ვაჭრებითბილისის მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი ფენა სხვადასხვა ეპოქაში. ვაჭრები შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის, ისინი საქონელს ყიდულობდნენ არა უშუალო მოხმარებისათვის, არამედ გააყიდად, მოგების მიზნით. შრომის საზოგადოების დანაწილების ზრდის შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ვაჭრების როლი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. განვითარების პროცესში ვაჭართა სოციალური ფენა დაიყო სხვადასხვა ქონებრივ ჯგუფად. საშუალო და წვრილ ვაჭრებს მკვეთრად დაუპირისპირდნენ ე. წ. „დიდვაჭრები“, რომლებიც ერთდროულად ეწეოდნენ როგორც მსხვილ სავაჭრო, ისე სავახშო-საკრედიტო ოპერაციებს. დაირღვა ვაჭრების სოციალური ერთგვროვნებაც. ფეოდალურმა სამართალმა საპატიო ვაჭრების სისხლი 12 000 თეთრად შეაფასა, რითაც იგი გაუთანაბრდა წარჩინებული წოდების, აზნაურის სისხლს. აღნიშნული აქტით სამეფო ხელისუფლება იცავდა ვაჭრების პიროვნებას, ქონებასა და საქმიანობას, რაც, უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფ ხაზინის ინტერესებით იყ ნაკარნახევი. პრივილეგიური დიდვაჭრების სახით სამეფო ხელისუფლებამ თბილისში მტკიცე სოციალური საყრდენიც გაიჩინა, რაც ხელს უშლიდა მოქალაქეთა ერთიან ატიფეოდალურ ძალად ჩამოყალიბებას. ეს კი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო იმისა, რომ ფეოდალურ საქართველოში ვერც ერთმა ქალაქმა, მათ შორის ვერც თბილისმა, ვერ შეძლო „თავისუფალი ქალაქის“ სტატუსის მოპოვება.

ლიტერატურა

რედაქტირება