მეჩაიეობამემცენარეობის დარგი, რომელიც შეისწავლის ჩაის ბუჩქის თვისებებს, ზრდის პირობებს, უხვი და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების ხერხებსა და სხვა.

მეჩაიეები ჩაქვში, აჭარა, 1909 წ. პროკუდინ-გორსკის ფოტო.

ჩაის სამშობლო ჩინეთია. იგი სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელდა ძირითადად აზიის ქვეყნებში. რუსეთში ჩაის სასმელი ცნობილია 1638 წლიდან. საქართველოში ჩაი პირველად 1847 წელს შემოიტანეს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, საიდანაც გადაიტანეს ოზურგეთის საცდელ სადგურში. უფრო გვიან ჩაის ბუჩქები დარგეს ზუგდიდში დ. დადიანის ბაღში და ოზურგეთის მაზრის სოფ. გორა-ბერეჟოულში მ. ერისთავის მამულში, რომელმაც პირველად მიიღო ჩაის პროდუქცია. ჩაის გავრცელებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ე. ნაკაშიძეს, რომელმაც ოზურგეთის მაზრის სოფ. ზენობანში გააშენა ჩაის პლანტაცია. მისივე ინიციატივით დაიწყეს ჩაის ბუჩქის გაშენება გურიის სხვა სოფლებშიც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კვარაცხელია ტ., აკულოვა ტ., ქანთარია გ., მეჩაიეობა, თბ., 1952;
  • ფირცხალაიშვილი ს., ჩაის პლანტაციის ექსპლოატაციის მცენიერული საფუძვლები, თბ., 1976;


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.