საყვავისტყე

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

საყვავისტყე საყვავიას ტყესოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბლაციხის თემში (სოფლები: დაბლაციხე, საყვავისტყე). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ., ჩოხატაურიდან 3 კმ, საჯავახოდან 23 კმ, დაბლაციხიდან 1 კმ. სოფელში კომპანია „იბერიელს“ გაშენებული აქვს ჩხავერის ვენახები.[2] სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი ბენიამინ ჩხიკვიშვილი.

სოფელი
საყვავისტყე

ჩხავერის ვენახები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი დაბლაციხე
კოორდინატები 42°00′41″ ჩ. გ. 42°15′46″ ა. გ. / 42.01139° ჩ. გ. 42.26278° ა. გ. / 42.01139; 42.26278
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 402[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საყვავისტყე — საქართველო
საყვავისტყე
საყვავისტყე — გურიის მხარე
საყვავისტყე

ისტორია რედაქტირება

XIX საუკუნეში სოფელში იდგა ღვთისმშობლის ეკლესია.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 402 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 780
1911[5]   717
2002[6]   514 246 268
2014[1]   402 190 212

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Iberieli LLC, Family Winery of Zurab Topuridze
  3. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II