC&pg=PA33
  32. Semple 1993, pp. 99–101.
  33. Semple 1993, pp. 134–40.
  34. Bentham, Jeremy. [1797] 1995. "The Panopticon Letters." Pp. 29–95 in The Panopticon Writings, edited by M. Božovič. London: Verso Books.
  35. Bentham 1787.
  36. Foucault 1977, pp. 200, 249–256.
  37. Schofield, Philip (2009). Bentham: a guide for the perplexed. Continuum, გვ. 90–93. ISBN 978-0-8264-9589-1. 
  38. Semple 1993, p. 118.
  39. Semple 1993, pp. 102–4, 107–8.
  40. Semple 1993, pp. 108–10, 262.
  41. Semple 1993, pp. 169–89.
  42. Semple 1993, pp. 194–7.
  43. Semple 1993, pp. 197–217.
  44. Semple 1993, pp. 217–22.
  45. Semple 1993, pp. 226–31.
  46. Semple 1993, pp. 236–9.
  47. Semple 1993, p. 244.
  48. Semple 1993, pp. 265–79.
  49. Semple 1993, pp. 279–81.
  50. French, Stanley. (n.d.) The Early History of Thames Magistrates' Court. Thames Police Museum. ციტირების თარიღი: 2018-06-14.
  51. Everett, Charles Warren. 1969. Jeremy Bentham. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0297179845. OCLC 157781.
  52. Persky 2007, p. 228.
  53. Bentham 2002, p. 291.
  54. Darío, Rubén (1887). „La Literatura en Centro-América“. Revista de artes y letras (ესპანური). Biblioteca Nacional de Chile. XI: 591. MC0060418. ციტირების თარიღი: 25 March 2019. ციტატა: „In Guatemala there was Valle, a man of vast intellect, friend of Jeremías Bentham, with whom he corresponded frequently. Bentham sent him shortly before dying a lock of his hair and a golden ring, shiny as José Cecilio's style.“
  55. Laura Geggel (11 September 2018). „Oddball Philosopher Had His Mummified Body Put on Display … and Now His Rings Are Missing“. Live Science. ციტირების თარიღი: 26 March 2019. ციტატა: „We can safely assume that [Guatemalan philosopher and politician] José del Valle received one, as he is featured wearing it in a portrait," Causer said. "Interestingly, on the bookshelf of that portrait is one of Bentham’s works, as well as a Spanish translation of Say’s 'Traité d’économie politique.' It’s a neat, tangible link between Bentham, Say and del Valle.“
  56. Foundation of the Province. State Library of South Australia (5 February 2015). ციტირების თარიღი: 19 November 2019
  57. Hamburger 1965.
  58. Thomas 1979.
  59. Bartle 1963.
  60. 60.0 60.1 Lucas & Sheeran 2006, pp. 26–27.
  61. 61.0 61.1 Crimmins 1986, p. 95.
  62. Bentham 1776, Preface (2nd para.).
  63. Bentham 1821, p. 24.
  64. Priestley 1771, p. 17.
  65. May, Joshua (n.d.). „Psychological Egoism“. Internet Encyclopedia of Philosophy. ციტირების თარიღი: 2018-06-11.
  66. Bentham, Jeremy. 1780. "Of The Principle of Utility." Pp. 1–6 in An Introduction to the Principles of Morals and Legislation. London: T. Payne and Sons. eText. p. 1.
  67. 67.0 67.1 Bentham, Jeremy, 1748-1832. (2005). An introduction to the principles of morals and legislation. [Chestnut Hill, Mass.?]: Elibron Classics. ISBN 1-4212-9048-0. OCLC 64578728. 
  68. Bentham, Jeremy. 1780. "Value of a Lot of Pleasure or Pain, How to be Measured." Pp. 26–29 in An Introduction to the Principles of Morals and Legislation. London: T. Payne and Sons. eText.
  69. Kelly 1990, p. 81.
  70. Mill, John Stuart. 1897. Early Essays of John Stuart Mill. London. pp. 401–04.
  71. Smith, George H.. (26 June 2012) Jeremy Bentham's Attack on Natural Rights. Libertarianism.org. ციტირების თარიღი: 2018-06-11.
  72. Himmelfarb 1968, p. 77.
  73. Postema 1986, p. 148.
  74. Spiegel 1991, pp. 341–343.
  75. Bentham, Jeremy. (1843) Tracts on Poor Laws and Pauper Management. bev.berkeley.edu. ციტირების თარიღი: 27 March 2019
  76. Himmelfarb 1968, pp. 74–75.
  77. 77.0 77.1 Morriss 1999.
  78. 78.0 78.1 Bentham, Jeremy. 1780. "Of the Limits of the Penal Branch of Jurisprudence." Pp. 307–35 in An Introduction to the Principles of Morals and Legislation. London: T. Payne and Sons.
  79. Bentham, Jeremy (9 March 1825). „To the Editor of the Morning Chronicle“. Morning Chronicle. London. p. 2.(ფასიანი რეგისტრაცია)
  80. Williford 1975, p. 167.
  81. Bentham, Jeremy. 1780. "Of Circumstances Influencing Sensibility." Pp. 40–56 in An Introduction to the Principles of Morals and Legislation. eText. London: T. Payne and Sons. p. 48.
  82. Campos Boralevi 2012, p. 37.
  83. Bentham 2008, pp. 389–406.
  84. Bentham 1834, p. 101.
  85. McStay, Andrew. (8 November 2013) Why too much privacy is bad for the economy. The Conversation. ციტირების თარიღი: 25 August 2014.
  86. Cutrofello 2014, p. 115.
  87. Murphy 2014, p. 61–62.
  88. 88.0 88.1 Harte 1998, pp. 5–8.
  89. Stephen 1894, p. 32.
  90. Grayling 2013, "19 York Street".
  91. Anon. (n.d.) Published Works of Jeremy Bentham. socialsciences.mcmaster.ca. ციტირების თარიღი: 2018-06-12.
  92. Bentham, Jeremy. [1787] 2008. "Gulphs in Mankind's Career of Prosperity: A Critique of Adam Smith on Interest Rate Restrictions." Econ Journal Watch 5(1):66–77. Abstract.
  93. Bentham, Jeremy. 1780. An Introduction to the Principles of Morals and Legislation. London: T. Payne and Sons. eText. Wikisource.
  94. Bentham, Jeremy. 1791. Essay on Political Tactics: containing six of the Principal Rules proper to be observed by a Political Assembly In the process of a Forming a Decision: with the Reasons on Which They Are Grounded; and a comparative application of them to British and French Practice: Being a Fragment of a larger Work, a sketch of which is subjoined (1st ed.). London: T. Payne.
  95. Bowring, John, ed. 1838–1843. The Works of Jeremy Bentham 2. Edinburgh: William Tait. Retrieved 5 July 2020.
  96. Rights, Representation, and Reform: Nonsense upon Stilts and Other Writings on the French Revolution, edited by P. Schofield, C. Pease-Watkin, and C. Blamires, eds. Oxford: University Press. 2002. ISBN 978-0-19-924863-6.
  97. Bentham, Jeremy. 1818. Church-of-Englandism and its Catechism Examined. London: Effingham Wilson.
  98. Bartle 1963, p. 27.
  99. Schofield 2009a, pp. 475–494.
  100. Bentham Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 8 June 2002
  101. Schofield 2013, pp. 51–70.
  102. The Bentham Project. Ucl.ac.uk. ციტირების თარიღი: 26 April 2012.
  103. PRHLT text indexing and search interface for Bentham Papers. prhlt.upv.es.
  104. Marmoy, C.F.A. (1958). „The 'Auto-Icon' of Jeremy Bentham at University College, London“. Medical History. University College London. 2 (2): 77–86. doi:10.1017/s0025727300023486. PMC 1034365. PMID 13526538. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2007. ციტირების თარიღი: 3 March 2007. ციტატა: „It seems that the case with Bentham's body now rested in New Broad Street; Southwood Smith did not remove to 38 Finsbury Square until several years later. Bentham must have been seen by many visitors, including Charles Dickens.“
  105. 105.0 105.1 Smallman, Etan. (12 July 2013) Bentham's corpse attends UCL board meeting. Metro. ციტირების თარიღი: 2018-06-12.
  106. Das, Subhadra (curator). (November 19, 2018) (English). The Boring Talks. [podcast]. BBC. https://www.bbc.co.uk/programmes/p05t3gr2/episodes/downloads.
  107. 107.0 107.1 UCL Bentham Project. University College London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2010. ციტირების თარიღი: 22 July 2011.
  108. Sarah Knapton (2 October 2017). „Severed head of eccentric Jeremy Bentham to go on display as scientists test DNA to see if he was autistic“. Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 9 October 2017.
  109. https://www.utilitarianism.com/jeremy-bentham/life.html
  110. About UCL Laws. University College London (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 11 April 2014.

შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „ucl.ac.uk“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „UCL5“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „UCL6“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „UCL7“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2
შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „Dershowitz2014“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2

შეცდომა ციტირებაში ტეგი <ref> სახელად „imf.com.au“, გარკვეული <references>-ში, არ გამოიყენება წინა ტექსტში.; $2

წყაროები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

გარე ბმულები რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Wikisource author

თარგი:University College London თარგი:Classical economists თარგი:Age of Enlightenment თარგი:Social and political philosophy თარგი:Ethics თარგი:Jurisprudence თარგი:Liberalism თარგი:Animal rights